fbpx

ადამიანი… ბუმერანგი… თვითშეფასება…

ავტორი ჟოლო
1.2K ნახვა

ოხ, როგორ ავიწყდებათ ადამიანებს წარსული. როგორ ავიწყდებათ რა გამოიარეს, როგორ ავიწყდებათ საიდან მოდიან, ავიწყდებათ რა დღეში იყვნენ.

ადამიანს, რომ თავისი წარსული ახსოვდეს, ღმერთი წამდეს და კაცთმოყვარე იყოს, არასოდეს მოიქცევა ისე ცუდად, როგორც იქცევა. გამონაკლისი არსებობს.

ადამიანი რომ დაიტანჯება, მაშინ ხვდება ბედნიერების ფასს.

ადამიანი რომ ფორიაქობს, მაშინ ხვდება სიმშვიდის ფასს.

ადამიანს რომ უღალატებენ, მაშინ ხვდება ერთგულების ფასს.

თუ ადამიანი საკუთარ თავს ვერ შეაფასებს ობიექტურად, ის სხვის ფასს ვერასოდეს გაიგებს.

რთულია თვითშეფასება. ზოგს გონია შეუფასებელია, ზოგი ფიქრობს დაუფასებელია.

ადმიანი ავად რომ გახდება, მაშინ ხვდება ჯანმრთელობის ფასს.

თუ ადამიანი უღირსად გექცევა, დროებით მაინც უნდა დატოვო, რომ მიხვდეს შენ ფასს.

ადამიანებმა რომ საკუთარი თავის ფასი იცოდნენ, შეურაცხოფას არ მიაყენებენ და გულს არ ატკენენ ერთმანეთს.

ადამიანის განვლილი ცხოვრება განსაზღვრავს მის ფასს. როგორ იცხოვრა, ვისთვის იცხოვრა და რატომ.

მხოლოდ სიბერეში აფასებენ ახალგაზრდობას.

სენი, რომელიც ვერაფერმა შეცვალა: როცა ადამიანი ფიქრობს, რომ ის შეუცვლელია და მუდამ იქნება.

თანამდებობის პირი – დროებით ბედნიერი.
მისი მომავალი: ადამიანი – კუდამოძუებული.

მხოლოდ მომაკვდავი იგებს სიცოცხლის ფასს.

და მაინც… ზოგიერთი ისე წავა ამ ქვეყვიდან, ვერაფრის ფასს ვერ გაიგებს.

კუზიანს ვერც სამარე გაასწორებს.

გიორგი ჯაჯანიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment