fbpx

„ადამიანი სიკეთისთვის გაჩენილი ქმნილება მგონია”

ავტორი Ann
27 ნახვა
0 კომენტარი
0

მთავარი პრობლემა იმაშია თეი, რომ მიუხედავად იმისა, თუ რამდენ ადამიანს ვიცნობ, რამდენისგან ღალატი მიგემია, რამდენს გავუყიდივარ, თუ ასე შემდეგ არ აქვს მნიშვნელობა, დღემდე ვინც მიღიმის და თბილად მესაუბრება ყველა ჩემიანი მგონია. რატომღაც ვფიქრობ, რომ როგორც მე ვიღებ მათ, ისე არიან ისინიც.

 

ზოგადად, ადამიანი სიკეთისთვის გაჩენილი ქმნილება მგონია, რომელსაც უჭირს მოძებნოს საკუთარი გზა და სიბოროტეს მხოლოდ შინაგანად არეულ მდგომარეობაში ყოფნის დროს აკეთებს. ამასაც ქვეცნობიერად, თორემ ისე ვერ იკადრებს… აქვე ვხვდები, რომ ეს მხოლოდ ბოდვაა და მეტი არაფერი, მაგრამ არ მინდა დაჯერება სიბოროტის…
ზოგჯერ იმდენად მარტო ვარ მთელ სამყაროში, მიფიქრია იქნებ ამის გამოა ასეთი ჩემი დამოკიდებულება სხვების მიმართ, რომ გულისთვის მემეტება ყველა და მეტი არაფრისთვის. ვიცი როგორც სრულდება ხშირ შემთხვევაში ყველაფერი, მაგრამ მიღირს.. დამიჯერე მიღირს ტკივილი, თუნდაც იმ ერთი წამის ბედნიერებად რომელსაც სხვისგან ვიღებ.

 

მითამაშია კიდეც ურთიერთობაში მხოლოდ იმიტომ რომ თუნდაც ყალბი სითბო დამემსახურებინა სხვისგან… ერთადერთი არასდროს მითამაშია – სიყვარული. არასდროს მითქვამს მიყვარხარ, თუ მართლა არ მიყვარდა, მაგრამ სიყვარულსაც არ აქვს ფასი, თუკი მხოლოდ შენ გულში ცხოვრობს ის სხვა, რომლის გულშიც შენ ვერაფრით შეძელი ბინის დადება…
ზოგადად ცალმხრივი არაფერი ვარგა.
გზებიც უინტერესოა ცალმხრივი.
შენ მიდიხარ და შენსკენ არავინ მოდის…

 

 

ნიკა ნორიელი

0 კომენტარი
0

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი