fbpx

აკვიატებული აზრები

ავტორი ჟოლო
428 ნახვა

აკვიატებული ანუ ობსესური მდგომარეობები იყოფა აკვიატებად ნეიტრალური აფექტითა და აკვიატებით, რასაც თან ახლავს მძიმე აფექტი.

აფექტურად ნეიტრალური აკვიატება ეს არის ხშირად უნაყოფო გრძნობა, მაგალითად, აკვიატებული ანგარიში, გონებაში დავიწყებული სახელების აკვიატებული განმეორება. აკვიატება, რომელსაც თან ახლავს მძიმე აფექტი – ეს არის კონტრასტული აზრები;

ავადმყოფები განიცდიან გადაულახავ მოთხოვნილებას იყვირონ ცინიკური სიტყვები, წარმოიდგინონ დეტალებში ნათესავების უეცარი სიკვდილის გარემოებები და სხვა. აკვიატებული ეჭვების დროს სჭარბობს დაეჭვება უკვე მიღებული გადაწყვეტილებების ან ჩადენილი მოქმედებების სისწორეში.

აკვიატებული მდგომარეობები – ხასიათდება აზრების, წარმოდგენების, ეჭვების, შიშების, ლტოლვების, მოძრაობითი აქტების უნებლიე და გადაულახავი წარმოქმნით. აკვიატებული მდგომარეობების გაჩენა სუბიექტურად არასასიამოვნოა, ამასთან შენარჩუნებულია ამ დარღვევებისადმი კრიტიკული დამოკიდებულება ავადმყოფის მხრივ. აღინიშნება ნევროზების, შიზოფრენიის, ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანებების დროს.

 

აკვიატებული შიშები (ფობიები) სხვადასხვაგვარია შინაარსით. ხშირად აღინიშნება ღია სივრცისა და დახურული შენობების შიში, ტრანსპორტის შიში, რაიმე ჩვეულებრივი ფუნქციის გამოთიშვის შიში (ყლაპვა, მოშარდვა, სქესობრივი აქტი და სხვ.). ხშირია შიში სახალხოდ გამოსვლისა, შიში გაწითლებისა.

 

კომპულსიური დარღვევები ვლინდება აკვიატებული ლტოლვით გაუაზრებელი, ზოგჯერ კი საშიში მოქმედებების ჩადენისაკენ. მსგავსი აკვიატებული ლტოლვები მიმდინარეობენ მათი შესაძლო განხორციელების მტანჯველი შიშით, მაგრამ როგორც წესი არ რეალიზდება. აკვიატებული მოქმედებები სრულდება სურვილის წინააღმდეგ.

 

აკვიატებული მდგომარეობებად ითვლება რიტუალები – აკვიატებული მოქმედებები და მოძრაობები; აქვთ დამცველობთი ხასიათი. რიტუალებს როგორც წესი ახლავთ ფობიები, აკვიატებული ეჭვები, ამასთან აკვიატებული მოქმედებების შესრულება ხდება გარკვეული რიგით – მოძრაობა მხოლოდ გარკვეული მარშრუტით და მრავალი სხვა. რიტუალის შესრულებას თან ახლავს გარკვეული შემსუბუქების გრძნობა.

 

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა აკვიატებულ მდგომარეობათა ტვინის ელექტროსტიმულირებით მკურნალობას. აკვიატებული მდგომარეობები ფსიქიკური დარღვევაა, როდესაც ადამიანს უნებლიეთ უჩნდება აკვიატებული აზრები ან შიშები (აკვიატებული იდეები). ის ამაოდ ცდილობს, თავი დააღწიოს მღელვარების გამომწვევ აზრებს ასევე აკვიატებული და დამღლელი ქმედებების დახმარებით. ფირმა Medtronic ღრმა ტვინის Stimulator-ის მიერ წარმოებული ელექტრომასტიმულირებელი მოწყობილობა შედგება ელექტრული იმპულსების გენერატორისგან, რომელიც გულმკერდზე, კანქვეშ “მონტაჟდება” და მასთან გამტარებით მიერთებული ელექტროდებისგან, რომლებიც თავსდება განწყობასა და შფოთვაზე პასუხისმგებელ ტვინის უბნებში. განუწყვეტლივ წარმოქმნილი ელექტრული იმპულსები ამ უბნებს ასტიმულირებენ, რაც აკვიატებული მდგომარეობის დათრგუნვას იწვევს. ტვინის ელექტროსტიმულაცია ჯერჯერობით ნებადართულია მათთვის, ვისაც არ შველის მკურნალობის ტრადიციული მეთოდები. ამერიკელ მეცნიერთა აზრით, ელექტროსტიმულაცია მედიკამენტურ თერაპიასთან ერთად უნდა განხორციელდეს.

 

                                                                                               თათია ქვილითაია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment