fbpx

აუცილებლად დაისახეთ და ჩაიწერეთ მიზნები

ავტორი ჟოლო
541 ნახვა

აუცილებლად დასახეთ და ჩაიწერეთ მიზნები. ჩაიწერეთ მათი მიღწევის გეგმები და ვადები. მიზნები უნდა იყოს განსაზღვრული და და მკაფიოდ წარმოდგენილი, ხოლო გეგმები დეტალურად შედგენილი და ვადებში გაწერილი.

თუ არ გეცოდინებათ რამდენ ხანში აპირებთ მიზნის მიღწევას, მაშინ ვერ გაიგებთ, თუ როგორ მიდის თქვენი მიზნების მიღწევის საქმე – წარმატებით თუ წარუმატებლად. აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდეთ ის მიზეზიც ან მიზეზებიც, რომელთა გამოც გინდათ მიაღწიოთ მიზანს.

შეკითხვა „რატომ“? გაიძულებთ, დაუმტკიცოთ საკუთარ თავს მიზნის მნიშვნელობა.

ჩამოწერეთ 15 მიზეზი, თუ რატომ არის მიზნის მიღწევა მნიშვნელოვანი. რას მოგიტანთ ეს თქვენ, თქვენს ახლობლებს და საერთოდ ადამიანებს?

თქვენი მიზანი თქვენს აღფრთოვანებას უნდა იწვევდეს, ჟრუანტელს გგვრიდეთ.

წარმატებულ ადამიანებს მხოლოდ იმ მიზნებმა მოუტანეს უდიდესი წარმატებები, რომელთა მიღწევა, მათ სიამოვნებას, სიხარულსა და ბედნიერებას გვრიდა.

რამაზ გიგაური

წიგნი „წარმატების 365 გასაღები“

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment