fbpx

„ბობ დილანის ნობელის პრიზმა გადარია პლანეტა… გაუმარჯოს ბობ დილანს“- დავით დეფი

ავტორი ჟოლო
20 ნახვა

ერთნაირად ბოღმებისა და ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი შურიანების თუ რა ვიცი კიდევ როგორიანების საზოგადოებაა, მთელს მსოფლიოში ქსელივით მოდებული.

ბობ დილანის ნობელის პრიზმა გადარია პლანეტა, რატომ მას და არა ფილიპ როთს ან ჰარუკი მურაკამის ან თომ სთოფარდს და გნებავთ გივი მარგველაშვილს.

ნობელის პრიზი გაქვს თუ არ გაქვს შენს მკითხველს ან მომავალ თაობას ამითი რა? რა სიგიჟეა ამაზე გადარევა და ამაზე ბოდიალი? ჯერ ბონო იყო სამჯერ წარდგენილი მშვიდობის დარგში და ბობ გელდოფიც ასევე. ნობელის ჯილდო ჯერ ჯერობით ვერც ერთმა მიიღო. მერე რა? ამითი ბონო ბონო აღარაა? ან როთი, მურაკამი, სთოფარდი და რაშდი აღარ არიან მხეცი მწერლები, თუ რა?

ან ბობ დილანზე ასე გადარევა გამკვირვებია ერთნაირად ქართველებისგან, გერმანელბისგან, ინგლისელებისგან და იგივე ამერიკელებისაგან. ვინ აღარ წერს და თან რა ცინიზმით! გული მერევა ეგეთ ბოღმაზე, ეს სისაზიზღრე მართლა უკვე ყველგანაა მოდებული და უკვე ყველაფერს გადაწვდა.

ერთი ბობ დილანივით რაიმე მსგავსი ღირებული შექმნას ვინმემ რომელსაც ამერიკის თავისუფლების სული ბეჭდად ესმევა და ყოველი ახალი თაობა ახლებურად მიიღებს, წაიკითხავს ან მოუსმენს და მერე ვილაპარაკოთ.

ამ გადაწყვეტილებით როკ’ენ’როლმა ბევრ რამეს აჯობა. კლიშეებს და მოსაწყენ ბლა ბლა ბლას აჯობა და მსოფლიოს დაანახა – პოეზიას საზღვარი არ აქვს. ამ დღევანდელ გადაწყვეტილებაში, სწორედ ეს გზავნილია, თორემ, ალფრედ ნობელის ანდერძის მოწილე ვინმე დიდი ან გენიალური მწერალი, რომანისტი თუ პოეტი, მოკლე მოთხრობების ავტორი თუ დრამატურგი არის თუ არ არის, ამით არავინ კნინდება. დედამიწის მწერლებიდან არავინ და არც მკითხველებიდან.

მე, ედგარ ალან პო და ელვის პრესლი, პინკ ფლოიდი და ჯიბრან ხალილ ჯიბრანი, რიჩარდ ბახი, სუპერსტარი და ჰერმან ჰესე, მირჩევნია ასობით ნობელის ლაურეატს ან არალაურეატს.

სხვათაშორის ეს გადაწყვეტილება, დაეარსებინა საყოველთაო პრიზი, მან, ალფრედ ნობელმა ფოთში ყოფნისას მიიღო და ფოთიდან წასულმა, პარიზში თავის ძმას მოუყვა, როცა ცოლი მათემატიკოსთან გაექცა და თავისივე გამოგონილი დინამიტით კინაღამ თავი აიფეთქა და ქალაქიც ცაში აწია.

დილან თომასს ძალიან გაუხარდებოდა ეს ამბავი, ვისი სახელიც დაირქვა დიდი ეპოქის დიდმა სიმბოლომ.

გაუმარჯოს ბობ დილანს.

დ ♔ სიახLOVE
13 ოქტომბერი 2016

მსგავსი სტატიები

Leave a Comment