fbpx

გადაყარე ზედმეტი (აღმოსავლური იგავი)

ავტორი ჟოლო
2.5K ნახვა

ოსტატი ჩვენი ხშირად ეუბნებოდა თავის მოწაფეებს: იმისათვის, რომ მიაღწიო მიზანს საჭიროა, გონების დაწყნარება, აუცილებელია ისწავლო იმ ზედმეტი აზრების გადაყრა, რაც ხელს გიშლის მიზნის მიღწევაში.

ერთ-ერთი მოსწავლე ვერანაირად გაერკვია, თუ როგორ უნდა განესხვავებინა აუცილებელი და არააუცილებელი აზრები ერთმანეთისაგან. მასწავლებელიც არასდროს არ ხსნიდა ამას, მხოლოდ ამბობდა, რომ ცხოვრება თავად ასწავლიდა მას.

ერთხელ, როცა მასწავლებელი და მოსწავლე სეირნობდნენ მთაში, გზაში შემოხვდათ ვეფხვი. მასწავლებელი მშვიდად გაერიდა ბილიკს, ხოლო ვეფხვი გაეკიდა მოწაფეს.

მოწაფემ  ამ სირბილში დაკარგა თავისი ხმალი, ეკალ-ბარდებში შემოეფლითა სამოსი და მაინც მოახერხა ხის კენწეროზე ასვლით თავის დაღწევა.

რამდენიმე ხანში ვეფხვი წავიდა, მაგრამ მოწაფეს ეშინოდა ძირს ჩამოსვლა. იჯდა მანამდე, სანამ შორიახლო მომავალი მასწავლებელი არ შეამჩნია. მასწავლებელმა რომ დაინახა შეშინებული მოწაფე აუტყდა სიცილი და უთხრა:

– აი შენ უკვე ისწავლე გამოუსადეგარი ნივთების გადაყრა და ამან შეგინარჩუნა სიცოცხლე.

-მასწავლებელო – შეეწინააღმდეგა მოსწავლე – შენ არ დაგიკარგია არც ხმალი, არც სამოსი და უფრო მეტიც, საერთოდ არ გიცდია გაქცევა, მაგრამ ვეფხვმა შენ არ გავნო. რატომ მოხდა ასე?

– მე გაქცევა არც მქონია მიზნად, ამიტომაც გადავაგდე ჩემი შიშები და ვეფხვმა უბრალოდ ვერ შემამჩნია. სწორედ ეს იყო ჩემი მიზანიც და კარგი იქნება თუ შენც ისწავლი, პირველ ყოვლისა სწორად აირჩიო მიზანი და ამის მერე გადაყარო მის მისაღწევად რაც არ გჭირდება, თუ საერთოდ დაგჭირდება ამის გაკეთება.

მომაზადა: თამარ კვარაცხელიამქოუჩი და წარმატების ექსპერტი პიროვნული ზრდის საკითხებში
წყარო: zrda.wordpress.com

 

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment