ფიზიკოსი, თეორეტიკოსი, XX საუკუნის უდიდესი მეცნიერი და ნობელის პრემიის მფლობელი ალბერტ აინშტაინი გენიალური ფრაზებითაც გამოირჩეოდა.
გთავაზობთ აინშტაინის 20 ცნობილ ფრაზას
– არსებობს ორი უსასრულობა: სამყარო და სისულელე, თუმცა, პირველის შესახებ დარწმუნებული არ ვარ.
– მხოლოდ სულელს სჭირდება წესრიგი – გენიოსი ქაოსზე ბატონობს.
– თეორია არის, როცა ყველაფერი ცნობილია, მაგრამ არაფერი მუშაობს. პრაქტიკა კი, როცა ყველაფერი მუშაობს, მაგრამ არავინ იცის რატომ. ჩვენ კი თეორიასა და პრაქტიკას ვაერთიანებთ: არაფერი მუშობს… და არავინ იცის რატომ!
– არსებობს ცხოვრების ორი ხერხი. პირველი: სასწაული არ არსებობს. მეორე: ყველგან სასწაულია.
– განათლება არის ის, რაც სკოლაში ნასწავლის დავიწყების შემდეგ რჩება.
– არ ვიცი, რა იარაღით იბრძოლებენ მესამე მსოფლიო ომის დროს, მაგრამ მეოთხეში – ჯოხებითა და ქვებით.
– ეს სიგიჟეა: აკეთო ერთი და იგივე და განსხვავებულ შედეგს ელოდო.
– წარმოსახვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოდნა. ცოდნას საზღვარი აქვს, როცა წარმოსახვა მთელ სამყაროს ფარავს.
– ვერასდროს გადაწყვეტ პრობლემას, თუ ისე იფიქრებ, როგორც ისინი, ვინც ეს პრობლემა შექმნა.
– ვისაც საკუთარი შრომის შედეგების ხილვა უმალვე სურს, მეწაღეობა უნდა დაიწყოს.
– ცხოვრება ველოსიპედის ტარებას ჰგავს. წონასწორობის შესანარჩუნებლად მუდამ უნდა იმოძრაო.
– ყველამ იცის, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ მოდის ვიღაც, რომელმაც ეს არ იცის და სწორედ ის აკეთებს აღმოჩენას.
– გონება, რომელიც ერთხელ მაინც გააფართოებს საკუთარ საზღვრებს, ძველს არასდროს დაუბრუნდება.
– თუ ბედნიერი ცხოვრება გსურთ, მიზანს უნდა იყოთ მიბმული და არა ადამიანებს ან ნივთებს.
– წარმატების მისაღწევად არ უნდა მიილტვოდეთ, არამედ უნდა ეცადოთ, რომ თქვენს ცხოვრებას აზრი ჰქონდეს.
– ერთადერთი რამ, რაც სწავლაში ხელს მიშლის, მიღებული განათლებაა.
– ადამიანს, რომელსაც არასდროს დაუშვია შეცდომა, ახალი არაფერი გაუსინჯავს.
-თუ არ შეგიძლია, ეს საკუთარ ბებიას აუხსნა, მაშინ თავადაც არ გესმის.
1 კომენტარი
ერთი აზრის ვართ