fbpx

გულწრფელ ჩახუტებას მკურნალობა შეუძლია

ავტორი ჟოლო
21 ნახვა
0 კომენტარი
0

„ამბობენ რაღაცის რწმენას დიდი ძალა აქვსო! ბავშვობაში კი ჩახუტების ძალის მწამდა. ყველას ზედ ვაბობღდებოდი, მისი მტკიოდა და მეგონა თუ ჩავეხუტებოდი წამლად დავედებოდი, იარები მოურჩებოდა და ბედნიერი იქნებოდა.

დრო გადის და არ ვიცვლები, მე მჯერა რომ გულწრფელ ჩახუტებას მკურნალობა შეუძლია. ადამიანის გაცოცხლება და სასიცოცხლო სუნთქვის ჩაბერვა. როგორც ვაცოცხლებდი ხოლმე დამჭკნარ ყვავილებს, ან ქუჩის ცხოველებს, ყველას და ყველაფერს ჩემკენ ვიზიდავდი, მიყვარდა და ახლაც მიყვარს, თუმცა ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ადამიანებთან უძლური ვიქნებოდი. მეგონა გასაგებ ენაზე ვღაღადებდი სიყვარულის სიდიადესა და ძალას, მაგრამ ყველაფერმა და ყველამ გაიგო ადამიანის გარდა.

მე ეს სიყვარული მაპატიეთ,
ეს გულწრფელობაც და ჩემი სიმართლე,
ჩემი სისწორე,
ჩემი ყოველი ჩახუტება და თბილი სიტყვა მაპატიეთ,
მე კი ადამიანს ვაპატიებ მის შიშებს, სიბრმავესა და სიყრუესაც კი …
მე ეს დიადი დაცემაც მაპატიეთ …
ჩემი წამოდგომა და ეს გრძნობა მაპატიეთ …
არასდროს! არასდროს! არასდროს ვიტყვი უარს სიყვარულზე, არასდროს მივცევ უფლებას სხვის სიმხდალეს რამე შეცვალოს ჩემში …
მე ისევ მეყვარება, ისევ დავეცემი, ხვალ კი ისევ წამოვდგები ზუსტად ისე როგორც პატარაობისას, ვიტირებ, ვიღრიალებ, მუხლებს მოვიშუშებ და ისევ ვითამაშებ დაჭერობანას “…

ნინო სარაჯიშვილი

0 კომენტარი
0

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი