დავით დეფის რომანი რუსეთ-საქართველოს ომზე „ბაღები და ეშმაკთა სამკვიდრო“ ბრაზილიაში გამოიცა. ეს უკვე დეფის მესამე ნაწარმოებია, რომელიც გამომცემლობა ლუმე ედიტორმა ბრაზილიელ მკითხველს წარუდგინა. რომანის თარგმანი უმერო კარდოსოს ეკუთვნის. გამომცემელია ფრანჩესკო დოს სანტოსი. „დავით დეფის ეს რომანი ნამდვილი მანიფესტია. ის გამოსვლისთანავე შეიყვარა ჩვენმა მკითხველმა და კიდევ ბევრი შეიყვარებს მას. ამ რომანს დიდი ძალა აქვს.“- ამგვარი შეფასება აქვს ბრაზილიელ გამომცემელს.
დეფი: „დიახ, წიგნი გამოიცა თუ არა სან პაულოდან წერილით მაცნობეს, დღეს ჩვენთან, ყველა საქართველოზე ლაპარაკობდაო. ბაღებზე და ბაღებს შეჩენილ ეშმაკებზე ლაპარაკობდაო.“ ამ რომანში დოკუმენტური ნარატივი მხატვრულს უერთდება და ქართველი ასმეთაურების მონათხრობს ერთაწმინდაში მყოფი ოჯახის ბედთთან ერთად ვიგებთ და განვიცდით. წერის დროს რამოდენიმე წყაროს დავეყრდენი: საკუთარ გამოცდილებას, როცა სასწრაფოდ სოლიდარობის შტაბი დავარსეთ და რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ თბილისში მიტინგები მიმყავდა. ჩვენი ჟურნალისტების მონაცემებს და ქართული სახელმწიფოს ანგარიშს საზოგადოებისადმი. ასმეთაურთა ხასიათები და სიმამაცე, მათი საქციელი და მისწრაფებანი რომანის მთლიან ქარგას შეადგენს. საკუთარი გამოცდილება, დაკვირვება და წარმოსახვა, იარაღი გახდა ჩემ ხელში, რომელიც ჩემი პროფესიით გამოვიყენე. მწერლის ხმა ცეცხლსასროლ იარაღზე შორს გავარდება თუ ის სიმართლეს ამბობს. ვფიქრობ ასეა ჩემ შემთხვევაში.“