რუს ფოტოგრაფ სტანისლავ არისტოვს შთაგონება ერთ მშვენიერ დღეს ეწვია, როცა ცდილობდა მიეღო გადაწყვეტილება, რა აღებეჭდა ფირზე ფოტოგრაფთა მორიგ კონკურსში გასამარჯვებლად და თან ხელში ასანთის კოლოფს ათამაშებდა. სწორედ რაიმე მშვენიერის შექმნის სურვილმა მიიყვანა ფოტოგრაფი ასანთის დამწვარი ღერებიდან შესანიშნავი მინი სკულპტურების შექმნამდე. მათთან თამაშისას უეცრად დაფიქრდა, თუ როგორ სიმბოლიზდება ასანთის დამწვარი ღერი ცხოვრებასთან – დამწვარი ნაწილი წარსულია, კვამლი დარჩენილი მოგონებები, ხოლო ღერის ხელუხლებელი ბოლო – მომავალი. ცეცხლი კი თავად სიცოცხლეა.
30 წლის ფოტოგრაფი ასანთის ღერს წვის პროცესში სასურველ ფორმაზე ღუნავს და შემდეგ მაკრო-ობიექტივისა და ფლეშის გამოყენებით იღებს ასანთს, ცეცხლსა და კვამლს. მის ხელოვნებაში ფოტოშოფიც საკმაოდ დიდ როლს ასრულებს, რადგან რომ არა ის და სხვა მსგავსი “ჯადოსნური” კომპიუტერული პროგრამები, თითოეული ფოტოს გადასაღებად სტანისლავს უამრავი სპეციალური მოწყობილობა, 100%-იანი იღბალი და მთელი სატვირთო მანქანა ასანთის ღერები დასჭირდებოდა.
ნაძვის ხიდან და ეიფელის კოშკიდან ფლორა და ფაუნამდე – ეს არის სტანისლავის შემოქმედების არეალი, რომელთაც ასანთის ღერებზე დახვეული ციცქნა ხანძრებით ქმნის.
დაათვალიერეთ დიდი ხეების ციცქნა ნაკუწების ცხოვრება სტანისლავ არისტოვის ფოტოებში: