თუ როგორ გამოიყურება ჩვენი თმა, კანი, ფრჩხილები, განვიცდით თუ არა სტრესს, დილით ენერგიულად და სიცოცხლის სურვილით ვიღვიძებთ თუ უენერგიოდ და ძალდატანებით, განსაზღვრავენ ჩვენი ჰორმონები.
ასევე ჩვენი ჰორმონებია “დამნაშავე” ასაკთან ერთად გარკვეულ ნაწილებში
ცხიმების ჩალაგებაში, რომელსაც ვარჯიშით ვერ ვიშორებთ.
გაყინული წონა,
უზომო კვება,
ტკბილეულზე დამოკიდებულება,
დარღვეული მეტაბოლიზმი,
შებერილობა, შეკრულობა,
ჭარბი ოფლიანობა, ხშირად მძაფრი სუნით,
შეშუპებული თვალები და კიდურები,
გახშირებული თავის ტკივილი,
უმიზეზო გაღიზიანება,
შფოთვა, დაღლილობა, უენერგიობა.
ძილის პრობლემები,
სახსრების და/ან კუნთების ტკივილი… ჩამონათვალი დიდია.
თუ დააკვირდებით, ზემოთ მე ბოლო პერიოდში ძალზედ გავრცელებული და
ადამიანების უმრავლესობის პრობლემები ჩამოვთვალე, რომელიც დღითიდღე მზარდია.
თუ გაინტერესებთ არასწორი დიეტების გარდა, კიდევ რა იწვევს ჰორმონების დისბალანსს, გააგრძელე პოსტის კითხვა.
ქვემოთ გაგაცნობთ ისეთ საფრთხეებს, სადაც ყველაზე ნაკლებ მოელი.
ცუდი და ზედაპირული ძილი.
ცუდ განწყობას, რომელსაც იღებთ ცუდი ძილისგან, გამოწვეულია ჰორმონებით. ძილის ნაკლებობა იწვევს, სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის დონის მატებას. რაც მოჯადოებულ „დაღლილ წრეში“ გაგდებთ.
გარდა ამისა, ცუდი ძილი იწვევს გრელინის – შიმშილის ჰორმონის – გაზრდას და გაჯერების ჰორმონის, ლეპეტინის შემცირებას. შედეგად, თქვენ ჭამთ ბევრად მეტს, ვიდრე საჭიროა.
უხარისხო და ქიმიური ნივთიერებებით დამზადებული თავის მოვლის
საშუალებები.
მაგალითად, ფრჩხილის ლაქი, შეიცავს ნივთიერებას, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს ჰორმონებზე და შეიძლება გამოიწვიოს რეპროდუქციული პრობლემები და წონის მატებაც კი. გარდა ამისა, ზოგიერთი ლაქი შეიცავს
ფორმალდეჰიდს – კანცეროგენს, რომელიც იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს.
შამპუნი შეიცავს პარაბენებს. პარაბენს შეუძლია თქვენი ესტროგენის დონის რყევა. რაც იწვევს დანარჩენი ჰორმონების დისბალანსს.
ზოგიერთი მაკიაჟი და კანის მოვლის საშუალებები გარდა პარაბენებისა შეიცავავს დიდი რაოდენობით ტყვიას და სხვა ჯანმრთელობისათვის საშიშ მძიმე მეტალებს.
გაითვალისწინეთ, საქართველოში ამ მხრივ კონტროლი თითქმის არ არსებობს.
ასე რომ, შეამოწმეთ ეტიკეტები ამიერიდან და შეძლებისდაგვარად აირჩიეთ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქცია.
ხშირად, სადეზინფექციო საშუალებები შეიცავს ტრიკლოზანს. ეს არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც კლავს პრაქტიკულად ყველა, კარგ და ცუდ ბაქტერიას. გარდა ჰორმონალური დისბალანსისა, ეს ნივთიერება იწვევს
ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებას.
უხარისხო სამშენებლო მასალები და ავეჯი. გარდა მძიმე მეტალებისა,
უმეტესობა შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ხანძრის შემთხვევაში სწრაფად არ იწვება. ეს რათქმაუნდა ერთის მხრივ ძალზედ საიმედო და დადებითი თვისებაა, თუმცა დამღუპველია თქვენი ჰორმონებისთვის. ნივთიერება ასევე
მოქმედებს ორსულთა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე.
გაჯეტები და ტელეფონები.
თუ საღამოს 7 საათის შემდეგ სისტემატიურად იყენებთ მოწყობილობას ეკრანით, მელატონინის დონე ეცემა. შედეგად, ცუდად გძინავთ და – თქვენ წარმოიდგინეთ – თქვენი ენდოკრინული და ნერვული სისტემა გაუწონასწორებელი ხდება. ამიტომ, თუ გსურთ რომ თქვენი ძილი იყოს ღრმა და ხარისხიანი, საღამოს 7 საათის შემდეგ – რაც შეიძლება მოერიდეთ ყველანაირ ეკრანს.
მაგრამ უნდა ვაღიაროთ რომ, დღევანდელი ქაოტური ცხოვრების პირობებში, ზოგჯერ რთულია ამ რჩევების გათვალისწინება და ჯანმრთელობაზე სრულფასოვნად ზრუნვა.
ამიტომ სასურველია დრო და დრო დაბალანსებული იქნას ჰორმონები, რათა აღდგეს ორგანიზმში ჯანსაღი ენერგია, ჯანსაღი წონა და გაწონასწორებული ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
ეს შესაძლებელია ყველანაირი ჰორმონალური პრეპარატების გარეშე. სპეციალურად შედგენილი კვებით და ფიზიკური სავარჯიშოებით.
თუ თემა შენთვის საინტერესოა და გსურს გაიგო მეტი, როგორ იზრუნო ჯანმრთელობაზე მხოლოდ ბუნებრივი საშუალებებით, შემოგვიერთდი ჯგუფში „ჯანსაღი კვება & აიურვედა თერაპია”.
მოამზადა მანანა სულაკაძემ
გადადი გვერდზე და გაეცანი საინტერესო ინფორმაციებს ჯანსაღი კვება & აიურვედა თერაპია