fbpx

„ეს მართლა სასწაული იყო… ოთხი სიცოცხლე გადარჩინა იმ მადლიანმა კაცმა“….

ავტორი ჟოლო
19 ნახვა
0 კომენტარი
0

„ემოციითა ვარ დამუხტული…. დღეს დაახლოებით ხუთის ნახევარზე, ახალდაბასთან საშინელი ავარია მოხდა…სწრაფად მიმავალმა მანქანის მძღოლმა მოსახვევში მკვეთრად მოუხვია… მანქანა მტკვარში გადავარდა…. საშინელი სურათი იყო… მანქანაში მსხდომნი განწირულნი იყვნენ… უცებ გაჩერდა ერთი მანქანა (სავარაუდოდ ტაქსი), მძღოლი გადმოხტა თავისი მანქანიდან და დაუფიქრებლად გადაეშვა წყალში… ჩაყვინთა ჯერ მძღოლის მხარეს, მერე მეორე მხარეს… კარი არ გაიღო…. უცებ მოიფიქრა დალოცვილმა…ლუკი ჩაამტვრია, კარი რა გითხრათ, რაღაც სასწაულით გააღო… და შიგ მსხდომნი სათითაოდ გამოიყვანა ნაპირზე…. ღმერთო, ეს მართლა სასწაული იყო… ოთხი სიცოცხლე გადარჩინა იმ მადლიანმა კაცმა…. ისე დაბნეული იყო ყველა, და მეც რომ არც კი გვიკითხავს ვინ იყო, სადაური…. აკანკალებულმა გაიძრო თავისი სვიტერი… გაწურა, ასევე სველი გადაიცვა… თავის მანქანაში ჩაჯდა და წავიდა…… გული გამითბო მისმა ადამიანურმა სიკეთემ…. ღმერთო, ძლიერო, დალოცე, სადაც იქნება ის კაცი და როგორც იქნება…. გაუძლიერე და გაუმრავლე შთამომავალი…..”


მაყვალა დავითაძე

0 კომენტარი
0

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი