fbpx

„ვალი” თავისთავში ანაზღაურების აუცილებლობასაც გულისხმობს“ – ოთარ ჭილაძე

ავტორი Ann
136 ნახვა

“ხიზანის ბუნება ხომ ასეთია. ის, რა თქმა უნდა, მადლობელია, პური რომ გაუყავი, ჭერქვეშ რომ შეიფარე, ცეცხლთან ადგილი რომ გამოუნახე, მაგრამ ამავე დროს გული შურით ევსება, რადგან მას არც საკუთარი პური, არც საკუთარი ჭერი და არც საკუთარი ცეცხლი გააჩნია.

მართალია, შენ (მისი შემფარებელი) ამაში სრულებითაც არა ხარ დამნაშავე, მაგრამ მისი ფარული სიძულვილი უმთავრესად შენსკენაა მომართული, რადგან შენ გაქვს ის, რაც შეიძლება მასაც ჰქონოდა და თუკი ასეა, მაშინ ბუნებრივად იბადება მის აფორიაქებულ გონებაში ამგვარი კითხვაც: რატომ გაქვს შენ და არა მას? ისიც აღიზიანებს, ვალდებული რომაა მადლიერი იყოს შენი. მადლიერების ეს გრძნობა კი დამაკნინებელია, ის თავისთავად, ყოველგვარი განზრახვის გარეშე, მაღლა სწევს, უფრო გამოსაჩენს ხდის შენს უპირატესობას.

რაც უფრო ხელგაშლილი და ლმობიერი ხარ ხიზანის მიმართ, მით უფრო სისხლჭარბი და დაუოკებელია მისი ღვარძლი. შენი ხელგაშლილობა თრგუნავს მას და უფრო ზრდის იმ ვალის სიდიდესა და სიმძიმეს, რომლის განაღდებასაც შენ არ ელოდები, მაგრამ “ვალი” თავისთავში ანაზღაურების აუცილებლობასაც გულისხმობს.”

 

ოთარ ჭილაძე  – “გზაზე ერთი კაცი მიდიოდა

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment