წყალი ორგანიზმისთვის იგივეა, რაც ავტომობილისთვის ბენზინი. როგორც კი ორგანიზმში წყლის რაოდენობა იკლებს და კრიტიკულ ზღვარს აღწევს, მაშინვე წითელი ნათურა ინთება: ადამიანს ეწყება თავის ტკივილები, ეუფლება გულისრევისა და დაუკმაყოფილებელი წყურვილის შეგრძნება, უშრება კანი და ა.შ.
ამიტომ აუცილებელია, რომ წყალი რეგულარულად სვათ — გუშინ და გუშინწინ შესმული ლიტრები დღეს არ გეთვლებათ.
თანაც, გაითვალისწინეთ: ლაპარაკია სუფთა წყალზე და არა ყავაზე, ჩაიზე, გაზირებულ სასმელებსა თუ სხვადასხვა ხილის წვენებზე. დიახ, ეს ყველაფერი სითხეა, მაგრამ არა წყალი!
ქვემოთ ჩვენ გიკარნახებთ, რამდენი წყალი უნდა დალიოთ დღე–ღამეში, ანუ, თქვენი წონის გათვალისწინებით, რა რაოდენობის მაცოცხლებელი სითხე უნდა მიაწოდოთ საკუთარ ორგანიზმს.
მაშ ასე, სპეციალისტები გვირჩევენ, თუ თქვენ იწონით:
40 კგ–ს — გჭირდებათ 1.200 ლ წყალი (1 ლიტრი და 200 გრამი)
45 კგ — 1.400 ლ წყალი
50 კგ — 1.500 ლ წყალი
55 კგ — 1.700 ლ წყალი
60 კგ — 1.800 ლ წყალი
65 კგ — 2 ლ წყალი
70 კგ — 2.100 ლ წყალი
75 კგ — 2.300 ლ წყალი
80 კგ — 2.400 ლ წყალი
85 კგ — 2.600 ლ წყალი
90 კგ — 2.700 ლ წყალი
95 კგ — 2.900 ლ წყალი
100 კგ — 3 ლ წყალი
• დაასხით ჭიქაში ცოტა რაოდენობის წყალი. თავიდან იმდენი დალიეთ, რამდენიც დისკომფორტს არ შეგიქმნით. სჯობს რამდენიმე ყლუპი დალიოთ და სიამოვნებით, ვიდრე ბევრი და ძალით.
• წყლიანი ჭურჭელი ისეთ ადგილზე დადგით, რომ გამუდმებით თვალში გხვდებოდეთ. კარგი იქნება, თუ ლამაზ ჭურჭელს შეიძენთ. ეს სასარგებლო ჩვევების ჩამოყალიბების მოტივაციას გაგიძლიერებთ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
წყარო: http://sputnik-georgia.com/positive/