ვინ ხარ შენ: რეჟისორი თუ მაყურებელი?
ყველა ადამიანი შეგვიძლია ორ ტიპად გავყოთ:
• რეაქტიური აზროვნების ადამიანები [ფლავები];
• პროაქტიური აზროვნების ადამიანები [ყინულმჭრელები].
რეაქტიურობა – ეს არის პირადი პასუხისმგებლობის მოხსნა და სხვაზე გადაბარება. რეაქტიური ადამიანი დიდი ენთუზიაზმით უმისამართებს საკუთარ პასუხისმგებლობას – გარემოცვას, უფროსობას, ხელისუფლებას, ამინდს, მეგობრებს და სხვებს.
რამდენად ხშირად გსმენია ფრაზები: „ეჰ… ასე რომ ყოფილიყო“, „კი მაგრამ…“, „აბა მე ვინ მომცა ამის ბედი“, „აქ გამოსავალი არ არსებობს“ და ა.შ.
ეს რეაქტიური ადამიანის ლექსიკონია.
პროაქტიურობა – ეს არის შეგეძლოს მისდიო საკუთარ მიზნებსა და ფასეულობებს და მათ თანახმად აშენებდე საკუთარ ცხოვრებას. ეს არის 100% პასუხისმგებლობის აღება ყველაფერზე, რაც შენს თავს ხდება. ეს არის ცნობიერი არჩევანი, რომ ლიდერული რეაქცია გექნება მოვლენებზე. პროაქტიური ადამიანი ასე აზროვნებს: „რა შემიძლია გავაკეთო იმისათვის, რომ უკეთესობისაკენ შევცვალო ეს?“
პროაქტიური ადამიანები არ ეძებენ თავის მართლებას და გადაულახავ გარემოებებს, რათა საკუთარი წარუმატებლობა სწორედ ამ გარემოებებს ან სხვა ადამიანებს გადააბრალონ. ისინი უბრალოდ მოქმედებენ და აღწევენ შედეგებს.
პროაქტიური ადამიანები არ წუწუნებენ საკუთარ ბედზე, ახლობლებზე, გარემოებებზე, ამინდზე… რთულ სიტუაციებში მხნედ არიან განწყობილი და მზად არიან პირველებმა გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯი სირთულის მიმართულებით.
პროაქტიურობა – უნარია. ძალიან სასარგებლო უნარი, რომლის გამომუშავებაც შესაძლებელია. თუ ადრე რთულ სიტუაციებში უბრალოდ ხელებს ჩამოუშვებდი, პროაქტიური მიდგომის შემთხვევაში უამრავ გამოსავალს და შეაძლებლობას იპოვი.
მოდი პატარა ტესტი გავიაროთ და გამოვავლინოთ, თუ რომელ კატეგორიას მიეკუთვნები – პროექტიურს თუ რეაქტიურს.
იმისათვის, რომ შეაფასო შენი პროაქტიურობა, აიღე ფურცელი და კალამი და დახატე ორი ისეთი წრე, როგორსაც სლაიდზე ხედავ.
შემდეგ, თითოეულ წრეში ჩახატე თითო წრე. შიდა წრე ეს არის სფერო, რომელზეც შენ შეგიძლია გავლენის მოხდენა. მოდი მას დავარქვათ “ძალის ზონა”. ეს წრე სწორედ შენს გადაწყვეტილებებსა და არჩევანს ექვემდებარება. აი მაგალითად, ამ პოსტის წაკითხვა მთლიანად შენი გავლენის სფეროა, ესეიგი, შენი ძალის ზონაა.
ხოლო გარე წრე – ეს არის სფერო, რომელზეც შენ პრაქტიკულად არავითარი გავლენა არ გაქვს. მაგალითად, ამინდი… ლარის კურსი, პოლიტიკური ბატალიები და სხვა… მოდი მას დავარქვათ “სისუსტის ზონა”.
ახლა კი, ჩამოწერე მოქმედებები, რომელსაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ახორციელებდი… ჩამოწერე ყველაფერი, რაც გაგახსენდება… დილას გაღვიძებიდან, დაძინებამდე… მაგალითად წახვედი სამსახურში… რას აკეთებდი მთელი დღის განმავლობაში სამსახურში, ვის ელაპარაკებოდი და რაზე? ეს მოქმედება განათავსე შესაბამის ზონაში [ან შიდა წრეში ან გარე წრეში]… შემდეგ დაბრუნდი სახლში… და ა.შ.
მოკლედ, განათავსე მთელი შენი ერთ კვირიანი მოქმედებები და აქტივობები შესაბამის ზონაში და დახედე შემდეგ მას…
თუ შენი დროის უმეტეს ნაწილს სისუსტის ზონაში ატარებ, ძალის ზონა მცირდება, სისუსტის კი იზრდება. ხოლო, თუ დროის უმეტეს ნაწილს ძალის ზონაში ატარებ, ძალის ზონა იზრდება და სისუსტის მცირდება.
რა სურათი მიიღე? სად ხარ უმეტესად – სისუსტის, თუ ძალის ზონაში?
არსებობს სტიმული და არსებობს რეაქცია. რეაქტიური ადამიანისთვის ფაქტიურად არავითარი სივრცე არ არსებობს სტიმულსა და რეაქციას შორის… მოხდა რაღაც? მოყვა რეაქცია. დიახ, სწორედ ასე რეაგირებენ რეაქტიური ადამიანები, რომელი რეაქციების გამოც ხშირად ნანობენ ხოლმე.
რაც შეეხება პროაქტიურებს. პროაქტიურებს სტიმულსა და რეაქცია შორის საკმაოდ დიდი სივრცეა, რომელ სივრცესაც ცნობიერი არჩევანი ქვია.
ასევე, პროაქტიურ ადამიანებს არაფერი უფასო არ უნდათ, იმიტომ რომ კარგად აცნობიერებენ გაცემისა და მიღების უტყუარი პრინციპის ძალასა და ჭეშმარიტებას.
აი, მოდი, უცბად დაგანახებ, თუ რა სხვაობაა ფასიან და უფასო კონტენტს შორის [თანაც ყველაზე პრიმიტიულ დონეზე, ყოველგვარი მეტა ფიზიკის გარეშე].
ეს ტექნიკა, რომელიც ახლა შენ აბსოლუტურად უფასოდ წაიკითხე, ერთ დროს, საკმაოდ დიდ ჯგუფს ერთ-ერთ ტრენინგში მოგვეცა დავალებად. ამ ტრენინგში საკმაოდ სოლიდური თანხა გვქონდა გადახდილი და ყველამ მთელი გულით შევასრულეთ დავალება. შედეგებმაც არ დააყოვნა და ამ ტექნიკის დამსახურებით საკმაოდ ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში…
აი შენ კი, უბრალოდ წაიკითხე და გაატარე… და შესაბამისად, ყველაფერი ზუსტად იმ დონეზე დარჩება, როგორც ამ პოსტის წაკითხვამდე იყო.
ბოლო პერიოდია ერთი პროაქტიური იდეა მიტრიალებს თავში და შენი აზრი მაინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით.
ვაკვირდები ქართულ ბაზარს პერსონალური განვითარების ნიშაში და ვატყობ, რომ საკმაოდ მომრავლდნენ „კარაოკე ტრენერები“. ანუ ადამიანები, რომლებიც სხვა ტიტულოვანი – ამერიკელი, უკრაინელი, ევროპელი ტრენერების პროექტების პერეფრაზით არიან დაკავებული.
მე ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ საგანგაშო მომენტია, რადგანაც, როგორც ჩანს ლიდერობის დეფიციტთან გვაქვს საქმე.
არადა, ნამდვილი ტრანსფორმაციის მოხდენა მხოლოდ საავტორო ტრენინგებს შეუძლია. პერეფრაზი არ მუშაობს.
ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:
1. ყველა ტრენერი, ისევე, როგორც ადამიანი, უნიკალური და ინდივიდუალურია, უკრაინაში ან ამერიკაში შექმნილი ტრენინგი მისი ავტორის ხელშია ბომბა და სხვა იმ ემოციას ვერ გადმოსცემს. თანაც ის უკვე შექმნილია, რაღა საჭიროა კარაოკე?!
2. ტრენერი ვინაა? ბევრი რამ შეგვიძლია შევუსატყვისოთ ტრენერს, მაგრამ ალბათ რაზეც ყველა ერთხმად შევთანხმდებით, ეს არის – ლიდერი. თუ ტრენერი ლიდერია, რომელსაც ხალხი უჯერებს, მიყვება და ენდობა, მაშინ ის ვალდებულია ჰქონდეს საკუთარი – ხაზს ვუსვამ – საავტორო ტრენინგი, ალგორითმიზირებული გზა, რომლის მეშვეობითაც მოახდენს პოზიციონირებას.
ამ სიის კიდევ გაგრძელება შეიძლება, მაგრამ ვფიქრობ ეს ორი პუნქტიც საკმარისია ქვის გასახეთქად!
მე მაქვს ჩემი საავტორო ტრენინგი პერსონალური განვითარების სფეროში, სახელწოდებით „წარმატების ანბანი“. რომელიც კიდევ უფრო დავხვეწე, “დავზიპე” და დავაღვინე. აქამდე ის ონლაინ ტრენინგი იყო, ახლა კი გადავწყვიტე ვაქციო ორ დღიან ცოცხალ ტრენინგად – ასევე, გამოიცემა წიგნიც.
P.S. თუ გაქვს სურვილი, უახლოეს მომავალში დაესწრო ყველაზე ძლიერ, დინამიურ და ტრანსფორმაციულ ტრენინგს, რასაც აქამდე დასწრებიხარ და მზად ხარ ამაში გადაიხადო ფული [სამკაოდ ადეკვატური და მის ფასეულობასთან შედარებით ათჯერ იაფი], გამომეხმაურე კომენტარებში და სათანადო ინტერესის დაფიქსირების შემთხვევაში, მე, ჩემს გუნდთან ერთად მოვამზადებ დაუვიწყარ ტრენინგ-პროგრამას შოუს ელემენტებით.
დატოვე კომენტარი და გააზიარე… თუ მოგეწონა
გიორგი თვალაძე