fbpx

ზამ­თ­რის­პირ­ზე ნიუ იორ­კ­ში…

ავტორი ჟოლო
32 ნახვა

 …ამ სახ­ლის ათე­უ­ლო­ბით ფო­ტო არ­სე­ბობს, და ზოგ­ჯერ ვათ­ვა­ლი­ე­რებ ხოლ­მე. აი აქ შეშ­ლი­ლი ემე­ლი­ა­ნი ცხოვ­რობ­და. ეს იოსი­კას ფან­ჯა­რაა…

 

 

 


 

 

1.   ნიუ იორ­კი მხო­ლოდ მას შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა მარ­თ­ლა შე­იყ­ვა­რო, რო­ცა თქვე­ნი ში­ნა­გა­ნი “ოპ­ტი­კა” ისეა გან­წყო­ბი­ლი, და­ჟან­გუ­ლი ლი­თო­ნის, მი­ნი­სა და ბე­ტო­ნის გრო­ვე­ბი, ხალ­ხი და მეტ­როს უსას­რუ­ლო ხა­ზე­ბი სი­მა­ხინ­ჯედ უკ­ვე აღარ გეჩ­ვე­ნე­ბა. ქა­ლა­ქი-მონ­ს­ტ­რი ჯერ მო­გი­ში­ნა­უ­რებს, თა­ვი­სი­ა­ნად გაქ­ცევს, სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებს გა­ზი­ა­რებს, მე­რე კი, რო­ცა ამას სულ არ ელო­დე­ბი – წარ­მო­უდ­გე­ნელ სი­ლა­მა­ზეს გა­და­გიშ­ლის…

 

 

 2.   “ყინ­ვა­ღა გვაკ­ლ­და ნო­ემ­ბერ­ში! ნა­ხე, რა თოვ­ლი მო­ვი­და ბა­ფა­ლო­ში? წარ­მო­იდ­გი­ნე ასეთ ამინ­დ­ში ჯეტს-ბილ­სის თა­მა­ში… იან­ვარ­ში რა­ღას უნ­და ვე­ლო­დოთ?.. დღეს ეს სვი­ტე­რი რომ არ მცმო­და, გა­ვი­ყი­ნე­ბო­დი! სხვა­თა შო­რის, ას­პ­რო­ცენ­ტი­ა­ნი შა­ლია! გეს­მის ჩე­მი? ცო­ტა და­მაგ­ვი­ან­დე­ბა, სახ­ლ­ში მინ­და შე­ვირ­ბი­ნო, გა­მო­ვიც­ვ­ლი, ქურ­თუკს ჩა­ვიც­ვამ. ეს თუ­თი­ყუ­შე­ბი რა­ღას აკე­თე­ბენ ასეთ სი­ცი­ვე­ში? გრინ­ვუ­დის სა­საფ­ლა­ო­დან მოფ­რე­ნი­ლან. მზე­ზე თბე­ბი­ან…”

 

 

 3.   ბროდ­ვე­ი­ზე ვსე­ირ­ნობ. ცი­ვა. მზი­ა­ნი, სა­სი­ა­მოვ­ნო დღეა.

 

სუ­რა­თებს ვი­ღებ და ნაც­ნობ სო­ხუ­მელ ბერ­ძ­ნებს ვიხ­სე­ნებ:

 

ალექ­სან­დ­რი­დი

 

კა­რა­კა­სი­დი

 

გრა­მა­ტი­კო­პუ­ლო

 

ელ­ჩი­დი

 

პარ­ხა­რი­დი.

 

კი­დევ ვინ იყო? თან­და­თან მა­ვიწყ­დე­ბა…

 

 

 4.   გუ­შინ ხა­ჯიმ­ბამ ხე­ლი მო­ა­წე­რა აფხა­ზე­თის სრულ კა­პი­ტუ­ლა­ცი­ას. ეს სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ქვეყ­ნის შექ­მ­ნის კურ­ს­ზე უარს ნიშ­ნავს. სევ­და შე­მო­მაწ­ვა… გა­მახ­სენ­და ჩე­მი სახ­ლი სო­ხუმ­ში, რო­მელ­საც ამის შემ­დეგ ნამ­დ­ვი­ლად ვე­ღარ ვნა­ხავ. მა­ინც რა სახ­ლი იყო!.. ვიც­ვ­ლე­ბო­დი მე, ჩე­მი მე­ზობ­ლე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი, ვი­ღაც კვდე­ბო­და, ვი­ღაც პრეს­ტი­ჟულ ინ­ს­ტი­ტუტ­ში ეწყო­ბო­და, ვი­ღა­ცას ცი­ხე­ში სვამ­დ­ნენ. იც­ვ­ლე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი, გარ­და სახ­ლი­სა, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობ­დი. ამა­ში თა­ვად დარ­წ­მუნ­დე­ბით, თუ და­ათ­ვა­ლი­ე­რებთ ფო­ტო­ებს – რომ­ლებ­ზეც დრო წინ მი­ი­წევს (სხვა­ნა­ი­რად მოძ­რა­ო­ბა ხომ არ შე­უძ­ლია…) – შავ-თეთ­რებ­სა თუ ფე­რადს.

 

 

1949 წელს გერ­მა­ნე­ლი ტყვე­ე­ბის მი­ერ აშე­ნე­ბუ­ლი ეს სახ­ლი ქა­ლაქ­კო­მის შე­ნო­ბას­თან ერ­თად გა­მო­სა­ხუ­ლია აფხა­ზე­თის ხე­დე­ბი­ა­ნი სადღე­სას­წა­უ­ლო ღია ბა­რა­თე­ბის ლა­მის ყვე­ლა ნაკ­რებ­ზე. სტა­ლი­ნუ­რი კლა­სი­ციზ­მის ნი­მუ­შია. კა­პი­ტა­ლუ­რი შე­ნო­ბა. თით­ქოს სა­მუ­და­მო.

 

გა­მი­მარ­თ­ლა, რომ ამ სახ­ლის ათე­უ­ლო­ბით ფო­ტო არ­სე­ბობს, და ზოგ­ჯერ ვათ­ვა­ლი­ე­რებ ხოლ­მე. აი აქ შეშ­ლი­ლი ემე­ლი­ა­ნი ცხოვ­რობ­და. ეს იოსი­კას ფან­ჯა­რაა. ამ აივ­ნი­დან სულ იყუ­რე­ბო­და გო­გი ბა­ღა­თუ­რია – ტან­მო­ვარ­ჯი­შე, რო­მე­ლიც მე­რე “აეროფ­ლო­ტის” პი­ლო­ტი გახ­და. მე­სა­მე სარ­თულ­ზე ექიმ ჩა­ხა­ლაშ­ვი­ლის ოჯა­ხი ცხოვ­რობ­და, მის გვერ­დით კი – იდუ­მა­ლი გა­ბუ­ნია, რო­მე­ლიც ჩეს­ტერ­ტო­ნის პერ­სო­ნა­ჟებს ჰგავ­და. ზე­მოთ, სა­ხუ­რავ­ქ­ვეშ, ფა­სადს გვირ­გ­ვი­ნი­ვით ად­გა ნე­ო­ნის წარ­წე­რა: “გიყ­ვარ­დეთ წიგ­ნი – ცოდ­ნის წყა­რო”. მახ­სენ­დე­ბა დი­დი სხვე­ნი. მტრე­დე­ბი. სო­ხუ­მის ზე­ცა… მო­ვერ­ცხ­ლის­ფ­რო ზღვა, რო­მელ­საც თრთოლ­ვით გავ­ყუ­რებ­დი. სხვა ფან­ჯ­რი­დან თუ გა­ი­ხე­დავ­დი, მტრე­დის გამ­ხ­მარ სკო­რე­ზე გა­ივ­ლი­დი, სხვე­ნის სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს და­ი­ნა­ხავ­დი ეზოს, მხატ­ვარ არ­ქა­ნი­ას თა­ვი­სი სა­ხე­ლოს­ნოს ღია კარ­ში, ბად­მინ­ტო­ნის მო­თა­მა­შე­ებს შეს­ვე­ნე­ბის დროს, თო­კებ­ზე მოფ­რი­ა­ლე თეთ­რე­ულს, მა­ღა­ზია “მაგ­ნო­ლი­ის” თა­ნამ­შ­რომ­ლებს, ჟო­რას, ნა­ნუ­ლის… ნე­ტავ, სად არის ახ­ლა ჟო­რა? ჩვე­ნი სახ­ლი კი ძვე­ლე­ბუ­რად დგას ლე­ნი­ნის ქუ­ჩი­სა და მშვი­დო­ბის გამ­ზი­რის გა­დაკ­ვე­თა­ზე. სა­ინ­ტე­რე­სოა, წარ­წე­რა: “გიყ­ვარ­დეთ წიგ­ნი – ცოდ­ნის წყა­რო” თუ შე­მორ­ჩა იქა­უ­რო­ბას?..

 

 

 5.   ეს ნიუ იორ­კის შე­სა­ნიშ­ნა­ვი წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზია “Housing Works”-ა. ყვე­ლა წიგ­ნი, რო­მე­ლიც აქ იყი­დე­ბა, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დო­ტა­ციაა. გამ­ყიდ­ვე­ლე­ბი და პერ­სო­ნა­ლი მო­ხა­ლი­სე­ე­ბი არი­ან. წიგ­ნე­ბის გა­ყიდ­ვი­დან შე­მო­სუ­ლი მო­გე­ბა შიდ­სით და­ა­ვა­დე­ბულ­თა დახ­მა­რე­ბას ხმარ­დე­ბა…

ა). ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზია – “The Community Bookstore” ბრუკ­ლინ­ში, Court Street-ზე მდე­ბა­რე­ობს. რა თქმა უნ­და, სა­ეჭ­ვოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა…

 

 

 6.   წვი­მის ხმა­უ­რი მაღ­ვი­ძებს. ფან­ჯა­რა­ში ვი­ხე­დე­ბი. ბნე­ლა. ლა­მი­საა ცა ჩა­მო­იქ­ცეს. ერ­თი ხუმ­რო­ბა მახ­სენ­დე­ბა ფრან ლე­ი­ბო­ვი­ცის წიგ­ნი­დან “Metropolitan Life”: “მინ­და, რომ შუ­ადღი­სას, სა­მის ნა­ხე­ვარ­ზე ფრან­გი კი­ნო­ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვის ჩურ­ჩულ­მა გა­მაღ­ვი­ძოს: “თუ გინ­და, რომ მი­ას­წ­რო შვე­ცი­ა­ში ნო­ბე­ლის პრე­მი­ის გა­და­ცე­მას – ლი­ტე­რა­ტუ­რის დარ­გ­ში, მა­შინ დროა, ზა­რი და­რე­კო, რომ სას­წ­რა­ფოდ სა­უზ­მე მოგ­ვი­ტა­ნონ.” ვერ გეტყ­ვით, რო­მე­ლი ფრან­გი კი­ნო­ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი ჰყავ­და მხედ­ვე­ლო­ბა­ში ქალ­ბა­ტონ ლე­ი­ბო­ვიცს… მი­სი სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა გა­მო­ცა­ნაა. და სა­ინ­ტე­რე­სოა, რა უფ­რო სა­სი­ა­მოვ­ნოა – მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად გაღ­ვი­ძე­ბა თუ “ნო­ბე­ლის” მი­ღე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში?

 

 

 7.   ზარ­მა­ცი კვი­რადღე. გინ­კოს ფოთ­ლე­ბის ყვი­თე­ლი ხა­ლი­ჩა აფე­ნია ბრუკ­ლი­ნის პროს­პექტ პარკს. შე­მოდ­გო­მაა ნიუ იორ­კ­ში. შე­ჩერ­დი, წა­მო!..

 

 

 8.   თვი­თონ ღმერთს უბ­რ­ძა­ნე­ბია, ნიუ იორ­კ­ში დღე­ში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი უნ­და იხე­ტი­ა­ლოო. ზაფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე წყვილ ფეხ­საც­მელს ვცვეთ. შე­მოდ­გო­მა­ზე, რო­ცა ჩემს კე­დებს – “Converse” ვყრი, გან­სა­კუთ­რე­ბით სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი ვარ – “მშვი­დო­ბით, საყ­ვარ­ლე­ბო!”.

 

მებ­რა­ლე­ბა ისი­ნი, ვინც ამ ქა­ლაქ­ში მან­ქა­ნით მოძ­რა­ობს. რამ­დე­ნი ამ­ბა­ვი გა­მორ­ჩე­ბათ. აი, დღეს პრო­დუქ­ტე­ბის მა­ღა­ზი­ის რიგ­ში ყუ­რი მოვ­კა­რი სიყ­ვა­რუ­ლის, სი­ძულ­ვი­ლის, ეჭ­ვი­ა­ნო­ბი­სა და გან­შო­რე­ბის სენ­ტი­მენ­ტა­ლურ ის­ტო­რი­ას. გან­სა­კუთ­რე­ბით შემ­ძ­რა და­სას­რულ­მა: “ის? ის კი, ძუკ­ნა, საცხოვ­რებ­ლად ჰარ­ლემ­ში გა­და­ვი­და!”. იოგურ­ტის და თხი­ლის ფუ­ლი რომ გა­და­ვი­ხა­დე, ერ­თ­მა­ნეთს შეხ­ვ­და ჩე­მი და იმ გო­გო­ნას მზე­რა, რომ­ლის­გა­ნაც ვი­ღაც ჰარ­ლემ­ში გა­იქ­ცა. მან იცო­და, რომ მე ამ “ბრუკ­ლი­ნუ­რი სიყ­ვა­რუ­ლის” ყვე­ლა პე­რი­პე­ტია მო­ვის­მი­ნე, მაგ­რამ მა­ინც გა­მი­ღი­მა. მეც გა­ვუ­ღი­მე. კარ­გი გო­გო­ნა იყო…

 

 

 9.   ნი­კო­ლაი გუ­მი­ლი­ოვს ვკითხუ­ლობ. მი­სი პო­ე­ზი­ის გან­ზ­რახ ეგ­ზო­ტი­კუ­რო­ბის მი­უ­ხე­და­ვად ( “Юдифь”, “Фра Беато Анджелико”, “Путешествие в Китай”, “Воин Агамемнона”), ეს სტრი­ქო­ნე­ბი სა­ოც­რად უხ­დე­ბა გა­ყი­ნულ ნიუ იორკს:

 

 

“Я знаю, что деревьям, а не нам

Дано величье совершенной жизни:

На ласковой земле, сестре звездам,

Мы – на чужбине, а они – в отчизне…”.

 

ავტორი: ლა­დო ფოჩხუა

წყარო:24saati.ge

მსგავსი სტატიები

Leave a Comment