fbpx

„თუ გვინდა წესრიგი“, – მიხეილ ქირია ქართულ ოპერაზე უცხოეთიდან

ავტორი ჟოლო
40 ნახვა

„ვაკვირდები თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის, ოპერისა და ბალეტის სახელმწიოფო აკადემიურ თეატრში განვითარებულ მოვლენებს, მიხარია რომ პროტესტმა რომელიც ერთპიროვნულ მმართველობასთან დაკავშირებით იყო გამოხატული შედეგი გამოიღო. ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩემს მოკრძალებულ აზრს მოგახსენებთ“ – წერს სოციალურ ქსელში უცხოეთში მოღვაწე ცნობილი საოპერო მომღერალი მიხეილ ქირია და ოპერის თეატრის სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

მიშა ქირია: „საქმე იმაში გახლავთ, რომ თუ მომავალშიც იგივე მოხდება, ანუ ერთპიროვნული მმართველი დაინიშნება ან აირჩევა, იგივე შედეგს მივიღებთ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ოპერას ყავდეს ინტენდანტი, მუსიკალური დირექტორი და ქასთინგ დირექტორი, რომელთაც სწორი ხედვა ექნებათ ოპერის განვითარებასთან და მომავალთან.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოხდეს, 3-4 წლის საოპერო პროგრამის გაწერა შემდეგი გეგმის გათვალისწინებით:

1. წელიწადში მინიმუმ ერთხელ მაინც დაიდგას ბაროკოს ეპოქის ოპერა

2. დაიდგას მოცარტის, როსსინის, დონიცეტის და ა.შ. ოპერები სადაც ახალგაზრდები იქნებიან დაკავებულები, რათა მიეცეთ შესაძლებლობა მოახდინონ თავიანთი ნიჭის რეალიზება საკუთარ ქვეყანაში, ვიდრე საერთაშორისო კარიერას გაიკეთებენ

3. წელიწადში ერთხელ მაინც დაიდგას რუსული ოპერა (თითქმის მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან თეატრში ასე ხდება)

4. ყოველ წელს დაიდგას მინიმუმ ერთი მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ან თანამედროვე ოპერა (ასევე მსოფლიო პრაქტიკიდან).

3-4 წლის გეგმის გათვალისწინებით მოხდეს სრული დასის დათხოვნა და თავიდან აყვანა, რა თქმა უნდა კონკურსის გავლის შემდეგ, კონკურსის ჟიური აუცილებლად უნდა იყოს საერთაშორისო, სადაც იქნებიან დირიჟორები, მომღერლები, რეჟისორები, ქასთინა დირექტორები, მუსიკალური დირექტორები, აგენტები. აუცილებელია სოლისტების შტატში აყვანა მოხდეს 2 წლის ვადით, როგორც ეს ხდება მსოფლიოს თითქმის ყველა თეატრში, ეს შეუწყობს ხელს სოლისტების შრომისუნარიანობას, უფრო მეტად დაიხარჯებიან და კარგად აისახება თეატრის ხარისხზე, არ იქნება თეატრი საქველმოქმედო ფონდი და თეატრს არ მოუწევს იმ მომღერლების შენახვა ცხოვრების ბოლომე, რომლებიც არ მღერიან (ამას კარგი საერთაშორისო ჟიური გდაწყვეტს)

უნდა მოიწვიონ ქოუჩები, იტალური რეპერტუარისთვის, თანამედროვე ოპერისთვის, ბაროკოს მუსიკისთვის. რაც მთავარია მინიმუმ ერთი უცხოელი რეჟისორი (თანამედროვე სამყაროში მუსიკის გარდა ოპერას რეჟისურა ყიდის, რომელიც უკვე უამრავმა საერთაშორისო საოპერო ფესტივალმა დაამტკიცა) უნა იქნას მოწვეული.

misha1ქასთინგ დირექტორი აუცილებლად უცხოელი (ჩვენ ქართველებს ჯერ არ გვყავს ამ მიმართულებით წარმატებული კადრი, რომელმაც ენები იცის, ურთიერთობა შეუძლია თეატრებთან, იმ დიდ ქსელთან რასაც მსოფლიო საოპერო თეატრები ქმნიან, უნა იყოს ცნობადი საოპერო სამყაროში, როგორც საკუთარი საქმის პროფესიონალი, სასურველია რომელიმე ევროპულ თეატრს ხელმძღვანელობდეს, რადგან ევროპული თეატრების პრაქტიკაში, არსებობენ ქასთინგ დირექტორები, რომლებიც 3-4 თეატრს ერთდროულად ხელმძღვანელობენ, მაგალითად ოსლო, მიუნხენი, გლაინბორნი).

დაიდგას ბავშვებისთვის შემოკლებული კომიკური ოპერები, სადაც ახალგაზრდა მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას, როგორც ეს ხდება მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებში, (გარდა იმისა რომ ბავშვებს შეაყვარებს ოპერას, არის ასევე ფინანსურად ძალიან მომგებიანი თეატრისთვის). ამ ყველაფრის განსახორციელებლად საჭიროა კარგი ინტენდანტი, რომელიც ფინანსებს მოიზიდავს. საჭიროა კარგი მუსიკალური დირექტორი რომელიც რეპერტუარს შეარჩევს, საჭიროა კარგი ქასთინგ დირექტორი რომელიც კარგ ქასთს შეარჩევს და ასევე მოიწვევს.

აქვე პატარა ისტორიას გავიხსენებ, ლა სკალას აკადემიაში სწავლის პერიოდში რენატო ბრუზონი იდგა ლა სკალას სთეიჯ დორთან, ვკითხე მაესტრო რამე ხომ არ გჭირდებათ, რას ელოდებითქო, მიპასუხა არა გენაცვალე, საშვს ველოდები და უნდა გამოწერონო. ამით იმის თქმა მინდა, რომ კაცმა 52 წელი იმღერა მსოფიოს წამყვან თეატრებში, უდიდესი კარიერის პატრონი მოთმინებით ელოდებოდა თეატრში შესასვლელ საშვს ნახევარი საათი და არ დაცდენია “52 წელი ეს თეატრი მხრებით ვატარე და რატომ მალოდინებთო”.

თუ გვინდა წესრიგი, საჭიროა თავიდან გადამჭრელი ზომების მიღება, რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით გვექნება მსოფიო დონის თეატრი, სხვა შემთხვევაში ვინც ერთპიროვნულად დაინიშნება ან აირჩევა, იგივე ბედს გაიზიარებს რასაც მისი 2 წინამორბედი.

აქვე აღვნიშნავ მე არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია (რამდენიმე წლის განმავლობაში მაინც) თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მუშაობაზე როგორც საოპერო სოლისტად ან თუნდაც ბორდში. მხოლოდ თეატრის საკეთილდღეოდ, მხოლოდ ახალი თაობისთვის, მხოლოდ ჩვენი კულტურის გადასარჩენად.

პ.ს. მივმარათავ ოპერის არაჩვეულებრივ გუნდს, ორკესტრს, სოლისტებს და უკლებლივ ყველა თანამშრომელს, ნუ დაუშვებთ შეცდომას და ნუ აირჩევთ ან დაანიშნინებთ ერთ მმართველს, გადადით მსოფლიო პრაქტიკაზე და თეატრი გაიბრწყინებს, ერთპიროვნული მმართველობა და დიქტატურა საბჭოური გადმონაშთია. წინააღმდეგ შემთხვევაში ზუსტად 2 წელიწადში იგივე სიტუაციაში აღმოჩნდება თეატრი.

საუკეთესო სურვილებით
მიშა ქირია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment