fbpx

თუ გსურს იყო ძალიან წარმატებული…

ავტორი Ann
12 ნახვა
0 კომენტარი
1

წარმატება ყველა ადამიანისთვის სასურველი რამაა და ყველა შრომისმოყვარე ადამიანი ახერხებს ბოლოს მის მიღწევას, მაგრამ არსებობენ უბრალოდ წარმატებული ადამიანები და ძალიან წარმატებულები. რა განსხვავებაა მათ შორის?

 

საქმე ის გახლავთ, რომ წარმატებული ადამიანები მთელი კვირის განმავლობაში მუხლჩაუხრელად შრომობენ, მაგრამ კვირის ბოლოს ცდილობენ განიტვირთონ, ძალიან წარმატებული წარმატებული ადამიანები კი:

 

იღვიძებენ ადრე – მათ იციან, რომ დრო ძვირფასია და მიუხედავად იმისა სამუშაო დღეა თუ არა დილით სწორედ იმ დროს იღვიძებენ რა დროსაც დანარჩენ დღეებში.

 

კითხულობენ – კითხვა მათ საშუალებას აძლევთ იყვნენ ინფორმირებულნი საკუთარ სფეროში, ასევე გაიფართოვონ თვალსაწიერი.

 

აფასებენ განვლილ კვირას – მომავალი განვითარებისთვის აუცილებელია იცოდეთ რა იყო წარმატებული და რა წარუმატებელი გასულ კვირაში, რამ იმუშავა და რამ არა.

 

კავდებიან საინტერესო აქტივობით – წარმატებულობა სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი ჰობი უნდა დაივიწყოთ. კვირის ბოლო სწორედ საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ გაიხსენოთ რა გიყვართ და დაკავდეთ ამ საქმიანობით.

 

 არ პასუხობენ ზარებს – ნებისმიერ ადამიანს სჭირდება განტვირთვა, დღე, როდესაც არც მეილებზე უწევს პასუხის გაცემა და არც სატელეფონო ზარებისთვის პასუხის გაცემა.

 

ეკონტაქტებიან ოჯახის წევრებს – კვირის განმავლობაში წარმატებულ ადამიანებს ნაკლებად ეძლევათ შანსი ოჯახის წევრებთან საუბრის, ამისთვის სწორედ შაბათ-კვირას იყენებენ.

 

ვარჯიშობენ – ისინი ყოველთვის ცდილობენ იყვნენ ფორმაში, ამიტომ შაბათ-კვირას აუცილებლად ვარჯიშობენ.

 

ადგენენ გეგმებს – მომავალი კვირის სამოქმედო გეგმას ასეთი ადამიანები კვირის ბოლოს ადგენენ.

0 კომენტარი
1

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი