fbpx

ისტორია სამშობიაროდან: ”პალატაში ხუთნი ვიყავით”…

ავტორი ჟოლო
87 ნახვა

პალატაში ხუთნი ვიყავით. პირველი ელენე მოვიდა. ისტერიულად ყვიროდა წინასამშობიარო პალატაში, როდესაც მე სასწრაფო დახმარების მანქანით მომიყვანეს.

ექიმმა გამსინჯა და “დამამშვიდა”,  რომ მეორე დღემდე მაინც არ დამეწყებოდა მშობიარობა. მიბრძანეს დამეძინა. მაგრამ ელენეს ყვირილის ფონზე ძნელი იყო დაძინება. ვბრაზდებოდი: მეც ხომ ცუდი შეგრძნებები მეუფლებოდა. კი მაგრამ, შუაზე ჭრიან თუ რა ხდება, ნუთუ არ შეიძლება, ცოტა მოითმინოს? 
მთელი ორსულობის პერიოდში ახლობლებს ვეკითხებოდი, რთული იყო თუ არა მშობიარობა. ყველა ერთნაირ პასუხს მაძლევდა: ნაკლებად სასიამოვნოა, მაგრამ მოთმენა შეიძლება. მაგალითად, ხევსური ქალები სულ მარტოკები მშობიარობდნენ. მთავარია, თავი აიყვანო ხელში. მყვირალა ელენემ ალბათ თავი ვერ აიყვანა ხელში. ამან ისე იმოქმედა ჩემს ფსიქიკაზე, რომ ტკივილი გამიძლიერდა და ნერვებს ავყევი. 
უცებ ელენე გაჩუმდა და გაისმა ბავშვის ტირილის ხმაც. „კარგი ბიჭია“, – თქვა ბებიაქალმა. 
განყოფილებაში სიჩუმემ დაისადგურა. რა დამაძინებდა, ავღელდი, ჩემს მომავალ ტკივილებზე დავფიქრდი. დავდიოდი წინ და უკან, ადგილს ვერ ვპოულობდი. დერეფანში გავედი, მედდამ დამიყვირა: “შეწყვიტე ბოდიალი, ექიმს გააღვიძებ!” შიგნით ყველაფერი დამეძაბა და… იატაკზე დავღვარე წყალი… სულ რამდენიმე წუთში გოგო გამიჩნდა, საოცრად სწრაფად და სულ ერთი, ოღონდ უძლიერესი ტკივილის შეგრძნების შემდეგ. გენახათ, როგორ ვიყვირე იმ ერთი ტკივილის დროს, მიმიქარავს ელენე. 
პალატაში რომ გადამიყვანეს, დავინახე საწოლზე ჩამომჯდარი ელენე, რომელიც ბუნებრივად ძალზე ლამაზი იყო. შემდეგ მოიყვანეს მარინა. 
პალატაში მეოთხე ნინო შემოიყვანეს, რომელმაც გოლიათი ბავშვი გააჩინა – 5 კგ. ჩვენ ვმხიარულობდით, ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებდით, ვჭორაობდით. 
შემდეგ მოიყვანეს თათია. საკეისრო კვეთით შეეძენა ვაჟი. ნარკოზიდან გამოსვლის შემდეგ არ გვეკონტაქტებოდა. თავი ჰქონდა ჩარგული ბალიშში და არ გველაპარაკებოდა. პალატაში ექიმი პედიატრი შემოვიდა, მივიდა თათიასთან და უთხრა: “ვწუხვარ, მაგრამ ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ. ბავშვი შეიძლება ვერ გადარჩეს…“ 
თათია გამუდმებით ტიროდა. ყველაზე მძიმე იყო მისთვის წუთები, როდესაც ბავშვები
მერე სხვაგან გადაიყვანეს. გამოგვწერეს. კავშირი არ გაგვიწყვეტია. ელენე და მე საუკეთესო მეგობრები გავხდით. ბავშვები წამოიზარდნენ. 
ჩემს წლი-ნახევრის ბავშვთან ერთად პოლიკლინიკაში ექიმის მისაღებში ვიჯექი. 
– გამარჯობა! – ჩემ წინ იდგა მოვლილი, ლამაზი გოგონა, რომელსაც ხელში უსაყვარლესი ბიჭუნა ეჭირა. – ვერ მიცანი? ჩვენ ერთ პალატაში ვიწექით სამშობიაროში. 
ვერ ვიცანი, რადგან მას ხომ სულ ბალიშში ჰქონდა თავი ჩარგული. „უი!“- აღმომხდა სიხარულით. ნუთუ ეს ის კილონახევრიანი ბავშვია, რომლის გადარჩენის შანსიც არ იყო? გავიფიქრე გულში. 
– აი, როგორები ვართ, გავიზარდეთ. – ამაყად თქვა თათიამ. – თუმცა 2 თვე საავადმყოფოში ვიწექით. 
ბავშვებმა ხელი ჩასჭიდეს ერთმანეთს და გაიცინეს. ჩვენც გაგვეცინა.
ცხოვრება მართლა საოცარია, მოულოდნელი და საოცარი.

 

წყარო: mshoblebi.ge

მსგავსი სტატიები

Leave a Comment