fbpx

კაშკაშა ფერებით შექმნილი ნახატები

ავტორი ჟოლო
91 ნახვა

„მიეცი ნიჭსა გზა ფართო“-გრიგოლ ორბელიანი.

 

 

 

 

 

ბუმბერაზი მწერლის სიტყვები მაშინ გამახსენდა, როდესაც ჩემს რესპოდენტს გავესაუბრე და მისი ნაშრომები ვიხილე….

 

 

22 წლის მარიამ ღუდუშაურს ხატვის უნიკალური ნიჭი აქვს…ფერადი და კაშკაშა ფერები ერთმანეთშია გაჯერებული. პირველად, მისი ნახატი სოციალურ ქსელში ვნახე, იმდენად ნათელი და ლამაზი იყო, რომ  კომპიუტერულ პროგრამაში მეგონა დამუშავებული. მალევე მივხვდი – მხოლოდ უნიჭიერეს ადამიანებს შესწევთ იმის უნარი, რომ რეალური სილამაზე, ადამიანებს  არარეალურად აღაქმევინონ.

 

 

 

 

 

მარიამ ღუდუშაური, მხატვარი:

 

 

 

 

-5 წლიდან ვხატავ. სერიოზულად ამ საქმეს 17 წლის ასაკიდან შევუდექი. ჩემი ოჯახის წევრებიც ხელოვანები არიან: ერთი დეიდა ფერმწერია, მეორე – გრაფიკოსი, ბიძა მოქანდაკეა, მისი ნაშრომები მრავალ ეკლესიას ამშვენებს.

 

 

 

 

ყველა შენი ნახატი კაშკაშა ფერებითაა შექმნილი. რატომ, მაინდამაინც მყვირალა ფერები?

 

 

 

 

-რაც უფრო ჭრელია ნახატი, მით უფრო საინტერესო გამოდის, ყველაფრის წაკითხვა შეიძლება ნახატზე. ფერადი ნახატი ცოცხალია და ყველას თავისი ისტორია აქვს. სიჭრელის მოტივაციას აფრიკული მოტივები მაძლევენ, რაც ძალიან მიყვარს. ჩემი ნამუშევრებიდან, ყველაზე საყვარელი ნახატი, სწორედ „აფრიკელი ქალის“ პორტრეტია. იმდენად მიყვარს და ვუფრთხილდები ჩემს ნახატებს, რომ გასაჩუქებლადაც კი მენანება ხოლმე.

 

 

 

 

რამდენი დრო გჭირდება ერთი ნახატის დასასრულებლად?

 

 

 

 

-ერთ ნახატს, ერთ დღეში ვასრულებ, თუ პერიოდულად ვხატე ორი დღე დამჭირდება, გააჩნია მუზას და ზომას. ხატვის დაწყების დროს, უმეტეს შემთხვევაში, არ ვიცი რას ვხატავ და საბოლოო ჯამში რა გამოვა. სპონტანურად ვხატავ ხოლმე.

 

 

 

 

მარიამი გარდა ხატვისა, პოეტური ნიჭითაც არის დაჯილდოებული. ლექსების წერა, 12 წლის ასაკში დაიწყო, თუმცა სერიოზულად არ გაჰყოლია ამ საქმეს. შიგადაშიგ, ახლაც წერს – “როდესაც მუზა მოვა“.

 

 

 

 

შეკვეთებზე არ მუშაობ?

 

 

 

 

-ჯერჯერობით, არ მქონია შეკვეთები, ალბათ, იმიტომ, რომ საზოგადოება ჯერ არ მიცნობს, მაგრამ სიამოვნებით ვიმუშავებდი. ძალიან ბევრი მეუბნება, რომ ჩემი ნახატები „ტატუს“ ჰგავს, მაგრამ სხეულზე ხატვას “დასამუღამებლად” დიდი დრო სჭირდება.

 

 

 

 

-გამოფენაზე  არ გიფიქრია?

 

 

 

 

 -გამოფენა ძალიან  მინდა, მაგრამ ჯერჯერობით, საკმარისი ნახატები არ მაქვს. სამომავლოდ, გერმანიაში ვაპირებ წასვლას,  კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

 

 

 

 

ქართველი მხატვრებიდან ძალიან მომწონს რუსუდან ფეტვიაშვილის შემოქმედება, უცხოელებიდან კი – გუსტავ კლიმტისა და მიქელანჯელოს ნაშრომები.

 

 

 

                                      

                                                                                   

ავტორი:   იაკო ამირანაშვილი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment