რა მნიშვნელობა აქვს, რა მაცვია, მთავარია, რა მაქვს თავში.
თქვენც ასე ფიქრობთ?
რასაკვირველია, შეგვიძლია ვიკამათოთ, მაგრამ აზრი არ აქვს. მაინც ვერ გადამარწმუნებთ, რომ მოვლილი ქალი ყოველთვის მიაღწევს იმას, რასაც ვერასოდეს მიაღწევს ქალი ბამბაზიის ხალათით) ( რასაკვირველია, ხალათსაც აქვს არსებობის უფლება, და საკმაოდ სერიოზულიც, ოღონდ კონკრეტულ სივრცეში )
კონკიას ზღაპარიც კი მაშინ იქცა კეთილ ზღაპრად, როცა კეთილმა ფერიამ მურიანი გოგონა პრინცესასავით გამოაწყო. თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, მისი ახალი „ლუქი“ შექმნა )
მეტყვით, კონკიას ლამაზი სული ქონდაო. გეთანხმებით. მაგრამ თუ ადამიანი გარეგნულად საშინლად გამოიყურება, საეჭვოა, ვინმემ მისი შინაგანი სამყარო ოდესმე გაიცნოს.
ისე, რომ დამეთანხმეთ, გემოვნებით და ასე ვთქვათ, სწორად ჩაცმულ ადამიანს ბევრად მეტი შანსი აქვს მოახდინოს შთაბეჭდილება სხვა ადამიანებზე, თუნდაც, მიაღწიოს წარმატებას გასაუბრებაზე, გაიტანოს თავის პროექტი, მიიღოს კარგი შეფასება ვიდრე მას, ვინც სარკეში საერთოდ არ იყურება და არ აინტერესებს, როგორ გამოიყურება.
არის მოსაზრება, რომ გემოვნება და სტილის გრძნობა – ეს თანდაყოლილი ნიჭია. თუმცა, ნებისმიერ მოდის აკადემიასა თუ სტილის და იმიჯის სკოლაში გეტყვიან, რომ ეს ასე არ არის.
ეს არის ჩვეულებრივი უნარი, რომლის განვითარება შესაძლებელია.
სხვა საკითხია, გვინდა ეს ჩვენ თუ არა.
თითქოს და რატომ არ უნდა გვინდოდეს?
ჩემი აზრით, ამის მიზეზები სრულიად სხვადახვა სიბრტყეში დევს.
როგორც ყველა სხვა სფეროში, აქაც ადამიანები იყოფიან რამდენიმე ჯგუფად.
1. ევროპაში, ამერიკაში და ახლა უკვე რუსულენოვან სივრცეშიც ადამიანები, ვისაც აქვს კარგი სამსახური ან ბიზნესი, აქვს შემოსავალი და არ აქვს დრო, როგორც წესი, მიმართავენ პროფესიონალებს იმისათვის, რომ გამოიყურებოდნენ ლამაზად, სტატუსის შესაბამისად და ამავე დროს კომფორტულად გრძნობდნენ თავს. როცა ლამაზი ვარცხნილობის გაკეთება გვინდა, თვითონ ხომ არ ვიწყებთ პარიკმახერის ხელობის შესწავლას? ამიტომ საქმიანი ადამიანები ამჯობინებენ თვითონ კი არ შეისწავლონ სტილის კანონები და ფერთა შეხამება, ან მიმდინარე სეზონის ტრენდების გაცნობაზე კი არ დაკარგონ დრო, არამედ პროფესიონალებს მიმართონ – პერსონალურ სტილისტს ან იმიჯმეიქერს და მას მიანდონ ეს საქმე.
2.ადამიანების მეორე კატეგორიას ურჩევნია ასევე იპოვოს პროფესიონალი, მაგრამ არა იმისათვის, რომ მან მზა კომპლექტები შეუქმნას, არამედ იმისათვის, რომ გაეცნოს საკუთარი ფიგურის და ტიპაჟის თავისებურებებს, იპოვოს საკუთარი ორიგინალური სტილი და შემდეგ უკვე მოირგოს ხოლმე სწორედ ის ტანსაცმელი, რომელიც ყველაზე მეტად უხდება.
3.მესამე ტიპის ადამიანებს იმდენად უყვართ შოფინგი, რომ იქით რომ გადაუხადო ფული, მაინც არ იქნებიან თანახმა, ვინმემ მის მაგივრად იშოფინგოს)) მათ ურჩევნიათ უბრალოდ აიყვანონ კარგი ფეშენ სტილისტი, რომელიც გააკეთებს მისი გარდერობის ანალიზს, შეურჩევს ყველაზე საუკეთესო სტილს, კომპლექტებს მოთხოვნილების მიხედვით და მიიყვანს ზუსტად იქ, სადაც კლიენტის იდება – შესაფერისი ზომის, სტილის, ფასის, ფაქტურის ტანსაცმელი და აქსესუარები იყიდება. ეს საშუალებას აძლევს მას შეიძინოს არა სტიქიურად, ბევრი და უაზროდ ( როგორც ქალების უმეტესობას ემართება) და მერე გამოტენილი გარდერობის წინ იდეგს უკმაყოფილო სახით : ჩასაცმელი მაინც არაფერი მაქვსო. არამედ დაზოგოს ფული – რასაც შეიძენს ყველაფერს ქონდეს მრავალგვარი გამოყენება, დრო – რა სტილის ტანსაცმელიც უნდა დასჭირდეს ყოველთვის ექნება გარდერობში საინტერესო კომპლექტები და დაზოგოს ენერგია – იაროს არა ბევრი და უაზროდ, არამედ ბევრი და შედეგიანად;)))))
4.მეოთხე და ყველაზე გავრცელებული ) ადამიანების უდიდესი ნაწილი არასოდეს აღიარებს, რომ მას არა თუ არ აქვს თავისი სტილი, არამედ ვერც კი წარმოუდგენია, როგორი შეიძლება ის იყოს. ამავე დროს, ისინი როგორც წესი, ამტკიცებენ, რომ მოდა საერთოდ არ აინტერესებთ. და არასოდეს ფიქრობენ იმაზე, რომ იმ მაღაზიებშიც და იმ დახლებზეც, სადაც ისინი ტანსაცმელს ყიდულობენ ( შიშვლები ხომ არ დადიან) სწორედ იმ მოდური ბრენდების, ჩვენებების, ტრენდების მიხედვით შექმნილი ტანსაცმელი იყიდება, რომელთა საჭიროებასაც ისინი ასე ერთგულედ უარყოფენ.
5.და ბოლოს ყოველგვარი კატეგორიის გარეშე არიან ადამიანები, ვისაც აქვთ გემოვნება, სტილის გრძნობა, თანამედროვეობის შეგრძნება, იციან სად რა ჩაიცვან და ყოოველთვის ადექვატურად გამოიყურებიან. მათ შეუძლიათ აქეთ ასწავლონ სხვებს ბევრი რამ, თუ მოინდომებენ.
ისე, რომ მოგვწონს ჩვენ ეს თუ არა, ვაღიარებთ თუ არა, ყველა ამ კატეგორიის ადამიანის ცხოვრებაზე მოდა ახდენს სერიოზულ ზეგავლენას. ზოგზე პოზიტუირს, ზოგზე კი პირიქით )
მე დიდხანს ვმუშაობდი ადამიანების ასე ვთქვათ, შინაგან იმიჯზე.
ვისაც ოდესმე ამ სფეროსთნ ქონია შეხება იცის, რომ ყველაფერი საკუთარი თავისადმი დამოკიდებულებით იწყება.
როგორც ჩვენ ვაფასებთ საკუთარ თავს სრულიად გულწრფელად, ისე გვაფასებს მთელი ქვეყანა.
რის ღირსადაც ვთვლით საკუთარ თას, იმას ვღებულობთ.
რამდენადაც ჩვენ ვგრძნობთ საკუთარ ფასეულობას, იმდენად გრძნობენ ამას სხვებიც.
საკუთრ თავთან მუშაობა და პიროვნული ზრდა, რასაკვირველია ძალიან ეხმარება ადამიანებს შინაგანი პრობლემების მოგვარებაში.
მაგრამ ჩვენ ხომ მხოლოდ შინაგანი სამყარო არ ვართ. ყველაზე მეტად ადამიანი საკუთარ თავს საკუთარ სხეულთნ აიგივებს და ის, თუ რამდენად მოწონს მას საკუთრი თავი სარკეში, უდიდეს როლს თამაშობს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში.
ვერაფერი ახალისებს ადამიანს (განსაკუთრებით ქალს, თუმცა მამაკაცებიც არ ჩამოგვივარდებიან) ისე, როგორც საკუთრი ლამაზად, გემოვნებით ჩაცმული, მოვლილი, ეფექტური გამოსახულება სარკეში )))
ამიტომ სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანს, რომელიც შინაგანად იცვლება, აუცილებლად სჭირდება ახალი, მისი ახლებური ცნობიერების შესაფერისი „ლუქი“
და მათ, ვინც არც საკუთარ თავზე მუშაობენ, ხომ სჭირდებათ და სჭირდებათ, რომ გარეგნული ცვლილებებით მაინც დაიწყონ რაღაც ახალი ეპოქა საკუთარ ცხოვრებაში.
მოკლედ, თუ გინდათ თქვენ ცხოვრებაში რაიმე შეიცვალოს და არ იცით, რა ქნათ, დაიწყეთ საკუთრი თავით. შეიცვალეთ ვარცხნილობა, იმიჯი, გარდერობი. მაგრამ ამ ყველაფერს წინ უნდა უძღვოდეს საკუთარი სტილის პოვნა.
სტილი არის თქვენი შუქურაც და კომპასიც მოდის, ბრენდების, ტრენდების, ბუტიკების, აქსესუარების, კოსტიუმების უკიდეგანო ოკეანეში.
თუ თქვენ გაქვთ თქვენი სტილი, რომელიც ჰარმონიაშია თქვენ შინაგან სამყაროსთან, თქვენი ცხოვრების წესთან და თანამედროვეობასთან, არასოდეს დაიკარგებით.
თუ ჯერ ხელთ არ გაქვთ ეს კომპასი, წინ ორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გაქვთ:
პირველი: აღიაროთ, რომ რბილად რომ ვთქვათ, თქვენი სტილის გრძნობა და გემოვნება სასურველია გაუმჯობესდეს, ანუ არის ზრდის პოტენციალი )
დ მეორე- იზრუნოთ ამ პოტენციალის გამოყენებაზე.
ამისათვის რაიმე განსაკუთრებულის გაკეთება არ დაგჭირდებათ.
რამდენიმე სასიამოვნოდ შესასრულებელი მარტივი რჩევა, და თქვენი სტილის გრძნობა და გემოვნება ერთბაშად დაიწყებს გამოცოცხლებას;))
მანადე კი შეაფასეთ თქვენი უნარები და კითხეთ საკუთარ თავს:
ათბალიანი შკალით, რამდენზეა განვითრებული ჩემი სტილის გრძნობა?
და მეორე:
ათბალიანი შკალით, რამდენზე შევაფასებდი ჩემს გარდერობს ( არა მრავალფეროვნებით ან ფასის მიხედვით, არამედ სტილის და გემოვნების მიხედვით?
ჟურნალისტი, ტრენერი, ქოუჩი, ფეშენ-სტილისტი და იმიჯმეიქერი
ავტორი წიგნი ტრენინგისა „სამასმეერთე მილიონერი“
თამარ საგინაშვილი