fbpx

„მაპატიეთ, დამაგვიანდა“ – ტრადიციები სხვადასხვა ქვეყანაში

ავტორი Ann
81 ნახვა

ქართველებისთვის დაგვიანება უცხო ხილი არ არის, თუმცა ამის მიუხედავად ჩვენს ქვეყანაში პუნქტუალობა საკმაოდ ძვირად ფასობს. „გერმანული დროით“ საკმაოდ გავრცელებული ფრაზაა ჩვენში და ნიშნავს, რომ ვიღაც შეხვედრაზე დანიშნულ დროზე მივიდა.

 

პუნქტუალობა ქვეყნების მიხედვით განსხვავებული ცნებაა, თუ ზოგიერთ მათგანში ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტ დროს მისვლა, სხვებში დაგვიანება ნორმად ითვლება. წარმოგიდგენთ რამდენიმე ქვეყნის ტრადიციას დაგვიანებასთან დაკავშირებით:

 

სამხრეთ კორეა – ქვეყანაში პუნქტუალობა ძალიან ძვირად ფასობს, დაგვიანება უპატივცემულობად ითვლება.

 

მალაიზია – თუ მალაიზიელი გეტყვით, რომ 5 წუთში შეგხვდებათ მას ერთ საათზე ადრე არ უნდა ელოდოთ.

 

ჩინეთი – სრულიად ნორმალურად ითვლება თუ დათქმულ დროზე 10 წუთით გვიან მიხვალთ.

 

იაპონია – აქ 1 წუთით დაგვიანებაც დაგვიანებად ითვლება.

 

მექსიკა – შეხვედრაზე 30 წუთით დაგვიანება სრულიად საპატიოა.

 

გერმანია – დათქმულ შეხვედრაზე ჩვეულებრივ 10 წუთით ადრე უნდა მიხვიდეთ.

 

ნიგერია – თუ შეხვედრა 13:00 სთ-ზეა დაგეგმილი, ეს ნიშნავს იმას, რომ ის შესაძლოა დაიწყოს ნებისმიერ დროს 13:00 – 14:00 შუალედში.

 

ბრაზილია – აქ არ გევალება დათქმულ დროზე მისვლა, თუ არ გეტყვიან ფრაზას: „ინგლისური დროით“.

 

საუდის არაბეთი – აქ დრო მნიშვნელოვანი ფაქტორი არ არის და შეხვედრაზე ნახევარი საათით დაგვიანება ნორმალურია. შეხვედრისას საათზე დახედვა უტაქტობად ითვლება.

 

განა – იმ შემთხვევაშიც კი როცა შეხვედის დრო დანიშნულია ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიხვიდეთ სამუშაო საათების განმავლობაში.

 

ინდოეთი – პუნქტუალობა აქ ბევრს არაფერს ნიშნავს. დრო შეგიძლია თავად მართო.

 

მოროკო – აქ დაგვიანება დაწყებული ერთი საათიდან, დასრულებული მთელი დღის დაგვიანებით სრულიად ნორმალურია.

 

საბერძნეთი – 30 წუთით დაგვიანება ნორმალურია. პუნქტუალობა აქ უპირატესობად არ ითვლება.

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment