მარტინ ლუთერ კინგი დაიბადა 1929 წლის 15 იანვარს, ამერიკის შეერთებულ შტატებში (ატლანტა, ჯორჯია).
ჰყავდა ერთი უფროსი და, და უმცროსი ძმა. მისი მამა და ბაბუა ბაპტისტი ხუცესები იყვნენ.
მარტინ ლუთერ კინგი ცნობილია, როგორც გამოჩენილი ორატორი, ის გმობდა ყოველგვარ ძალადობას და ეწინააღმდეგებოდა რასიზმს.
მისი უმთავრესი მიზანი იყო, ქვეყენაში ყოფილიყო თანასწორობა, რაც აუცილებლად მშვიდობიანი გზით უნდა მიღწეულიყო.
შეიძლება ითქვას, რომ ის ქადაგებდა სოციალურ ცვლილებას პირდაპირი, მაგრამ, რა თქმა უნდა, არაძალადობრივი გზით.
მარტინ ლუთერ კინგმა რასისტული დისკრიმინაციის წინააღმდეგ გაწეული ღვაწლისთვის, ნობელის მშვიდობის პრემია მიიღო, რამაც მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა. ამ დროისთვის, ის 34 წლის იყო.
მარტინ ლუთერ კინგმა თავი გამოიჩინა სეგრეგირებულ სკოლაში, როგორც ნიჭიერმა მოსწავლემ. ამის შემდეგ, სამი წელი სწავლობდა თეოლოგიას კროზერის თეოლოგიურ სემინარიაში, პენსილვანიის შტატში. შემდეგ სწავლა ბოსტონში გააგრძელა, სადაც შეხვდა კორეტა სკოტს, თავის მომავალ მეუღლეს.
როცა უკვე სადოქტორო ნაშრომი დაიცვა, ოჯახთან ერთად, ალაბამას შტატში გადავიდა და გახდა ერთ-ერთი ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარი.
ეს სწორედ ის პერიოდია როცა შავკანიანების უფლებები იზღუდება… მაგალითად, შავკანიანებს ეკრძალებოდათ ავტობუსში პირველი ადგილის დაკავება.
1956 წელს დააპატიმრეს შავკანიანი ქალი სახელად როცა პარკსი, იმის გამო რომ ავტობუსში თეთრკანიან ადამიანს ადგილი არ დაუთმო.
ამ ინციდენტმა დასაბამი მისცა დაწყებულიყო მოძრაობა, რომელიც შავკანიანის უფლებებს დაიცავდა და ამ მოძრაობას სათავეში მარტინგ ლუთერ კინგი ჩაუდგა.
ის ხელმძღვანელობდა ავტობუსების წინააღმდეგ მომართულ 381 დღიან ბოიკოტს. საბოლოოდ, ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და იმავე წლის 20 დეკემბერს, სასამართლომ ეს ქალი გაამართლა და დაამტკიცა, რომ ავტობუსებში სეგრეგაცია კონსტიტუციური არ იყო.
ეს ითვლება ამ მოძრაობის პირველ გამარჯვებად. ამ ფაქტმა, მარტინ ლუთერ კინგი პოპულარულ ადამიანად აქცია და ამ მოძრაობას უამრავი ადამიანი შეუერთდა სხვადასხვა შტატებიდან. მოძრაობის სათავეში ყოფნის დროს, მას ბევრჯერ მოუხდა ციხეში ჯდომა.
მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოსვლა არის “მე მაქვს ოცნება”, რომელიც გაიმართა ვაშინგტონში 1963 წლის 28 აგვისტოს. ამ გამოსვლაში მარტინ ლუთერ კინგმა მიმართა 250 000-ს ადამიანს, რომლებიც აქციაზე იყვნენ შეკრებილები ქვეყნის სხვადასხვა შტატებიდან. ეს გამოსვლა აშშ-ს ისტორიისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა.
იქ შეკრებილი ხალხი მოითხოვდა სამუშაო ადგილებსა და უფლებების დაცვას. ეს აქცია რასისტული ჩაგვრის ფონზე გაიმართა.
იმ დროს აფრო-ამერიკელების დისკრიმინაციის კანონი მოქმედებდა. ამ ყველაფრის შესახებ მარტინ ლუთერ კინგს ნათელი ხედვა ჰქონდა.
ამ აქციამ, შეიძლება ითქვას, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და ჰქონდა იმდენად ძლიერი მუხტი, რომ რასობრივი დისკრიმინაცია საბოლოოდ დაესრულებინა.
სწორედ აქ თქვა მარტინ ლუთერ კინგმა ცნობილი სიტყვა წარმოთქვა „მე მაქვს ოცნება, რომ ყველა ადამიანი თანასწორი იყოს”.
ეს გამოსვლა, ამერიკის ისტორიაში საუკეთესოდ არის აღიარებული. ისტორიკოსები ამ დემონსტრაციას აფასებენ, როგორც ყველაზე წარმატებულ და მშვიდობიან აქციად აშშ-ს ისტორიაში. ჟურნალმა “ტაიმსმა” მარტინ ლუთერ კინგი 1963 წლის საუკეთესო მამაკაცად დაასახელა.
1968 წელს, როცა მარტინ ლუთერ კინგი ნაგვის შემგროვებელთა მხარდასაჭერ აქციაზე იმყოფებოდა წარმოთქვა ბოლო სიტყვები “მე ვდგავარ მთის წვერზე”, ასევე განაცხადა, რომ ის “აღთქმულ ქვეყანამდე” ვერ მიაღწევდა, მაგრამ მომავალი თაობა აუცილებლად ნახავდა მის და მისი თანამებრძოლების შედეგს.
მეორე დღეს, მას სასტუმროში სნაიპერმა ესროლა და 39 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1983 წელს, აშშ-ს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა ბრძანება გამოსცა რაც ითვალისწინებდა იმას, რომ ყოველი იანვრის მესამე ორშაბათი უქმე დღე იქნებოდა. გარდა ამისა, მარტინ ლუთერ კინგის სახელი შეტანილია დასავლური ეკლესიის ლიტურგიულ კალენდარში.
აშშ-ში 700-ზე მეტი ქუჩა ატარებს მის სახელს.