ერთმა კაცმა ჰკითხა სოკრატეს:
– იცი, რა მითხრა შენზე შენმა მეგობარმა?
– დაიცადე – სიტყვა გააწყვეტინა სოკრატემ – ჯერ გაცერი ის, რის თქმასაც აპირებ, სამ საცერში.
– სამ საცერში?
– სანამ რამეს იტყვი, საჭიროა სათქმელი სამჯერ გაცრა. თავიდან – სიმართლის საცერში. შენ დარწმუნებული ხარ, რომ რის თქმასაც აპირებ სიმართლეა?
– არა, მე უბრალოდ მოვისმინე.
– მაშასადამე, შენ არ იცი, არის თუ არა, ეს ამბავი მართალი. კარგი. გავცრათ მეორე საცერში – სიკეთის საცერში. შენ გინდა მითხრა, ჩემს მეგობარზე რაღაც კარგი?
– არა, პირიქით.
– მაშასადამე – აგრძელებს სოკრატე – შენ გინდა მითხრა, მასზე რაღაც ცუდი და ამ დროს, არც კი ხარ დარწმუნებული, რომ სათქმელი შეესაბამება სიმართლეს. მოდი ვცადოთ, გავცრათ მესამე საცერში – სარგებლიანობის საცერში. რამდენად აუცილებელია, რის თქმასაც აპირებ, იმის გაგება ჩემთვის?
– არა, აუცილებლობას არ წარმოადგენს.
– მაშასადამე – დაასკვნა სოკრატემ – იმაში, რის თქმასაც აპირებ, არ არის არც სიმართლე, არც სიკეთე, არც სარგებელი. მაშ, რატომ უნდა მითხრა?
წყარო: zrda.wordpress.com