140
ვერაზე წიგნების მაღაზიაში ლერმონტოვს ვყიდულობდი.
– გამარჯობა ძამიკო!- მომესალმა ზურგს უკან ვიღაც. მოვიხედე, გალაკტიონი იყო.
– გამარჯობათ,ბატონო გალაკტიონ! ლერმონტოვი გამოსულა ქართულად, უნდა ვიყიდო, თქვენც ხომ არ გნებავთ? – ვკითხე და ჯიბეზე გავიკარი ხელი.
– წამოდი ძამიკო ჩემთან! – გალაკტიონმა მკლავში ხელი გამიყარა და ვერის ბაზრის გვერდით, ლუდხანაში შემიყვანა.
იმ წიგნის საყიდელ ფულსაც და ბევრ სხვასაც წირვა რომ გამოვუყვანეთ,გალაკტიონმა ლოყაზე ხელი მომითათუნა და ღიმილით მითხრა:
– ლერმონტოვი, პუშკინი და ტოლსტოი რუსულად უნდა იკითხო, ძამიკო, გალაკტიონი კი ქართულად, მხოლოდ ქართულად…
ნოდარ დუმბაძე