fbpx

„ნუთუ ყოველთვის ასე უცნაურად იბადება სიყვარული?“

ავტორი ჟოლო
53 ნახვა
0 კომენტარი
0

რა უცნაური ღამეა თბილი და იდუმალი თითქოს ზღაპრიდან გამოპარული
ვფიქრობ შენზე და ღმერთზე.
ვინ ხარ ? აქამდე სად იყავი? ასე რატომ ააფორიაქე ჩემი მშვიდი სამყარო? იქნებ ეს ის გრძნობაა,
ბავშვობაში რომ უნდა სტუმრებოდა სულს, ან ცოტა მოგვიანებით.
რაღა ეხლა მომადგა და გაცოფებული შემომათოვა დამქანცველი ფიქრები?

ნუთუ ყოველთვის ასე უცნაურად იბადება სიყვარული? მე არც მახსოვს რას ვაკეთებდი შენამდე,
ან საერთოდ როგორ ვცხოვრობდი…შენ ხარ აქამდე რაც უნდა მეთქვა, შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი…
ღმერთო ჩემო, იქნებ ყველაზე მშვენიერი ისაა, ვერასდროს რომ ვერ გაიგო როგორ მჭირდება ….

რამაზ ხიზანიშვილი

0 კომენტარი
0

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი