როდესაც ბავშვი ძალიან პატარაა, მშობლები ცდილობენ, მის რაციონში მხოლოდ დიეტური პროდუქტი იყოს.
სუპები და ფაფები, ხორცი, რძის ნაწარმი – ყველა ამ პროდუქტს საგულდაგულო ამოწმებენ, თუშავენ, ხარშავენ… როდესაც ბავშვი იზრდება და საერთო მაგიდასთან ჯდება სადილისას, მშობლები კვების პრობლემებთან დაკავშირებით შვებას გრძნობენ და ფიქრობენ, რომ აღარ არის საჭირო, დილიდან ღამემდე გაზქურასთან დგომა, თუმცა ჩნდება კითხვა – შეიძლება თუ არა, რომ ბავშვმა ოჯახის საერთო მაგიდიდან ყველა პროდუქტი დააგემოვნოს? აღმოჩნდა, რომ არა.
გთავაზობთ პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც სულ მცირე 5 წლამდე ბავშვმა არ უნდა მიიღოს :
გაზირებული სასმელი
გაზირებული სასმელის 360 მლ-იანი ბოთლი დაახლოებით 10 ჩაის კოვს შაქარს შეიცავს, რაც პატარა ბავშვისთვის ძალიან დიდი რაოდენობაა. ამასთან, ის შეიცავს დიდი რაოდენობით კოფეინს, ეს ნივთიერება კი მცირე ასაკში იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულირებას, შესაძლებელია გამოიწვიოს ნერვული აშლილობა, ყურადღების კონცენტრირების დარღვევა, აიწიოს არტერიულმა წნევამ და ა.შ.
თხილი და ნიგოზი
თხილი და ნიგოზი ძალიან ძლიერი ალერგენებია, ამიტომ ბავშვს ძალიან ფრთხილად უნდა მივცეთ, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის რომელიმე წევრი ალერგიულია. ძალიან დიდია შანსი, ყველა მსგავსმა პროდუქტმა ბავშვებში ძლიერი ალერგია გამოიწვიოს. ამასთან, ბავშვებს უჭირთ თხილის უსაფრთხოდ ჭამა, რადგან კარგად დაღეჭვა, ხშირ შემთხვევაში, არ გამოსდით.
შებოლილი თევზი
ბოლის შემადგენლობაში შედის ძალიან მავნე ნივთიერებები, რომელიც ბავშვისთვის საზიანოა. თევზის ქარხნული წესით შებოლვისას იყენებენ თხევად ბოლს, ეს არომატიზატორი კი უამრავი საშიში ნივთიერებისგან შედგება.
ძეხვეული და კონსერვები
ეს პროდუქტი შეიცავს საჭიროზე მეტ მარილს. ძეხვეულისა და კონსერვების მიღება კალციუმის ნაკლებობას იწვევს ორგანიზმში, რაც მოზარდისთვის ძალიან მავნებელია. ამასთან, მარილიანი საკვების ხშირი მიღება ხელს უწყობს არტერიული ჰიპერტენზიისა და გასტრიტის განვითარებას.
სოკო
სოკო დიდი რაოდენობით ვიტამინსა და მიკროელემენტებს შეიცავს, თუმცა მათი გადამუშავება ძალიან ძნელია და მარგებელი მიკროელემენტების ათვისება ორგანიზმისთვის თითქმის შეუძლებელია. ამიტომ, სოკოს დიეტოლოგები ნიშნავენ წონაში კლებისთვის.
ამასთან, სოკო უამრავ საშიშ ნივთიერებასაც აგროვებს გარემოდან, აღნიშნული მიზეზების გამო კი ექიმები მშობლებს ურჩევენ, ბავშვს არ აჭამონ სოკო.
ზღვის მოლუსკები
კრევეტები, კიბორჩხალები, მიდიები ცილისა და უამრავი მიკროელემენტის წყაროა, თუმცა ბავშვთა კვებისთვის სასურველი პროდუქტები ნამდვილად არ არის. პირველ რიგში – მოლუსკები ძალიან ალერგიულია. მეორეც – ისინი ზღვის წყლიდან ბევრ საზიანო ნივთიერებას იგროვებენ. კიდევ ერთი ნაკლი – ზღვის აღნიშნული ბინადრები სხვადასხვა ინფექციის გადამტანები არიან.
ყურძენი
ყურძნის ჭამისგან თავი დედამ ჯერ კიდევ ძუძუთი კვების დროს უნდა შეიკავოს, რადგან ეს ხილი შებერვას უწყობს ხელს.ბავშვის მენიუში ყურძენი ერთ-ერთი ყველაზე საშიში პროდუქტია, რადგან მისმა მარცვლებმა, შესაძლოა სასუნთქი გზები მთლიანად გადაკეტონ.
წყარო: fortuna.ge