fbpx

ჟინვალის წყალსაცავში წყლის დონემ დაიკლო და ეკლესია გამოჩნდა

ავტორი ჟოლო
251 ნახვა

სავარაუდოდ, ჟინვალის წყალსაცავი ბევრ ისტორიულ საიდუმლოს ინახავს.


XII საუკუნეში აშენებული “ჯვარიპატიოსნის” სახელობის ტაძარი წყლის ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც 80-იან წლებში დუშეთის რაიონში ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მშენებლობა დაიწყო. ზამთრის პერიოდში, როდესაც წყალი იყინება და მისი დონე დაბლა იწევს, ეკლესიის ნანგრევები ჩნდება. ტაძარი 6 თვე წყალშია მოქცეული, 6 თვე კი წყლისგან თავისუფლდება.
ჩაძირული ტაძარი ფეოდალური პერიოდის ხუროთმოძღვრების ძეგლს წარმოადგენს. 
ჰესის პირველი აგრეგატი 1985 წელს ამუშავდა., რის შემდეგაც სოფელი ჟინვალი მთლიანად წყალსაცავის ქვეშ მოექცა.
ცნო­ბი­ლია, რომ იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც სი­ო­ნის წყალ­სა­ცა­ვია გა­და­ჭი­მუ­ლი, ის­ტო­რი­უ­ლი ჟა­ლე­თის ტე­რი­ტო­რია იყო და დასახლებული პუნ­ქ­ტე­ბი გახლდათ. სავარაუდოდ, ჟინვალის წყალსაცავი ბევრ ისტორიულ საიდუმლოს ინახავს.
ამჟამად ჟინვალის წყალსაცავში წყლის დონე მნიშვნელოვნად არის დაწეული წყლის თვეების განმავლობაში წყლის ქვეშ მოქცეული ეკლესია მთლიანად ჩანს. ის ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. სახურავი ჩამონგრევაზეა, კედლები ნახევრად ჩამოშლილია.

GzaPress

GzaPress

GzaPress

















































































































წყარო:http://www.gzapress.ge/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment