fbpx

„რამდენი მაცდური ხაფანგია ჩვენს ირგვლივ“ – ისწავლეთ ფანჯრების მიხურვა

ავტორი ჟოლო
90 ნახვა

ერთხელ, ზამთრის ცივ ღამეს, მე დავბრუნდი, ჩემს სოფლის სახლში, სეირნობიდან და აღმოვაჩინე რომ ქარს, სახლის კარ-ფანჯარა გაეღო. გასვლისას მე არ ჩამიკეტავს ისინი და ახლა, ყინულიანმა ქარმა, არივ დარია და მთელ სახლში მიმოფანტა ქაღალდები ჩემი საწერი მაგიდიდან. 

მე მაშინვე მოვხურე კარ-ფანჯარა, ავანთე ლამფის შუქი, მოვაგროვე და აკურატულად დავაწყვე ყველა ქაღალდი მაგიდაზე. შემდეგ დავანთე ცეცხლი ბუხარში და ძალიან მალე სახლში კვლავ დათბა.

ზოგჯერ, ბრბოში, ჩვენ ვგრძნობთ დაღლილობას, სიცივეს და მარტოობას. თითქოსდა ჩვენს სულში, შემოაღწია ქარის სუსხიანმა ნაკადმა და ყველაფერი არივ დარია. ასეთ დროს, ჩვენ ვგრძნობთ სიცივეს, მარტოობას და შიშს. ამიტომ, შეიძლება გაგვიჩნდეს სურვილი განვმარტოვდეთ და სული გავითბოთ. ამისთვის კი, საჭიროა მივხუროთ სულის ფანჯრები.

ჩვენი გრძნობები, ეს არის ფანჯრები გარეგან სამყაროში.

ადამიანთა უმრავლესობა არასდროს არ ხურავს ამ ფანჯრებს და აძლევს უფლებას სამყაროს ყველანაირ აზრებს, ხმებს და ფორმებს შემოიჭრან მასში და შემოიტანონ განგაში და მწუხარება.

გქონიათ შემთხვევა, როცა ტელევიზორში რაიმე საშინელებას უყურებთ და ვერ პოულობთ ძალას, საკუთარ თავში, რომ გამორთოთ? თქვენ გაწუხებთ სროლების, აფეთქებების ხმები, მაგრამ ტელევიზორს მაინც ვერ თიშავთ.

რატომ? ნუთუ თქვენ არ გინდათ მიხუროთ ფანჯრები?

იქნებ, თქვენ გეშიანიათ იმ მარტოობის, სიცარიელის, მოწყენილობის, რომელშიც აღმოჩნდებით მარტო დარჩენის შემთხევავში?

როცა ჩვენ ვუყურებთ ცუდ პროგრამას ტელევიზორში, თვითონ ჩვენ ვხდებით ეს პროგრამა. ჩვენ ის ვართ, რასაც განვიცდით და აღვიქვამთ. თუ ჩვენ გაბრაზებული ვართ, მაშინ ჩვენ ვართ სიბრაზე. თუ ჩვენ შეყვარებული ვართ, მაშინ ვართ თავად სიყვარული. როცა თოვლიან მწვერვალებს შევყურებთ, ჩვენ ვხდებით მთები.

ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ ის, ვინც გვსურს და რატომ უნდა გავუღოთ ფანჯრები ცუდ გადაცემებს, რომლებსაც სენსაციებზე და ადვილ ფულზე ნადირობის ინსტიქტებით არის შექმნილი? გადაცემებს, რომლებიც ტვინს გვირევენ და აგრესიას გვიჩენენ?

ვინ იძლევა ასეთი რამეების გადაღების და თანაც ბავშვებისთვის ჩვენების უფლებას?

ჩვენ თვითონ!

დიახ, ჩვენ თვითონ საკმაოდ გაუცნობიერებლები ვართ, ვერ ვარჩევთ ერთმანეთისგან სასარგებლო და მავნე ინფორმაციას და მზად ვართ მივიღოთ ყველაფერი, რასაც გვთავაზობენ.

ჩვენ იმდენად ზარმაცები და აპათიურები ვართ, რომ არ გვინდა თვითონ შევქმნათ საკუთარი ცხოვრება.

როცა ჩვენ ვრთავთ ტელევიზორს და ვუყურებთ, ამით, ვიღაცას ვაძლევთ უფლებას, გვმართოს, მართოს ჩვენი ცხოვრება და დაანგრიოს ის. ვკარგავთ რა, რაღაც ფორმით, ჩვენს „მე“-ს, საკუთარ ბედს ვანდობთ უცხო ადამიანებს და თანაც, უმეტეს შემთხვევაში, არაკეთისლინდისიერებს.

ჩვენ უნდა შეგვეძლოს გარჩევა, თუ რა აყენებს ზიანს ჩვენს ნერვულ სისტემას, ჩვენს გონებას და გულს და რას მოაქვს სარგებელი.

რა თქმა უნდა აქ იგულისხმება არა მარტო ტელევიზია. რამდენი მაცდური ხაფანგია ჩვენს ირგვლივ, სხვების ან თუნდაც ჩვენს მიერვე განთავსებული. რამდენჯერ ვგრძნობთ დღის განმავლობაში ამის გამო დაბნეულობას და არეულობას!

საჭიროა ძალიან დიდი სიფრთხილის გამოჩენა, რომ დაიცვა შენი ბედი და შენი სამყარო. ეს არ არის მოწოდება ჩვენს შინაგან სამყაროში შემავალი ყველა ფანჯრის დახურვისკენ. გარეგან სამყაროშიც ხომ უამრავი სასწაულია. ჩვენ შეგვიძლია გავუღოთ ფანჯრები ამ სასწაულებს და ცნობიერად დავინახოთ ისინი.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუნდაც მაშინ, როცა ზიხარ ნაკადულის გამჭვირვალე წყალთან ან უყურებ რაიმე კარგ ფილმს, თუ უსმენ სასიამოვნო მუსიკას, არ ღირს მთლიანად ჩაიკარგო წყალში, ფილმში ან თუნდაც მუსიკაში. ჯობია გააგრძელო საკუთარი თავის, საკუთარი სუნთქვის და გულისცემის შეგრძნება.

როცა ჩვენში ანათებს გაცნობიერებულობის მზე, ჩვენ შეგვიძლია თავი ავარიდოთ უამრავ ხიფათს. ნაკადული გახდება უფრო ანკარა, მუსიკა უფრო ჰარმონიული, ხოლო ფილმში ჩვენ დავინახავთ რეჟისორის სულს.

სულის და გონების ასეთი სიცხადისთვის, კარგი იქნება თუ ხშირად გავალთ ბუნებაში და ამ ფორმით, დროებით მაინც, მივხურავთ ფანჯრებს, საიდანაც ყოველდღიურობის ხმაური და ქაოსი იჭრება ჩვენს სულში. ბუნებასთან შერწყმა, მისი გამაჯანსაღებელი სიმყუდროვე, დაგვეხმარება ვიყოთ გაცნობიერებულ მდგომარეობაში და რაც უფრო დიდხანს ვიქნებით ამ მდგომარეობაში, მით უფრო გაგვიადვილებდა ყოველდღიურობასთან დაბრუნებისას, ქალაქის ქაოსსა და აურზაურშიც კი, შევინარჩუნოთ სულის სიმშვიდე და გაცნობიერებულობა.

მაგრამ, თუ ვერ ვახერხებთ ბუნებაში გასვლას, მაშინ, უნდა ვისწავლოთ ამ ფანჯრების მიხურვა, თუნდაც ყოველდღიურობის ქაოსში. იქნებ ღირს კეთილი მეგობრის მონახულება, რომელთანაც შეგვიძლია პოზიტიურ ენერგიები გავცვალოთ. ან იქნებ ჯობია პარკში გავისერნოთ და დავტკბეთ ხეებით და ვიგრძნოთ მსუბუქი ნიავის ალესრის ჩვენს თმებზე და  სახეზე.

მოკლედ, არა აქვს მნიშვნელობა, ქალაქში ვართ, სოფელში თუ სადმე უდაბნოში, მთავარია შეგვეძლოს ხანდახან ჩვენი სულის ფანჯრების მიხურვა, გარემოცვის სწორად შერჩევა და ზრუნვა გაცნობიერებულობის დონის მუდმივ ამაღლებაზე.

ისწავლეთ ხანდახან თქვენი სულის და გონების კარ-ფანჯრის მიხურვა.

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

P.S. გააზიარეთ ეს პოსტი. გავავრცელოთ სიყვარულის ენერგია.

წყარო: „Мир в каждом шаге“-Тит Нат Хан

http://mebonia.com/warmatebis-fsiqologia/mixuret-sulis-fanjara.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment