…რა საინტერესოა,
რას ეძახიან ადამიანები პოზიტიურობას?
თქვენ ხართ პოზიტიური ადამიანი?
ჯერ გაეცით ამ კითხვას პასუხი და შემდეგ გააგრძელეთ კითხვა.
გასაოცარი ის არის, რომ უმრავლესობა თავს დიდად პოზიტიურ ადამიანად მიიჩნევს და თან პარალელურ რეჟიმში არ წყვეტს სხვა ადამიანების ლანძღვას…
თუ თქვენთვის სამყარო მკაფიოდ იყოფა “ცუდ და კარგ” ადამიანებად, ეს უკვე პოზიტივისაგან საკმაოდ მოშორებული მდგომარეობაა….
გიყვარდეს ის ვინც “კარგად იქცევა” ან მოგწონს
და არ გიყვარდეს ვინც “ცუდად იქცევა ” და არ მოგწონს, ეს ჩვეულებრივი, ნორმალური, გავრცელებული ადამიანური აზროვნების ფორმაა (არაფერი განსაკუთრებული), მაგრამ….
ან, ამბიციებს უნდა მოვუკლოთ საკუთარი “დიდსულოვნების და დიდად მადლიერი, სამყაროს მოყვარული “პიროვნების თემაზე, ან…. ის მაინც გავიაზროთ, რომ ჩვენს სასურველ “პოზიტიურობასთან” ალოგიკურ მდგომარეობაში ვიმყოფებით,
ან
მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ მართლაც პოზიტიურები ვხდებით დღეიდან და თუ არ იცით ეს როგორ გავაკეთოთ – როგორ დავიოკოთ ბრაზი, ვიქონიოთ მხოლოდ კეთილი სურვილები, ვისწავლოთ პატიება – ვისწავლით მაინც
ეს შემდეგნაირად კეთდება:
დეკლარაცია:
მე (ესა და ეს), დღეიდან თავს უფლებას ვაძლევ, გავხდე პოზიტიური, რაც ნიშნავს იმას, რომ
ადამიანებზე მხოლოდ კარგი ვთქვა (და ცუდის თქმაზე ენას კბილი დავაჭირო),
მხოლოდ სიკეთე ვუსურვო ყველას, მიუხედავად იმისა თუ რას იმსახურებენ ისინი ჩემი აზრით;
ყველა ტკივილში, წაქცევაში ვეძებო და ვიპოვო არა “შეცდომა” არამედ “გაკვეთილი…
ყველაფერი დავინახო “კარგი მხრიდან”;
ვიყო მადლიერი ყველაფრის რაც მაქ:
…და მე (ესა და ეს) ამას გავაკეთებ!
ხათუნა მუზაშვილი