შეგიმჩნევიათ, რომ თქვენი სახე დილით და საღამოს სხვადასხვანაირად გამოიყურება? ეს კანის უჯრედების გამო ხდება. თითოეული ადამიანის ბიოლოგიური საათი განსხვავდება. ის განსაზღვრავს მეტაბოლურ პროცესებს ორგანიზმში. ამის შესაბამისად უნდა შეარჩიოთ კოსმეტიკური საშუალებები თქვენი კანისთვის.
როგორ უნდა იზრუნოთ სახის კანზე დღის სხვადასხვა დროს?
უპირველეს ყოვლისა, უნდა დაადგინოთ, როგორი ტიპის კანი გაქვთ. როგორც წესი, ღამით ქსოვილების განახლება აქტიურად მიმდინარეობს. ეს პროცესი დილით ნელდება. ამიტომ, არაა ეფექტური დილით კრემების და ნიღბების გაკეთება. ისინი კანის სიღრმეში მაინც ძნელად შეაღწევენ.
რა მოეწონება თქვენს კანს დილით?
ცივი ან ყინულიანი წყლით დაბანა. ცივი წყალი მოთენთილობასაც გააქრობს. კოსმეტოლოგები გვირჩევენ, რომ დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით წყალი მივიღოთ. ეს ორი მიზეზის გამოა აუცილებელი:
ჭიქა წყალი უზმოზე მონელების პროცესს გააუმჯობესებს და ორგანიზმში სითხის დეფიციტსაც აღმოფხვრის.
დილით ტენიანობის აღდგენაში დაეხმარება თქვენს კანს და ბუნებრივ იერს შეინარჩუნებს.
ასე რომ, დილა წყლით უნდა დაიწყოთ: დაიბანეთ და დალიეთ ერთი ჭიქა წყალი.
ცივი წყალი სისხლძარღვებს ავიწროვებს. დილით არ შეიძლება ცხელი შხაპის ან აბაზანის მიღება. ორთქლზე სისხლძარღვები ფართოვდება და შეიძლება კანი გაღიზიანდეს კიდეც. ასე როცაზეას განვითარების რისკები ჩნდება.
მაკიაჟის გაკეთება უმჯობესია დილის 8 საათის შემდეგ. ასეთ პერიოდში კანის მგრძნობელობა შემცირებულია და ალერგიის ალბათობაც მცირდება.
10-12 საათიდან აქტიურად იწყებენ ცხიმოვანი უჯრედები მუშაობას და შესაძლებელია დღის მეორე ნახევარში თქვენი სახე ოდნავ პრიალებდეს. განსაკუთრებით, შუბლზე ნიკაპზე და ზოგ შემთხვევაში ლოყებზეც კი. ეს დამოკიდებულია კანის ტიპზე.
შუადღისას კანი ტონუსს კარგავს და შესაძლოა დაღლილობაც დაგეტყოთ სახეზე, თუმცა შესაძლოა თავს ენერგიულად გრძნობდეთ. ეს სითხის ნაკლებობითაა გამოწვეული.
დადგენილია, რომ 3-დან 5 საათამდე ორგანიზმის ყველა ფუნქცია შესუსტებულია. უარესდება კონცენტრაცია, ყურადღება, მეხსიერება. ეს კანსაც ეხება. ასეთ დროს კრემების, ნიღბების ეფექტურობა მინიმუმამდე დადის. თუ სალონში გეგმავთ ვიზიტს, უმჯობესია 3-დან 5 საათამდე მანიკური ან პედიკური გაიკეთოთ.
5 საათიდან 8 საათამდე იზრდება ფიზიკური აქტივობის მოთხოვნილება. კუნთები და ტვინი ტონუსში მოდის, კანი იღვიძებს და რეგენერაციის პროცესიც ჩქარდება. ამ დროს სასურველია ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა, კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება და ა.შ.
9-ის ნახევრიდან შეგიძლიათ მიიღოთ აბაზანა, დაისვენოთ, წაისვათ დამატენიანებელი კრემები. 10 საათის შემდეგ ორგანიზმი დუნდება და დასვენებას საჭიროებს. სრულყოფილი ძილისთვის ორგანიზმს 7-9 საათი ესაჭიროება. არასაკმარისი ძილი ძალიან სწრაფად აისახება თქვენს გარეგნობაზე.
წყარო: oxford-med.ge