fbpx

როდესაც ბავშვი ძალიან მორცხვია…

ავტორი Ann
84 ნახვა

ბავშვების უმრავლესობისთვის ახალი ურთიერთობები პრობლემას არ წარმოადგენს, მათ ძალიან უმარტივდებათ კონტაქტში შესვლა და საერთო ენის გამოძებნა, თუმცა არსებობენ ბავშვები, რომლებისთვისაც ეს საკმაოდ დიდი სტრესია, მათ არ უყვართ ხალხმრავალ ადგილებში გამოჩენა.

 

როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი? ძალიან მნიშვნელოვანია გააანალიზოთ, რომ ეს ბავშვის განვითარების ერთ-ერთი ეტაპია, ასე ახერხებს ის კომუნიკაციას და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაამახვილოთ ამაზე ყურადღება.

 

როდესაც მშობელი უცხო საზოგადოებაში ხმამაღლა აცხადებს, რომ მისი შვილი მორცხვია, ან უჭირს ადაპტაცია ეს ძალიან დიდი შეცდომაა, რადგან ბავშვის ფსიქიკაზე ცუდად აისახება. მსგავს წარდგენას ბავშვი ძალიან მძიმედ განიცდის. გაუგეთ თქვენს შვილს და აგრძნობინეთ, რომ ამაში განსაკუთრებული არაფერია, შეამზადეთ ისეთი სიტუაციებისთვის, რომელიც იცით, რომ შესაძლოა არ მოეწონოს. წინასწარ მოამზადეთ ნიადაგი, ესაუბრეთ პოზიტიურ ფაქტორზე, რომელიც შესაძლოა ამ სიტუაციას მოჰყვეს. აჩვენეთ მას სიყვარული და მზრუნველობა და ნელ-ნელა ამ ეტაპს აუცილებლად გაადალახავს.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment