fbpx

როცა თქვენი ქალიშვილი შეყვარებულია – რჩევები დედებს

ავტორი Ann
5 ნახვა
0 კომენტარი
0

დედებისთვის, როგორც წესი, რთული ეტაპია, როდესაც აანალიზებენ, რომ მათი შვილები, განსაკუთრებით ქალიშვილები უკვე დიდები არიან და გარკვეული გრძნობა უჩნდებათ საპირისპირო სქესის მიმართ. განსაკუთრებით მძიმედ აღიქვამენ პირველ სიყვარულს, მითუმეტეს თუ ეს პატარა ასაკში მოხდა. როგორ უნდა მოიქცეს დედა, როდესაც გაიგებს, რომ მისი ქალიშვილი შეყვარებულია, რომ არ დაკარგოს შვილის ნდობა?

 

არ დასცინოთ – მიიღეთ ეს ყველაფერი სერიოზულად და გაუზიარეთ თქვენი მოსაზრებები სიყვარულის შესახებ. ნუ მოიგონეთ ისტორიებს, მოუყევით ნამდვილი ემოციები.

 

გაამხნევეთ დაკავდეს ასაკისთვის შესაფერისი საქმით – პირველი სიყვარული, როგორც წესი საკმაოდ პატარა ასაკში ეწვევათ ხოლმე. ამ დროს ბავშვი ინტელექტუალურად უნდა განვითარდეს. გაამხნევეთ, რომ არ ჩამორჩეს სწავლას, დაკავდეს სპორტით და სხვადასხვა აქტივობებით.

 

ნება მიეცით გაიცნოს – ნუ აიძულებთ შორს დაიჭიროს თავი ბიჭისგან, რომელიც მოსწონს. მან ბავშვობიდანვე უნდა ისწავლოს შეფასება.

 

ნუ გადაადგმევინებთ არასწორ ნაბიჯს – ხშირად შვილები მშობლების მკაცრი ქმედების გამო ადრეულ ასაკში დგამენ ისეთ ნაბიჯს, რომელსაც მოგვიანებით ნანობენ. ასწავლეთ, რომ დააკვირდეს, გაიგოს რამდენად ემთხვევა მათი ღირებულებები და არ იჩქაროს ახალ ეტაპზე გადასვლა.

 

ურჩიეთ გაატარონ გარკვეული დრო ერთად – გაცნობისთვის აუცილებელია მიეცეთ საუბრის საშუალება. გაისერნონ და ისაუბრონ, ამაში ცუდი არაფერია.

 

ასწავლეთ ყურადღება – ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ადამიანები ყოველთვის ისინი არ არიან, რადაც თავს გვაჩვენებენ.

 

აჩვენეთ რეალობა – მშვიდად აუხსენით, რომ შეუძლებელია პატარა ასაკში აღმოჩენილი გრძნობა სამუდამო იყოს, წლები სჭირდება ადამიანის გაცნობას და იმის მიხვედრას ნამდვილად გიყვარს თუ არა.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი