როდესაც ოქროს ან ვერცხლისგან დამზადებულ სამკაულს გაიკეთებთ, დაფიქრება გმართებთ, როგორ იმოქმედებს იგი თქვენს ორგანიზმზე.
ვერცხლი ჰიპერტონიკებისთვის მიუღებელია, ოქრო კი იმან უნდა ატაროს, ვისაც გული აწუხებს. ოქროს ძეწკვი დაგიცავთ დეპრესიისგან, მას სპეციფიკური, მატონიზებელი თვისება გააჩნია, ვერცხლის ძეწკვი კი დამამშვიდებლად იმოქმედებს.
როდესაც ოქროს ბეჭედს ვიკეთებთ, ესთეტიკას უფრო ვაქცევთ ყურადღებას და იმაზე არ ვფიქრობთ, მოუხდება თუ არა ჩვენს ორგანიზმს ესა თუ ის დეტალი.
ხელის მტევანზე 400_ზე მეტი აქტიური წერტილია, რომელიც დაკავშირებულია თირკმლებთან, ღვიძლთან და გულთან.
ექიმები არაერთხელ წასწყდომიან ასეთ შემთხვევას – საკმარისია ადამიანმა თითიდან საქორწინო ოქროს ბეჭედი მოიძროს, რომ სამუდამოდ დაემშვიდობება თავის ტკივილსა და უძილობას.
სხვადასხვა თითზე წამოცმული ბეჭედი მუდმივად ზემოქმედებს ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე. მედიკოსები ადასტურებენ, რომ არცთუ იშვიათად, უნაყოფო ქალები ბეჭედთან “დამშვიდობებისთანავე” ორსულდებოდნენ.
თუ ადამიანი სისუსტეს უჩივის, მედიკოსები მას ოქროს სამკაულების ტარებას ურჩევენ. ოქრო თავისი მატონიზებელი თვისებების გამო, მკურნალობს ბალზაკის ასაკის ქალებს და გულით დაავადებულებს, სასარგებლოა ჰიპერტონიკებისთვის, ვინაიდან წნევას დაბლა სწევს.
სამაგიეროდ, ვერცხლის ტარება მათთვის რეკომენდებული არ არის. ოქროს სამკაული უნდა ატარონ მათ, ვისაც აწუხებს კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადება, ვერცხლი კი იმათ, ვინც ხშირად ღიზიანდება და თავი სტკივა. თუ ვერცხლის სამკაული გამუქდა, ეს რომელიმე დაავადების მანიშნებელია.
ოქროსა და ვერცხლის სამკაულების ერთდროულად ტარება სასურველი არ გახლავთ, ვინაიდან ამ მეტალებს ორგანიზმზე საპირისპირო ბიოენერგეტიკული ზემოქმედების უნარი აქვთ. ამიტომ ნუ გაიკეთებთ ოქროს კბილებსა და გვირგვინებს, რომლებსაც ოქროსა და ვერცხლის შენადნობისგან ამზადებენ – ორგანიზმისთვის საზიანოა.