“იმისთის, რომ ადამიანმა დაიწყოს ფიქრი, ის უნდა შეიზღუდოს. და რაც უფრო ძლიერ შევზღუდავთ მას, მით უფრო მეტი შესაძლებლობები უჩნდება ფიქრისთვის. როცა ადამიანს უბრალოდ ვეუბნებით „მოიფიქრე რამე“, მას ვაყენებთ ჩიხში. მაგრამ საკმარისია შემოვიღოთ წესები, რომ ყველაფერი იცვლება.
აი რატომ უყვართ ადამიანებს თამაშები. მაგალითად ფეხბურთი. ერთი შეხედვით სულელური ამოცანაა: აიღე ბურთი ერთი კარიდან, წაიღე და შეაგდე მეორე კარში. რა უნდა იყოს ამაზე ადვილი?
მაგრამ ყველაფერი იცვლება, როცა ჩნდება წესები, ანუ შეზღუდვები: ხელით შეხება არ შეიძლება, გარკვეულ ხაზს იქით გადასვლა არ შეიძლება, არიან ადამიანები, რომლებიც ხელს შეგიშლიან ამის გაკეთებაში და უამრავი წესი, რომელიც თამაშს ხდის უკვე ძალიან საინტერესოს. ამ შეზღუდვების გარეშე, მას, არანაირი ინტერესი არ ექნებოდა.
აზროვნებასთანაც იგივე სიტუაციაა.
აი ამოცანა: შეგიძლიათ 4 სიტყვისგან შეადგინოთ მოთხრობა?
ერთი შეხედვით, თითქოსდა, ამ პირობით ძლიერ შევზღუდეთ ადამიანი და მოვაქციეთ ის ჩარჩოებში, მაგრამ, სინამდვილეში, სწორედ აქ იწყება შემოქმედება.
როგორც კი დავაწესეთ შეზღუდვა, მაშინვე ირთვება ფანტაზია და იქმნება შედევრი. როგორიცაა მაგალითად ჰემინგუეის 4 სიტყვიანი მოთხრობა:
„იყიდება საბავშვო ფეხსაცმელები. ჩაუცმელი.“
და მორჩა… მასში მთელი ცხოვრებაა ჩაქსოვილი.
ანდა, ავიღოთ ფრთები, რომელიც ჩიტისთვის ფრენის საშუალებაა. გარკვეულ სიტუაციებში, ის შეიძლება იქცეს სერიოზულ დაბრკოლებად.
მაგალითად, თუ მერცხალი აღმოჩნდება მიწაზე, ის დაიღუპება, რადგან ვერ შეძლებს აფრენას. მას საკმაოდ დიდი ფრთები აქვს იმისთვის, რომ მიწიდან აფრინდეს. მისთვის აუცილებელია სადმე ისეთ ადგილას მიხოხდეს, საიდანაც შეძლებს რომ ფრთები გაშალოს და დაიქნიოს. ფრთები ამ შემთხვევაში მისი შემზღვუდველია, არადა სწორედ მათი საშუალებით დაფრინავს.”
/დიმიტრი ჩერნიშევი/
სწორედ ასეთი შეზღუდვა სჭირდება ჩვენს ფანტაზიასაც, რომ „გავფრინდეთ“.
ტრენინგ-თამაშში „სუპერეფექტურობა“, პროგრამა შედგენილია იმდაგვარად, რომ მონაწილეები ექცევიან გარკვეული შეზღუდვების პირობებში, რაც აიძულებს მათ ტვინს იფიქროს. ხოლო ფიქრის პროცესი არის უმნიშვნელოვანესი წვრთნა ჩვენი გონებისთვის.
პროგრამის სათამაშო გარემო და შეჯიბრობითობის პრინციპი კი ქმნის დამატებით მოტივაციას და მონაწილეები ერთგვარი აზარტით ერთვებიან პროცეში, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს პროექტის დინამიურობას.
ეს ყველაფერი კი პროექტს აქცევს საინტერესო, სასარგებლო და თავგადასავლებით სავსე მოგზაურობად საკუთარ თავში.
თუ თქვენ გსურთ გახდეთ ამ სათავგადასავლო “მოგზაურობის” მონაწილე, მაშინ ჯერ კიდევ გაქვთ დრო ჩაერთოთ ტრენინგ-თამაშის მე-5 სეზონში.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციის გასავლელად გადადით შემდეგ გევრდზე:
http://mebonia.net/superefeqturoba
P.S. მოიწონეთ და გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს. იქნებ რომელიმე მათგანს ახლა ეს ინფორმაცია, როგორც ჰაერი ისე სჭირდება.
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია