აუბარია ესპანეთის სამხრეთში, პროვინცია ანდალუზიაში მდებარე პატარა ქალაქ მარინალედაზე. მისი წარმატების საწინდარი საერთო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია. ერთი შეხედვით მარინალედა სამხრეთის სხვა ქალაქებისგან არაფრით განსხვავდება. კამპინას ხეობაში გაშენებული და ამწვანებული გორაკებით გარშემორტყმული ძალიან ლამაზი სანახავია.
ირგვლივ ზეთისხილის პლანტაციები და ხოდაბუნებია, კარგად დაკვირვებული თვალი აღმოაჩენს, რომ აქ განსხვავებული, ანტიკაპიტალისტური სახელმწიფოს მოწყობაა. 2008 წლის ფინანსური კრიზისისას ქალაქელებმა, მერად, საკმაოდ ოდიოზური ფიგურა ხუან მანუელ სანჩეს გორდილიო აირჩიეს, რომელსაც ზედმეტ სახელად „ესპანელ რობინჰუდს” ეძახდნენ. მან თავად მისცა მაგალითი მარინალედელებს, სუპერმარკეტებიდან უფასოდ გამოჰქონდა კვების პროდუქტები და მოსახლეობას ურიგებდა.
თავად ამას შემდეგნაირად ხსნიდა: “ბევრ ოჯახს მაღაზიაში შესვლა არ შეუძლია, 21_ე საუკუნეში ეს სირცხვილია. საჭმელი არ არის ის პროდუქტი, რითაც ჯიბეები უნდა გაისქელონ სპეკულანტებმა!”
ეს რომ გერმანიაში, აშშ-ში ან ინგლისში მომხდარიყო გორდოლიო დიდი ხანია ციხეში მოხვდებოდა, მაგრამ არა ესპანეთში. აქ ის ქალაქის მერი გახდა და რეალობად აქცია სოციალისტური უტოპია.
მის ქალაქში საჭმელი და პირველადი მოხმარების საგნები არავის აკლია. გორდოლიომ გამოაცხადა, ვისაც საკუთარი სახლი უნდა, შეუძლია ეს უფასოდ გააკეთოს, ოღონს საერთო ფართი არ უნდა აღემატებოდეს 192 კვ.მ_ს, ხოლო მასალას და მუშახელს მუნიციპალიტეტი აძლევდა. ოჯახი იღებდა ერთადერთ ვალდებულებას_სიცოცხლის ბოლომდე ყოველ თვე იხდიდა 15 ევროს და სახლის გაყიდვაც არ შეეძლო.
წყარო: pup.ge