fbpx

ყველაზე მთავარი და ყველაზე მარტივი რეცეპტი წარმატების მოსაპოვებლად

ავტორი ჟოლო
13 ნახვა
0 კომენტარი
0

-რა არის ყველაზე მთავარი და ყველაზე მარტივი რეცეპტი წარმატების მოსაპოვებლად?

თამარ საგინაშვილი: ყველაზე მაღალი ვიბრაცია ამ სამყაროში სიყვარულს და მადლიერებას აქვს. მადლიერების გარეშე არანაირი წარმატება არ არსებობს. ქრისტიანობაც ამას გვასწავლის, იყავი მადლიერი, ითხოვე პატიება, აპატიე…

ჩვენ გვინდა ეს თუ არა, გვჯერა ეს თუ არა, მაინც ყოველ წუთს ვწერთ ჩვენი ცხოვრების სცენარს ჩვენი ფიქრებით. იმიტომ, რომ სამყარო ჩვენი ფიქრების და პროგრამების ანარეკლია. თუ ადამიანი გამუდმებით ნეგატივშია, წარსულშია ჩარჩენილი, თუ ვერანაირად პატიობს, თუ საკუთარი თავისა და სრულიად სამყაროს უკმაყოფილოა, რას შეიძლება ელოდეს ასეთი ადამიანი მომავლისგან? როგორ სცენარს წერს ის საკუთარი მომავლისთვის?! თავისთავად ცხადია, რომ ის ცხოვრებაშიც ისეთივე უკმაყოფილო ადამიანებს მოიზიდავს, როგორიც თავად არის, მოიზიდავს ისეთ სიტუაციებს, რომლებიც საშუალებას მისცემენ უფრო მეტად განმტკიცდეს თავის რწმენაში – რომ ცხოვრება საშინელებაა და თავად კი უიღბლოა.

გარეგანი ასახავს შინაგანს, სამყარო ასე ვთქვათ, გვირეკლავს და იმას გვაძლევს, რასაც ჩვენ გავცემთ. გავცემთ სიყვარულს? გვიბრუნებს სიყვარულს, გავცემთ კმაყოფილებას, გვაძლევს კიდევ უფრო მეტ მიზეზს კმაყოფილებისთვის.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი სტატიები