fbpx

„ყოველთა ქართველთა საყურადღებო!“ – ლევან ღვინჯილიას მიმართვა

ავტორი ჟოლო
71 ნახვა

„უდავოა, რომ „ფბ“-მა ამ ბოლო დროს ძალუმად შემოაბიჯა ჩვენს ყოველდღიურობაში. ეს სოციალური ქსელი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება;

 

ჩვენდა საბედნიეროდ, იგი იძლევა საშუალებას, ერთმანეთთან ურთიერთობისას (ქართველებმა) გამოვიყენოთ ჩვენი უნიკალური ანბანი და ე.წ. „პოსტები“ ან კომენტარები ვწეროთ ქართულად. ეს ბედნიერება, რომ წეროს მშობლიური ანბანით, 7 000 -მდე ეროვნებიდან, მხოლოდ 14-სა აქვს და მათ შორისაც ჩვენი ანბანი იმითაცაა გამორჩეული, რომ ყოველ ბგერას ცალკე ასო-ნიშანი გამოხატავს… 


მეტს აღარ გავაგრძელებ და ყველას მოგიწოდებთ: შემოუერთდით ჩვენ მიერ წამოწყებულ აქციას და მასობრივად გადმოდით ქართულ ანბანზე, თანაც ისე, რომ ნურც თქვენს უცხოელ მეგობრებთან დაკარგავთ კონტაქტს; თუ არ იცით, ეს როგორ უნდა მოახერხოთ, მოგვმართეთ და გასწავლით, ან ერთმანეთს გაუზიარეთ გამოცდილება. 


მიხარია, რომ ამ მოძრაობას უერთდებიან აშშ-ში, საფრანგეთში, საბერძნეთში, ესპანეთსა და იტალიაში, ასევე რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე-ქართველები.


იმედია, არ დამჭირდება იმის მტკიცება, თუ რა მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სოციალურ ქსელში ჩვენი ენისა და ანბანის სრულფასოვნად გამოყენების შესაძლებლობის სრულად ათვისებას.
თითოეული თქვენგანის მიერ ფბ-ში საკუთარი სახელისა და გვარის ქართულად დაწერა ისევე უმნიშვნელოვანეს აუცილებლობად მიმაჩნია, როგორც საქართველოს გერბზე ქართული ანბანით გაკეთებული წარწერა – „ძ ა ლ ა ე რ თ ო ბ ა შ ი ა “, მიუხედავდ იმისა, რომ ევროპელ და ამერიკელ ერებს უფრო გაუადვილდებოდათ მისი აღქმა, თუ დავწერდით -„DZALA ERTOBASHIA”.


ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან (გარდა საბერძნეთისა) არც ერთს, ვიმეორებ – არც ერთს არა აქვს საკუთარი ანბანი (მოგეხსენებათ, ლათინური დიდი ხნის მკვდარია, არადა, ქართულ ანბანს ის დროც ახსოვს, როცა ლათინური ცოცხალი ენა იყო!)“……

მსგავსი სტატიები

Leave a Comment