fbpx

ცხოვრება დუნდულებს შორის

ავტორი ჟოლო
74 ნახვა

ყურადღება: პოსტი შეიცავს არანორმატიულ ლექსიკას, ასე რომ მაღალი მორალის მქონე ადამიანებს, რომლებიც ვერ თოკავენ საკუთარ აღშფოთებას აღშფოთების შესახებ, ვურჩევ – ნუ დაკარგავთ დროს და აიშლით ნერვებს ამ სირობის წაკითხვაზე.

——————————————————————

წინა პოსტში [“ცხოვრება საზღვრის შიგნით”] ჩვენ ვისაუბრეთ საზღვარზე და ფრენაზე.

საზღვარი – ეს არის, როდესაც აზროვნებ პრინციპით: „ეს ხომ ისედაც ვიცი… შენ გამოსავალი მითხარი… დამანახე, მომეცი, მაჭამე, ჩამაცვი, დამახურე, დამირეკე…“ საზღვარი – ეს არის არა საყვარელი სამსახური, კრედიტები, მოკლედ – ცხოვრება ავტოპილოტზე.

ფრენა – ეს არის თავისუფლება! შეგეძლოს, თავად იყო საკუთარი ცხოვრების სტილის დიზაინერი; შეგეძლოს, აკეთო ის, რაც გიყვარს და მაგრად გეკიდოს ტვინიკოსი კრიტიკოსები.

წინა პოსტს განსაკუთრებული რეაქციები მოჰყვა… იყო შემდეგი შინაარსის კომენტარები: „ეგ ისედაც ვიცით… გვითხარით, როგორ გამოვიდეთ ამ საზღვრის გარეთ?“

ენთუზიასტები წერდნენ: „wow! მე გავაცნობიერე, რომ საზღვრის შიგნით ვარ და ძალიან მინდა აქედან თავის დაღწევა!!! რა უნდა გავაკეთო ამისთვის?“

იმისათვის, რომ ვუპასუხოთ კითხვას – „როგორ გამოვიდეთ საზღვრიდან?“, საჭიროა თავიდან გავიგოთ, რატომაა საზღვრის შიგნით ცხოვრება ასე ადვილი და გამოსვლა ძალიან რთული.

თუ შეძლებ ამის გაკეთებას – შეძლებ პასუხის აღმოჩენას, რაც იმავდროულად, საზღვრის შლაგბაუმის გასაღებიც იქნება.

ახლა კი მოდი, შევუდგეთ საქმეს…

თუ აღიარებ, რომ ტრაკში ხარ, ისიც უნდა აღიარო – თუ ვინ ხარ ამ შემთხვევაში?

ცხოვრების რა დროს ხარჯავ სამსახურზე?

თუ ამ დროს დავუმატებთ იმ დროსაც, რასაც სამსახურში წასვლასა და უკან დაბრუნებაზე ხარჯავ, რამდენი გამოვა ჯამში?

თუ ამ ყველაფერს დავუმატებთ იმ დროს, რომელსაც მომზადებაზე ხარჯავ [დაბანა, გაპარსვა, დაუთოება, ნივთების მოგროვება…] ჯამში რამდენი გამოვა?

დათვალე – ეს მნიშვნელოვანია!

მოგწონს ამ ყველაფერზე ამდენი დროის ხარჯვა?

გამოდის, რომ სამსახური შენი ცხოვრების ორცხობილას საკმაოდ დიდ ნაწილს აკბეჩს. მეთანხმები?

კარგი… მაშინ მოდი, გავაგრძელოთ.

#ტრაკში_შესახლებულთა_არმია

საზღვრის შიგნით სამსახურს საკვანძო დატვირთვა აქვს. სამსახური და ინსტიტუტი საზღვრის ძირითადი ელემენტი და შემადგენელი ნაწილია.

გახსოვს გუშინდელი პოსტი? „…დაამთავრა ინსტიტუტი, წავიდა სამსახურში. იმუშავა. იმუშავა. იმუშავა. იმუშავა. იმუშავა. იმუშავა. იმუშავა. გავიდა პენსიაში…“

ამის შემდეგ რა გასაკვირია, რომ ჩვეულებრივი ადამიანი თავის ცხოვრებას ორ ნაწილად ყოფს: „მუშაობა“ და „არ მუშაობა“.

ის იღებს ნაჯახს, დებს შეშის ნაჭერს და ბაც… აპობს შუაზე – აი, ეს არის „მუშაობა“, ეს კი „არ მუშაობა“.

ამ შემთხვევაში, სამსახური აღიქმება, როგორც რაღაც გარდაუვალი, საზიზღრობა, აუცილებელი. როგორც რაღაც, რაც გპარავს ნამდვილ ცხოვრებას.

ანუ რა გამოდის?..

“მუშაობა” = “ცუდი ცხოვრება”.
“არ მუშაობა” = “კარგი ცხოვრება”.

– სამსახური კი არა საგიჟეთი მაქვს ნამდვილი! მუდმივ სტრესში ვარ!
– და სად მუშაობ? რას აკეთებ?
– ოფის-მენეჯერი ვარ. ჩემი ამოცანაა, ყველაფერი იდეალურად იყოს ოფისში… ფაქტიურად, ყველა ჩემს თავზე გადის. გამოწურული ლიმონივით ვბრუნდები სახლში. არაფრის თავი და ხალისი აღარ მაქვს. მადაც კი დავკარგე. სადაც დავჯდები, იქ მეძინება. დილას კი ყველაფერი ახლიდან იწყება.

თუ დავფიქრდებით, დავინახავთ, რომ „არ მუშაობაც“ არ უდრის „კარგ ცხოვრებას“. ძილი, ჭამა, ყოფითი საქმეები [გარეცხვა, გაწმენდა, მომზადება, დაუთოება], ტექნიკური დრო [წასასვლელად მომზადება, გზა სახლიდან სამსახურამდე, სამსახურიდან სახლამდე…] ეს კარგი ცხოვრებაა? როგორც წესი, ესენიც იცხრილება კარგი ცხოვრებიდან.

ნამდვილი „კარგი ცხოვრება“ – ეს არის თავისუფალი დრო. დრო, რომელსაც თავად განკარგავ. ყველაზე პირადული და ძვირადღირებული.

ანუ, ჩვენი არსებობა ორ დუნდულას ჰგავს: „მუშაობა“ და „ტექნიკური დრო“ [წასასვლელად მომზადება, გზა სახლიდან სამსახურამდე, სამსახურიდან სახლამდე…] მათ შორის კი მოქცეულია ის, რასაც ცხოვრებას ვეძახით, ანუ თავისუფალი დრო, რაც მხოლოდ ჩვენი და ყველაზე სათუთია… და რაც წარმოუდგენლად ცოტაა! აი, ეს და ასეთია ცხოვრება დუნდულებს შორის.

დღეს უკვე დუნდულებს შორის ცხოვრების ძალიან ლამაზად შეფუთვა ისწავლეს: „სტაბილურობა“, „დაზღვევა“, „სოციალური გარანტიები“, „კარიერული ზრდა“, „მარტივი სესხი“, „იაფი ფული“, „ახალგაზრდა და ენერგიული კოლექტივი“, „დინამიურად განვითარებადი კომპანია“… ანუ ხავერდოვანი, იგივე – „ზამშის ცხოვრება“.

მოდი, გულახდილები ვიყოთ ერთმანეთის წინაშე. დუნდულები, რომლებსაც შენ ამ პოსტის სლაიდზე ხედავ, მართლაც ლამაზი და მიმზიდველია. ამ დუნდულებს დიდი სიამოვნების მინიჭება შეუძლია მისი მფლობელისთვის.

მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – ეს ტრაკია.

გინდა ტრაკში ცხოვრება გრძელვადიან პერსპექტივაში?

აბა, რა გამოდის? 90%-ის განმავლობაში ვშრომობთ იმისთვის, რომ საკუთარი თავი დარჩენილი 10%-ით უზრუნველვყოთ?

სასაცილოა ხომ? ალბათ! სატირალი რომ არ იყოს!

დროის 90%-ის განმავლობაში ჩვენ არ ვცხოვრობთ! ველოდებით, როდის დამთავრდება „ეს“ [როდის დამთავრდება სამუშაო დღე? როდის მოვა მარშუტკა? როდის მივა ეს დედა აფეთქებული მარშუტკა სახლამდე? როდის გავა ეს დედა აფეთქებული რიგი სუპერმარკეტში? როდის შეიწვება ეს დედა აფეთქებული კარტოფილი?…], რათა შემდეგ წავიცხოვროთ დარჩენილი 10%-ით.

90% „ცუდი ცხოვრება“ – 10% „კარგი ცხოვრებისთვის“… ნუ ისიც საკითხავია უმრავლესობისთვის ეს 10% რა არის?!

ეს ყველაფერი უცნაურად არ გეჩვენება? და მარტო ჩემი ბილწსიტყვაობა გაკვირვებს?

და შეგიძლია, მითხრა – ეს სურეალური რეალობა ვისი ბრალია?

#წმინდა_10%

ახლა კი დარტყმა მზის წნულში, სახელწოდებით „ჩაკ ნორისის დედის მტყვნელი ჰუკი“.

სუსტი გულის მადონებს ჯერ კიდევ აქვთ დრო, შეწყვიტონ ეს მარაზმი და რომელიმე სხვა არხზე გააგრძელონ თავიანთი წმინდა 10%-ის ხარჯვა. ახლა აქ მაგრად ატალახდება.

სამი მამაკაცი ზის ღრმა ორმოში, რომელიც ყელამდე მძღნერითაა სავსე. ერთ-ერთს ყელში ამოუვა მძღნერი და თავის დაღწევას გადაწყვეტს. ორმოდან ამოსვლას, ბუნებრივია, მოძრაობა მოყვება, რაც იმის ტალღებს გააჩენს, რისი წაკითხვაც უკვე ძალიან გიშლის ნერვებს…

ამაზე ერთ-ერთი ორმოს ბინადარი ეტყვის:

– რას შვრები, ძმაო, დამშვიდდი, ვერ ხედავ ტალღები რომ სახეში გხვდება?

დიახაც… აბსოლუტური უმრავლესობა, ამ დარჩენილ 10%-საც კლავს.

მოდი, ვნახოთ, რითი ხდება „პრაბელის“ შევსება?

ტელეფონი, ფეისბუქი, ინტერნეტი, ფილმები, ლუდი მეგობრებთან, ფეხბურთი, ჭორაობა, სერიალები, შოუები, პოლიტიკური დებატები, მსოფლიო ამბები…

უფრო პრადვინუტებში – ბილიარდი, ბოულინგი, ბარი, რესტორანი, ღამის კლუბი, კოქტეილი, ჭორაობა ფორევერ.

წელიწადში ერთხელ ამ 10%-ის შევსება ხდება შვებულების ხარჯზე, ანუ ბევრი ჭამა და სექსი… თუ სექსი არ გამოდის, მარჯვენა ხელი და მისი ჯანი.

აი, ამისთვის მზად ხარ, იშრომო შენი დროის 90%-ის განმავლობაში? მზად ხარ, მოკლა შენი ცხოვრების 90%? დამარხო შენი ძალების 90%?

მზად ხარ, იმ ბანძი ლუდის გულისთვის, რომელიც ღიპს გადებს და ერექციაზეც უარყოფითად მოქმედებს, იპახაო და ჩარეცხო შენი ცხოვრების 90%?

მზად ხარ, რომელიღაც ბანძ ღამის კლუბში წასვლისთვის, სადაც ოფლის წვიმა დაფრინავს, მთელი ტანსაცმელი აყროლებული სიგარეტით გეჟღინთება, დილას კი თავი გისკდება, ჩარეცხო შენი ცხოვრების 90%?

#ავტოპილოტი

ნორმალური ადამიანი, რომ არ გადაიღალოს, ამ 90%-ს ავტოპილოტზე ხარჯავს. რატომ? იმიტომ რომ ამ 90%-ის კონცენტრირებულად ცხოვრება – ამაზრზენია.

თუ სამსახური უინტერესოა, კარტოფილის შეწვა – მოსაწყენი, მარშუტკით ჯაყჯაყი კი – ამაზრზენი… მაშინ რა საჭიროა ამაზე ფიქრი და განცდა? გაიღვიძა დილას, ჩართო ავტოპილოტი და წავიდააა…

მართალია, როდესაც დგება საღამო, ავტოპილოტი მაინც ჩართული რჩება, იმიტომ რომ რთულია დარჩენილი 10% იმაზე ფიქრზე დახარჯო, თუ რა ბანძი ცხოვრებით ცხოვრობ. ეს მტკივნეულია. გაცილებით ადვილია, როდესაც 10%-ის დრო დგება, ჩართო ტელევიზორი ან ინტერნეტი და… არ იფიქრო. აკეთო, რაც გინდა, ოღონდ არ იფიქრო.

და შემდეგ, ავტოპილოტი ხდება ტოტალური. მუდმივი.

ანუ – ცხოვრება საზღვრის შიგნით და დუნდულებს შორის – “ოლ ინქლუზივ”.

#მონობის_ძაბრი

ავტოპილოტი არახალია… 99% ამ ტექსტსაც ავტოპილოტზე კითხულობს და ფიქრობს, რომ ეს ტექსტი მას საერთოდ არ ეხება… ან ირიბად ეხება 🙂

არადა ადამიანი თავისუფალი იბადება. ბავშვს ყველა და ყველაფერი მაგრად კიდია და ყოველთვის ზუსტად იცის, რა უნდა.

აღზრდის შედეგად, მას ატყობინებენ, რა შეუძლია და რა არა, რა უნდა გააკეთოს და რა არა. როდესაც ბავშვი იზრდება, მიდის სამსახურში, ანუ ხვდება „ცხოვრებაში დუნდულებს შორის“. შრომობს, იღლება და ცდილობს, იცხოვროს დარჩენილი 10%. მას მალე ბეზრდება მსგავსი პახაობა და რთავს ავტოპილოტს…

აქედან ვიღებთ თავისუფლების სამ დონეს. თითოეული ადამიანი, ამ სამიდან, რომელიღაც საფეხურზე დგას: „თავისუფლება“. „ცხოვრება დუნდულებს შორის“. „ტოტალური ავტოპილოტი“.

საზოგადოება ცდილობს, რაც შეიძლება დაბალ საფეხურზე ჩააგდოს ადამიანი თავისუფლებისგან.

სოციუმის ნორმა – ავტოპილოტია.

სამწუხაროდ, 100-დან 99 შემთხვევაში სოციუმი იმარჯვებს და ტეხავს ადამიანს, ანუ აგდებს ავტოპილოტის საფეხურზე.

კარგი ამბავი იმაშია, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამ საფეხურებზე გადაადგილება და მოძრაობა თავისუფლებისკენ.

არასოდესაა გვიანი, გამორთო ავტოპილოტი და გააცნობიერო ის, რაც შენ გარშემო ხდება, შემდეგ კი გამოძვრე მხუთვარე დუნდულებიდან სვაბოდაზე.

#და_მერე?

გამოყავი თავი ტრაკიდან. იქ სიბნელე და ცუდი სუნია.

გახსოვს, როგორ დავიწყე ეს პოსტი? შეკითხვით: „მე გავაცნობიერე, რომ საზღვრის შიგნით ვარ და ძალიან მინდა აქედან თავის დაღწევა!!! რა უნდა გავაკეთო ამისთვის?“

პრინციპში, პასუხი უკვე გაქვს ამ კითხვაზე.

პირველ რიგში, დაიბრუნე შენი 10%.

ეს ის მინიმუმია, რომელიც უპირველეს ყოვლისა უნდა გააკეთო. შემდეგ გააფართოვე და მოიპოვე გაცილებით დიდი სივრცე საკუთარი დროის რეზერვუარიდან. დაიწყე მხოლოდ იმ საქმეების კეთება, რომლებიც გიყვარს. დაემშვიდობე საძულველ სამსახურს,

მაგრამ თავიდან დაიბრუნე შენი 10%.

მოეშვი დროის უაზროდ ფლანგვას. თავიდან თუნდაც შენი კუთვნილი 10%-ის დროს მაინც გამორთე ავტოპილოტი. დაიბრუნე ძვირფასი 10%, რომლის გამოც 90%-ს ხარჯავ. აქციე დროის ეს პატარა სივრცე [რომელსაც დუნდულებს შორის ატარებდი] ნამდვილ ცხოვრებად. ცნობიერ, გააზრებულ, ფასეულ ცხოვრებად! ცხოვრებად, რომელიც პირადად შენ გინდა! მე მესმის, რომ შენ გაქვს საქმეები… რომ უნდა გააკეთო „ეს“, უნდა გააკეთო „ის“, უნდა მიხვიდე „იქ“, შეხვდე „ამას“, დაურეკო „იმას“… მაგრამ თუ ნამდვილად განიზრახე საზღვრიდან და ტრაკიდან გამოსვლა – დაიბრუნე შენი კუთვნილი ათი პროცენტი.

#პრაქტიკა

მათთვის, ვინც რეალურად განიზრახა საზღვრიდან გამოსვლა. თუ შენ – კონკრეტულად და პირადად შენ, არ მიეკუთვნები იმ „ჰაეროაბრაზნი“ ადამიანების რიცხვს, რომლებიც უბრალოდ კითხულობენ ინტერნეტში საინტერესო სტატიებს და მოიხმარენ სხვის მიერ შექმნილ კონტენტს, მინდა, შემოგთავაზო ტექნიკა სახელწოდებით: „თედო ძიას პადსოსი“.

ამ ტექნიკის მიზანია, დაგეხმაროს ავტოპილოტის რეჟიმიდან გამოსვლაში და თავისუფლებისა და ცნობიერი ცხოვრებისკენ ნაბიჯის გადადგმაში.

დღეიდან შენი ამოცანაა, დღეში 30 წთ-ის განმავლობაში, ამოწეული პადსოსით იცხოვრო. ანუ ნახევარი საათი დახარჯო პირად განვითარებაზე, რათა გამოხვიდე საზღვრიდან. მხოლოდ ნახევარი საათი საკუთარ მიზნებსა და თვითგანვითარებაზე სამუშაოდ. შენ შეგიძლია, გააგრძელო ცხოვრება ისე, როგორც ცხოვრობდი, იარო სამსახურში და აკეთო ყველა ჩვეული საქმე, რომლებსაც აქამდე აკეთებდი, მაგრამ – თითოეულ დღეს მკაცრად უნდა გამოყო 30 წუთი, რომელიც მხოლოდ შენი დრო იქნება. 30 წუთი, რომლის განმავლობაშიც, დაკავებული ხარ მხოლოდ საკუთარი თავით, მხოლოდ საკუთარი ცხოვრებით, მხოლოდ საკუთარი მომავლით.

ამ 30 წუთის განმავლობაში, მიზანშეწონილია შემდეგი მოქმედებების განხორციელება:

ინფორმაციის მოძიება თვითგანვითარების შესახებ.

არიან ადამიანები, რომლებსაც ურჩევნიათ, როდესაც მენტორი ლოლიავითა და ფერებით უდგება მათ. სულ რომ ნაგავში ცხოვრობდნენ, გმირებს, გენიოსებს და ჩემპიონებს ეძახის. ჩემი აზრით, ეს განვითარების გრძელი გზაა, რადგან „პაციენტის“ რეალობა [ფაქტი] და მენტორის სიტყვები არაკონგრუენტულია [ანუ არ შეესაბამება ერთმანეთს].

არის მენტორების მეორე ტიპი, რომელიც პირდაპირ პირში გეუბნება, რომ ტრაკში ხარ [მე ყოველთვის ამ ტიპს ვირჩევ]. ეს განვითარების გაცილებით სწრაფი გზაა, რადგან ილუზიის კოეფიციენტი გაცილებით დაბალია.

მოკლედ, ამით იმის თქმა მინდა, რომ – უნდა ამოირჩიო მენტორის ტიპი… შეცდომაა, როდესაც ორივე ტიპის მენტორს ირჩევ, რადგან აქ ტემპი და მეთოდები განსხვავებულია.

სწორად რომ იქნას გაგებული – მენტორში მე მაინცდამაინც ქოუჩს, ფსიქოლოგს, ან ბიზნესმენს არ ვგულისხმობ, რომელთანაც უშუალოდ მიხვალ და სწავლებას გაივლი. მენტორი შეიძლება იყოს წიგნიც, ვიდეო ან აუდიო კურსიც, რომელიც ვიღაცამ შექმნა და იმ ვიღაცას პედაგოგიკის თავისებური მეთოდები აქვს.

აირჩიე მენტორი და მიჰყევი…

დაისახე მიზანი, შექმენი სამოქმედო გეგმა და დაგეგმე საკუთარი ცხოვრების დალაგება.

იმუშავე საკუთარ ცნობიერებაზე, რწმუნებულებებზე, ჩვევებზე.

ამ ყველაფერზე, რაც ზევით ჩამოვთვალე, მე დავწერ მომდევნო პოსტებში. ახლა კი ძირითადი ამოცანაა – დაიბრუნო შენი კუთვნილი დრო და „ჩააინვესტირო“ ამ დროში შენი ცხოვრება. არ შემშლია, შენ ახლა ცხოვრებაში კი არ უნდა „ჩააინვესტირო“ დრო, არამედ, პირიქით – დროში ცხოვრება, რადგან შენ ჯერ არ ხარ შენი დროის ბატონ-პატრონი, ხოლო რაც არ გეკუთვნის, იმას ვერც განკარგავ.

ტექნიკა: „ანგელოზის შეკითხვა“

ჩვენი ამოცანა არა მხოლოდ თვითრეალიზება, არამედ ჩვენი ცხოვრებისთვის მეტი სიხარულისა და მკვეთრი ფერების მინიჭებაა. იმისთვის, რომ შევძლოთ ამ მისიის შესრულება, უნდა გავარკვიოთ, თუ რა უნდა მონაწილეობდეს ჩვენს ცხოვრებაში, რათა ის გახდეს სასიამოვნო და ჯანსაღი.

გახსოვს ფილმი „ანგელოზების ქალაქი“? ფილმის დასაწყისში, ანგელოზი ეკითხება მომაკვდავ ადამიანს: „რა მოგეწონა შენს ცხოვრებაში ყველაზე მეტად?“ სწორედ ამ კითხვას უნდა უპასუხო ახლა.

გამოყავი მინიმუმ 10 წუთი და მოაწყვე ისე, რომ არავინ და არაფერმა შეგიშალოს ხელი. აიღე სუფთა A4 ფორმატის ფურცელი, კალამი, მოხერხებულად დაჯექი და დაწერე. დაწერე, რა მოგეწონა შენს ცხოვრებაში. ეს შეიძლება იყოს როგორც გრანდიოზული და მასშტაბური მოვლენები, ასევე, ძალიან უბრალო და ელემენტარული ცხოვრებისეული მომენტები.

როდესაც სია მზად იქნება, მომდევნო კითხვებს უპასუხე:

• რამდენადაა აქ დაწერილი მოვლენები კავშირში იმასთან, რასაც დღეს ყოველდღიურად ვაკეთებ?

• სინამდვილეში რა მანიჭებს სიხარულს, რაც სამუდამოდ მამახსოვრდება?

• ხშირად ვაკეთებ იმას, რაც სიხარულს მანიჭებს?

ეს ტექნიკა დაგეხმარება თვითანალიზში. გულით შესრულების შემთხვევაში, მას შეუძლია მოგცეს ძალიან მნიშვნელოვანი შინაგანი საკითხების სიღრმისეული ჭვრეტა.

ტექნიკა: „დაგეგმილი სიხარული“

აიღე პასუხები, რომლებიც ჩამოწერე ტექნიკა: „ანგელოზის შეკითხვაში“, დაიდე წინ და სხვა სუფთა ფურცელზე ჩამოწერე იმ საქმეების სია, რომლებიც სიხარულსა და სიამოვნებას განიჭებს. ეს შეიძლება იყოს როგორც სამსახურის საქმეები [საიტების შექმნა, სტატიების წერა…], ასევე, გართობა [ფილმების ყურება, მაგიდის ტენისი…].

ახლა კი ორი ამოცანა გვაქვს…

1) გაზარდე სიხარულების სია. იპოვე საქმეები, რომლებიც მოგწონს და დაამატე შენს სიაში.

2) დაიწყე კვირაში მინიმუმ 5 საათის გამოყოფა მკაცრად იმის საკეთებლად, რაც მოგწონს. წინასწარ დაგეგმე ეს დრო, თორემ არაფერი გამოგივა. შეეცადე, ყოველ კვირას აარჩიო სიიდან რაიმე ახალი.

შედეგად, შენი ცხოვრება დაიწყებს სიხარულითა და სიამოვნებით გაჟღინთვას. შენ დაიწყებ იმ საქმეების კეთებას, რომელთა გაკეთებაც დიდი ხნის მანძილზე გინდოდა, მაგრამ ვერ ახერხებდი. ნელ-ნელა შენ ახალი ინტერესები გაგიჩნდება [ეს კი ფულის გამომუშავების ახალი წყაროებია], ახალ ინტერესებს ახალი მეგობრები მოყვება [ეს კი ძალიან ფასეული რესურსია].

შეასრულე ეს მარტივი ტექნიკები და შენი ცხოვრება ბევრად გააზრებული, ცნობიერი და საინტერესო გახდება. დაგეგმე საკუთარი განვითარება: იურთიერთე თანამოაზრეებთან, იკითხე წიგნები, საიტები, დაესწარი ტრენინგებს [ახლა ვიწყებთ ახალ ტალღას].

თანამოაზრეებთან ერთად მოძრაობა გაცილებით ადვილი და სასიამოვნოა. ადვილია, ეძებო ბილიკი ტყეში, როდესაც იცი, რომ შენი მეგობრებიც ამ გზით მოდიან.

სწორედ ამიტომ არსებობს ჩვენი პროექტი.

სწორედ ამისთვის დაიწერა პოსტი, რომელიც ახლა წაიკითხე…

დატოვე კომენტარი და გააზიარე… თუ მოგეწონა  

გიორგი თვალაძე

წყარო: Business Inteleqtika

მსგავსი სტატიები

Leave a Comment