„კამაკურას ეპოქა“ – ასე ეწოდება პერიოდს იაპონიაში მე–12 საუკუნის ბოლოდან მე–14 საუკუნის დასაწყისამდე
ერთ დიდგვაროვანს და მის ამალას მგზავრობისას მდინარის გადალახვა მოუხდა. რომლის დროსაც ერთ–ერთ მსახურს, შემთხვევით, წყალშიათი მონეტა ჩაუცვივდა . დიდგვაროვანმა ბრძანა დაექირავებინათ ხალხი და მოეძებნათ თითოეული მონეტა.
ერთმა დაქირავებულმა მყვინთავმა ირონიულად გადაულაპარაკა ამხანაგს:
– ეს კაცი ეტყობა იმდენად ძუნწია, ვერც კი ხვდება დაკარგული ხურდა ფულის მოსაძებნად გაცილებით მეტ თანხას რომ ხარჯავს?!
დიდგვაროვანმა, გაიგონა რა მისი სიტყვები, თქვა:
– დიახ, ბევრი ფიქრობს ასე. ბევრი ძუნწობს ეკონომიის საბაბით. მაგრამ დახარჯული ფული არ იკარგება. ის განაგრძობს მოძრაობას, იმყოფება რა მუდმივ ბრუნვაში… სულ სხვაა ის მონეტები, რომლებიც წყალში ჩაგვიცვივდა, თუ ჩვენ მათ არ ვიპოვით, ისინი სამუდამოდ დაიკარგებიან ადამიანებისთვის!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
P.S. საინტერესოა რას იტყვით ამ ისტორიაზე? გამოხატეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.