წყვილების, ოჯახების დანგრევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ ორი ადამიანი ცდილობს ერთმანეთი შეცვალონ, შედეგს კი ვერ იღებენ. ამის შემდეგ იწყება კამათი, გამუდმებული ჩხუბი და ხშირად ყველაფერი წყვილის დაშორებით სრულდება.
ურთიერთობების ექსპერტი ჯილ კოფენდერი ამ თემაზე საკუთარ გამოცდილებას და გამოსავალს გვთავაზობს:
“ჩემთან ხშირად მოდიან ადამიანები, რომლებიც მეუბნებიან: ჩემი მეუღლე/შეყვარებული/ მეგობარი რომ ასე იქცეოდეს, ჩვენი ურთიერთობა იდეალური იქნებოდა. ამ დროს ყველას სხვადასხვა მოთხოვნა აქვს.
უპირველეს ყოვლისა უნდა იცოდეთ, რომ ადამიანები არ იცვლებიან თუ თავად ვერ ხედავენ საჭიროებას და ამ შემთხვევაშიც იცვლებიან ისე, როგორც თავად მიაჩნიათ სწორად. ამიტომ რა აზრი აქვს გამუდმებით მის შეცვლაზე ზრუნვას? იმაზე ზრუნვა, რომ პარტნიორი შევცვალოთ ხელს გვიშლის მისი დადებითი თვისებების დანახვასა და დაფასებაში.
ურთიერთობა ცეკვასავითაა, როდესაც ერთი პარტნიორი დგამს ნაბიჯს, მეორე იძულებულია მიყვეს მას, რადგან თუ ნაბიჯს არასწორად გადადგამს ცეკვა დაირღვევა.
ამიტომ, უბრალოდ შეცვალეთ მოლოდინი, მიიღეთ ისეთი, როგორიც არის და თქვენ მასში უამრავ დადებით თვისებას აღმოაჩენთ.”