fbpx

„ბედნიერება ადვილად მოდის, დანახვა და შენარჩუნებაა ძნელი“

ავტორი ჟოლო
1,550 ნახვა

ადამიანს, უნდა თუ არ უნდა, მის ცხოვრებაში, ყოველთვის დგება დრო, როცა ის სიცოცხლეშივე წარსდგება ყველას წინაშე, თავისი რეალური, ნამდვილი სახით.

გარყვნილი, უზნეო, ამორალური, ბოროტი ფიქრები, შობს განუკურნებელ სენს.

ნათელი გონება და ნათელი ფიქრები ბედნიერების მომტანია.

ცხოვრების შიში სისუსტეა, თამამ ცხოვრებას ცრემლები მოსდევს.

სიფრთხილე, გონიერება, ზომიერება სიმშვიდე, სიყვარული და სიკეთე გაძლევს შანსს, დიდხანს მიიღო ტკბობა სიცოცხლით.

ნურც შეგშურდება და ნურც შეაშურებ, ყველას თავისი ეძლევა და ამ ცრუ ემოციით ნუ დაიავადებ ფსიქიკას.

გულით იზეიმე სხვისი გამარჯვება, შენც და ისიც დროებით ხართ ამ საწუთროში.

სხვის დამცირებაზე, გადაბრალებაზე, შეცდომაზე, უბედურებაზე და უკეთურებაზე ნუ აიმაღლებ სტატუსს.

ბედნიერება ადვილად მოდის, დანახვა და შენარჩუნებაა ძნელი.

გიორგი ჯაჯანიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment