fbpx

დიპლომი არ უდრის წარმატებას

ავტორი ჟოლო
673 ნახვა

მიმოიხედე გარშემო: ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს აზრით, რომ დიპლომი და უმაღლესი განათლება უდრის საშვს წარმატებულ ცხოვრებაში. საკმარისია, დაამთავრო კარგი უნივერსიტეტი, მიიღო დიპლომი და “ვუალა”… აჰა, დაიჭირე კარგი სამსახური, მაღალი ხელფასი და ცხოვრება შოკოლადში.

უწერიათ კი ამ ოცნებებს ასრულება?

სამწუხაროდ, დღეს რწმუნებულებას: “დიპლომი უდრის წარმატებას”, ათიდან ცხრა შემთხვევაში მივყავართ სამუშაომდე: “თავისუფალი სალარო!”, “შემდეგი!”, “325 ნომერი თქვენია?” და გროშების გამომუშავებამდე.

სწორად გამიგე, განათლება – ძალიან მაგარია! თუმცა აუცილებლად უნდა მოვიშოროთ სტერეოტიპი, რომ “კარგი განათლება – ეს არის საშვი წარმატებულ ცხოვრებაში!”

ოდესმე დაფიქრებულხარ, რატომაა ნამდვილად წარმატებულ პიროვნებათა რიცხვში ამდენი გაუნათლებელი ადამიანი, რომლებსაც ან საერთოდ არ დაუმთავრებიათ უმაღლესი, ან ძალიან ცუდად დაამთავრეს?!

მე არ მოგიწოდებ სწავლაზე თავის დანებებას ან დიპლომის ბებოს სკივრში გადამალვას. აქ საუბარია იმაზე, რომ თავად დიპლომი არაფერს იძლევა, გარდა ილუზიისა.

საზოგადოებაში ჯერ კიდევ ღრმადაა გამჯდარი პროგრამა წარსულიდან: “კარგად ისწავლე და ყველაფერი თავისით აეწყობა!” შედეგად მილიონობით სტუდენტი მიაბიჯებს, უფრო სწორად, თავაუწევლად მიქრის ამ გზაზე, რათა დაეუფლოს ცოდნასა და სანუკვარ დიპლომს. შემდეგ კი უკვირთ, თუ რატომ არავის აჰყავს ისინი სამსახურში!

სინამდვილეში, ყველაფერი ძალიან მარტივადაა: წარმატებას აღწევს ის, ვინც ფლობს ფასეულ უნარებს და არა უბრალოდ – ცოდნას.

იგრძენი განსხვავება?

ერთი კარგი ნაცნობი მყავს, ფსიქოლოგია… ის ჩემზე ბევრად ჭკვიანია და გაცილებით დიდი ცოდნის მარაგი აქვს, მაგრამ მე მასზე 15-ჯერ მეტს გამოვიმუშავებ… რატომ? იმიტომ, რომ მას არ აქვს მოგების მიღების უნარი… მას აქვს უბრალოდ, ცოდნა, რაშიც თვეში ერთხელ იღებს ხელფასს.

უნარი – ეს არის ცოდნა, რომელსაც გააჩნია პრაქტიკული ფასეულობა.

თავისთავად, ცოდნა – წყალია.

როგორც რობერტ კიოსაკი ამბობს: “მსოფლიო სავსეა განათლებული ღატაკებით!”

ცოდნა არაა ძალა, ის პოტენციური ძალაა… აი, ექსპლუატირებული, სისტემატიზებული, მონეტიზებული და მასშტაბირებული ცოდნა, უკვე ძალაა.

დიდი ხნის მანძილზე არ მესმოდა ეს… მე გავიზარდე პერიოდში, სადაც “ხუთოსნობა კაი პონტი” იყო. ხუთიანი დღიურში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბუნდოვნად მახსოვს კლასელების რეაქციები, როდესაც ოთხიანს იღებდნენ და ნერვიულობდნენ ამის გამო.

შემდეგ იყო ბნელი ოთხმოცდაათიანები, სადაც ნათლად გავაცნობიერე, რომ დიპლომი არ მომცემდა აბსოლუტურად არაფერს… გარშემო მგლური კანონები მეფობდა, სადაც თავის გატანა ყველაზე დიდი დიპლომი და საშვი იყო ცხოვრებაში.

როგორ ფიქრობ, რომელი უფრო მომგებიანია დღევანდელ სამყაროში: სამოსანი “Profit” უნარით, თუ ხუთოსანი დიპლომით?

ვფიქრობ, პასუხი თვალსაჩინოა. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერს სჯობს, ფლობდე ცოდნასაც და უნარებსაც.

ანტაგონისტები იტყვიან ახლა: იმისათვის, რომ გქონდეს უნარი, უნდა გქონდეს ცოდნა! [გამოვიცანი?] მაგრამ უუნარო ყოვლისმცოდნეც გეყოლება ნანახი შენ, რომელსაც არაფერი აბადია და მხოლოდ დამნაშავეების ძებნითაა დაკავებული.

გინდა, მიაღწიო ნამდვილ, გრძელვადიან წარმატებას?

მაშინ გახსოვდეს, რომ – დიპლომი არ უდრის წარმატებას!

შინაგანი ძალა, ცოდნა და უნარები – აი, რა არის შენი წარმატება.

ნამდვილად წარმატებულ ადამიანებს აქვთ მთავარი – ტოტალურ განუსაზღვრელობაში შეხტომისა და მოქმედების უნარი, ხოლო ხუთოსნებს აქვთ რწმუნებულება: “ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი!”

ყოველდღე ისწავლე რაიმე ახალი, აღმოაჩინე ახალი გარემოცვა, ახალი სფეროები, ახალი ჰორიზონტები…

როდესაც შეწყვეტ შაბლონურ მიზნებზე დევნას, აღმოაჩენ, რომ ცხოვრება ძალიან საინტერესოა.

მთავარია, გამოაღვიძო შინაგანი ძალა, აღმოაჩინო შენი გულის საქმე და გახდე ექსტრა-კლასის პროფესიონალი.

მე ზუსტად ვიცი, რომ – შენ ეს შეგიძლია!

მსგავსი სტატიები

Leave a Comment