fbpx

მოხუცი და აბეზარი ბავშვები

ავტორი ჟოლო
577 ნახვა

ერთ კაცს ძალაინ აწუხებდა ის აურზაური და ხმაური, რომელსაც ქმნიდნენ მისი სახლის წინ  სათამაშოდ შეკრებილი უბნის ბავშვები. მათთან არ ჭრიდა არც დარიგება, არც მუქარა, რომელსაც ამ კაცის მეზობლები მიმართავდნენ.

ერთხელ, როცა ბავშვები უკვე სახლში აპირებდნენ, წასვლას, ეს კაცი გავიდა მათთან, მისცა თითეულს 1 დოლარი და უთხრა:

– გმადლობთ! თქვენ ძალიან კარგად  იმხიარულეთ და მეც გამართეთ. ძალიან გთხოვთ, ხვალაც მოდით და ისევ მოგცემთ ფულს.

მეორე დღეს ბავშვები მოვიდნენ და კვლავ იგივე განმეორდა. საღამოს კაცმა მათ ისევ ჩამოურიგა თითო დოლარი და თხოვა მომდევნო დღეს კვლავ მოსულიყვნენ.

ასე გაგრძელდა 3 დღე.

მეოთხე დღეს  კაცმა ბავშვებს მხოლოდ 50 ცენტი ჩამოურიგა და უთხრა:

– მაპატიეთ, ფინანსური პრობლემები მაქვს და თითო დოლარს ვერ გადაგიხდით, მაგრამ თქვენ ხვალ მოდით და მე მაინც გამოვნახავ რაღაც სახსრებს.

კიდევ ორი დღის მერე მან უკვე მხოლოდ 20–20  ცენტი მისცა ბავშვებს და თან უთხრა რომ ხვალისთვის მხოლოდ 5–5 ცენტის მიცემა შეეძლო, მაგრამ თხოვა მაინც მოსულიყვნენ.

–მეტი საქმე არა გვაქვს 5 ცენტად მთელი დღე თქვენს ფანჯრებთან ვიხტუნაოთ და ვიყვიროთ კლოუნებივით!

უპასუხეს ბავშვებმა, დემონსტრაციულად დატოვეს იქაურობა  და  შემდეგ არასდროს არ გამოჩენილან.

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

https://mebonia.com/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment