fbpx

„სიკეთის კეთებისას სიფრთხილეა საჭირო“…

ავტორი ჟოლო
2,110 ნახვა

,,ვისაც ჩავაცვი იმან გამხადაო” – შენ ბრალია რომ გაგხადა, შენ დაუშვი შეცდომა. შენ შეარჩიე არასწორად ადამიანი, შენ ვერ მიხვდი ვინ იყო ღირსი, ვისთვის უნდა გაგემართა ხელი. თუ კეთილი ხარ და სიკეთის გაკეთება გინდოდა, დაგედო ქვაზე და გაგევლო, რატომ მოუშვი უმადური ახლოს და რატომ მიეცი უფლება უღირსად მოგქცეოდა.

სიკეთის კეთებას გონიერება და წინდახედულობა უნდა. ბევრი ადამიანი დაზარალდა და დაშავდა კეთილი ქმედების გამო.

შენმა გაკეთებულმა სიკეთემ ტკივილი არ უნდა მოგაყენოს. ზოგჯერ სიკეთე ბოროტების ტოლფასი ხდება. სიკეთის კეთებისას სიფრთხილეა საჭირო.

ჭეშმარიტად კეთილი ადამიანი იშვიათად მოიძებნება. კეთილი ნეტარია და არაფერი ადარდებს, ის არ მოითხოვს მადლობას და დითირამბებს.
უმადური ვერაფერს დააკლებს კეთილს.

სიკეთე არ არის, როცა შენ საქვეყნოდ ყვები და თავს იწონებ შენი გაკეთებული სიკეთით.

ჭეშმარიტი სიკეთის კეთება ღვთიური ნიჭია, კეთილი ადამიანი მადლმოსილია.

გაგიკეთებია სიკეთე, რომელიც არავის იცის?
შენთვის, ჩუმად, გიზეიმია სხვა როგორ გაახარე და მერე დაგვიწყებია?
გიშველია ადამიანისთვის ისე, რომ მას არ ცოდნია ვინ ხარ შენ და რა გაუკეთე?

სიკეთის კეთების დროს ნუ ელი მადლობას.
შენ უნდა იყო მადლიერი სიკეთის კეთების ნიჭი და საშუალება რომ გაქვს.

ჭეშმარიტად კეთილი ადამიანი არასოდეს განიხილავს და არ მსჯელობს სიკეთეზე.

აგრესიაში თუ ჩავარდები უმადურობის გამო, მაშინ შენ გაკეთებულ სიკეთეს მადლი არ აქვს.

კეთილი ადამიანი არასოდეს ილანძღება.
კეთილი ადამიანი არასოდეს გამოხატავს აგრესიას.
კეთილი ადამიანი არასოდეს მოითხოვს პატივისცემას.
კეთილი ადამიანი არასოდეს ერჩის უმადურ ადამიანს.
კეთილი ადამიანი არასოდეს ითხოვს მადლობას სიკეთისთვის.

გიორგი ჯაჯანიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment