fbpx

“გახადეთ ის თქვენი ცხოვრების დევიზად და წარმატება გარანტირებულია!”

ავტორი ჟოლო
1,115 ნახვა

მუდმივად მაინტერესებდა რა სხვაობაა წარმატებულ და ჩვეულებრივ დამიანებს შორის?

ეს კითხვა წლების მანძილზე მიტრიალებდა თავში. აქედან გამომდინარე გამუდმებით ვესწრებოდი წარმატებული ადამიანების ტრენინგებს. ამდენი წლების მანძილზე დამიგროვდა მასალაც, გამოცდილებაც და გადავწყვიტე შემეკრა ერთ ტრენინგად, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა მხოლოდ მცირედი ნაწილი და ეს არის: წინააღმდეგობების სიძნელეების, ეკლიან გზებზე სიარულით – მიზნის მიღწევა.

ეს არ არის ადვილი. სწორედ ამიტომაც მოსახლეობის დიდი ნაწილი  არა მარტო თავს ანებებს მოქმედებას, უარს ამბობს საერთოდ ჰქონდეს მიზანი და იოცნებოს.  დღეს მინდა, ხაზი გავუსვა  წარმატებული ადამიანებისას ერთ-ერთ საიდუმლოს, რომელიც წარმოადგენს ბოლო საიდუმლო ციფრს იმ ციფრთა კომბინაციაში, რომელსაც შეუძლია გახსნას კარები და გაგიყვანოთ თქვენი რელობიდან თქვენი ოცნებისკენ მიმავალ გზაზე.

და მაინც რა არის ეს?

შეუპოვრობა!

დიახ, დიახ ასე მარტივად მოსასმენი და ასე რთულად განსახორციელებელი რეალობაში.

შეუპოვრობა – ეს არის უნარი იარო წინ, როცა მიზნისკენ მსვლელობისას შედეგს ვერ ხედავ.

ადამიანი პირველ გამოცდას შეუპოვრობაზე საქმის დასაწყისშივე გადის. ამ ეტაპზე მას აქვს, მხოლოდ იდეები და შემუშავებული გეგმა, მაგრამ შედეგი ჯერ არ ჩანს. მისი შეუპოვრობა დამყარებულია მხოლოდ ხედვაზე და ენთუზიზმზე. ენთუზიზმი კი მხოლოდ მცირე ხნით სტუმრობს ადამიანს. ეს ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია, რადგან ამ დროს არის იმხელა დადებითი ვიბრაციები და მაღალი ენერგეტიკული ველი ის, იწვევს სასურველი მოვლენების მოზიდვას. ამ პერიოდს შეიძლება დაარქვა – ყველაზე ხელსაყრელი დრო, რადგან ყველაფერ მიდის კარგად.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, დგება მეორე გამოცდის დრო შეუპოვრობაზე. პირველადი ენთუზიაზმი ქრება და ადამიანი ეჯახება დიდი რაოდენობით პრობლემას. ეს ის დროა, როცა ენთუზიზიმის ნაკვალევიც კი არ რჩება. სწორედ, აქ გადის შემოწმებას შეუპოვრობა და სწორედ ამ დროს ნებდება ადამიანთა უმრავლესობა. წარმატებულმა ადამიანმა იცის –  მიუხედავად იმისა, რომ მას შერჩა მხოლოდ ხედვა, ვალდებულია იაროს წინ უამრავი სირთულეების გადალახვით. ამ დროს, რისი იმედიც შეიძლება გვქონდეს ეს არის – შინაგანი ძალა. ის არ მოგცემთ უფლებას უარი თქვათ თქვენს მიზნებზე და ეწუწუნოთ თავს, თუ რა ძნელი ყოფილა.

შეუპოვრობა თქვენი დღევანდელობიდან თქვენს მიზნამდე მსვლელობისას, კიდევ ბევრჯერ გაივლის გამოცდას. მაგრამ ყველაზე რთული საწყისი ეტაპია, როცა ჯერ კიდევ არ არის ხელშესახები შედეგები და თქვენი რწმენა ჩამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ხედვაზე. წარმატებულ ადამიანს კარგად აქვს გააზრებული, რომ მიაღწიო არსებით შედეგს საჭიროა მინიმუმ 1 წელი.

შეუპოვრობა მნიშვნელოვანი თვისებაა, ის არა მარტო ნაბიჯ-ნაბიჯ გატარებთ წინ, აგრეთვე მოგცემთ უპირატესობას სხვებთან შედარებით, რადგან ადამიანების უმრავლესობას მიზნის მიღწევა უნდათ – ჩქარა და ახლავე. აქვე, სიტყვამ მოიტან და აუცილებლად უნდა ვახსენო, აუცილებელია გამოიმუშაოთ უნარი მშვიდად შეხვდე – იმედგაცრუებებს და მარცხს. მე არ მითქვამს ეს ადვილია (ამაზე ტრენინგზე „რაზე გადის წარმატების გზა“ დაწვრილებით ვსაუბრობ). ამიტომაც განსხვადებიან წარმატებული ადამიანები თავისი შედეგებით.

როდესაც იჩენთ შეუპოვრობას სიძნელეების მიუხედავად, თქვენ ამით უმტკიცებთ საკუთარ თავს და გარშემომყოფებსაც – თქვენ არ ხუმრობთ და თქვენი განაცხადი, მიზნის მიღწევაზე რეალურია.

რამ შეიძლება გამოიწვიოს შეუპოვრობის უქონლობა? როგორ შეიძლება იქნას ის დაძლეული? ეს უკვე ტრენინგის  თემაა.

დასასრულს, მინდა  მაგალითად მოვიყვანო ისტორიული ფაქტი, სადაც კარგად არის შეუპოვრობის თემა გადმოცემული.

ერთხელ მოხუცი უინსტონ ჩერჩილი მიიწვიეს უნივესიტეტში, გამოსაშვებ ჯგუფთან შეხვედრაზე.  მას სთხოვეს სიტყვით გამოსვლა, რათა გზა დაელოცა ბრიტანეთის მომავალი თაობისთვის. ეს გახდა ღირსშესანიშნავი დღე. შორიდან მოდიოდა და იკრიბებოდა ხალხი, რათა თავალი მოეკრათ  და ყური დაეგდოთ ცოცხალი ლეგენდისთვის, ინგლისის სიამაყისთვის. ხმა დაირხა – ის აპირებდა გამოსულიყო მნიშვნელოვანი სიტყვით, სადაც იქნებოდა თავმოყრილი მთელი მისი ცხოვრებისეული სიბრძნე. ათასობით ხალხმა მოიყარა თავი. უნივერსიტეტის ყველაზე დიდ დარაზში, ნემსიც კი არ ჩავარდებოდა. სრულ სიჩუმეში ჩერჩილი მიუახლოვდა მიკროფონს და მოულოდნელად დაიყვირა: „არასოდეს არ დანებდეთ!“, შემდეგ გაჩუმდა. თოთქმის 30 წამი გაგრძელდა სიჩუმე. ის იდგა მიკროფონთან და მშვიდად ათვალიერებდა გაოგნებულ  სტუდენტებს და დამსწრე საზოგადოებას. შემდეგ გადაიხარა მიკროფინისკენ და უფრო ხმამაღლა დაიძახა: „არასოდეს არ დანებდეთ!“ ისევ შეავლო თვალი დამსწრე საზოგადოებას და ბოლოჯერ, მთელი ძალით შეჰყვირა: „არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, არასოდეს არ დანებდეთ!“…  მას მეტი არაფერი უთქვამს და ის გაეშურა გასასვლელისკენ. ასე გაოგნებული დატოვა ხალხი.

დამსწრე საზოგადოება ნელ-ნელა მოეგო გონს და გაიაზრა: ჩერჩილს არ სურდა ეთქვა სხვა რამ, რადგან ამ წუთას არაფერი არ მიაჩნდა ამაზე მნიშვნელოვნად  . „არ დანებდე“  ხომ მისი ცხოვრების დევიზი იყო.

პრველად როცა ეს ისტორია მოვისმინე, შთაბეჭდილება იმდენად დიდი იყო –  ჩემმა გონებამ ის შეუფერხებლად მიიღო როგორც მტკიცებულება და  პირადად ჩემი ცხოვრების კრედოდაც გადაიქცა.

გახადეთ ის თქვენი ცხოვრების დევიზად და წარმატება გარანტირებულია!

 თამარ კვარაცხელია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment