fbpx

ფრანგი ფოტოგრაფის თვალით დანახული ქართველი ბებია (ფოტოკოლაჟი)

ავტორი ჟოლო
81 ნახვა

ფრენსის პრიმერსკი: „მეგობარმა სოფელში მიმიწვია, ბებია ჭაჭის გამოხდას აპირებს და შენც უნდა ჩაგრთო ამ ამბავშიო… ჩავედით… ჭიშკართან, მოხუცი შემოგვეგება კეთილი თვალებით და თბილი ღიმილით… ჭაჭა ერთად გამოვხადეთ“, – ჰყვება ჩემი ფრანგი რესპონდენტი და თან ფოტოებს მათვალიერებინებს… ეს იმერეთია, უფრო ზუსტად იმერული სოფელია სამეგრელოში, – სამიქაო ჰქვია… აქ ასეთს 4 სოფელს ნახავთ. ეს მოხუცი კი ქალბატონი ეთერია, 86 წლის, ჭაჭის გამოხდის თავისებური საიდუმლოთი“.

ეთერი მიქაძე სოფ. სამიქაოდან

2014 წელი

იხილეთ ფოტოგალერეა

10616381_10152651426957170_6236364594851767897_n

 

1902796_10152651431517170_8553821819520375413_n-1

1910645_10152651430697170_1507266884508251984_n

1908054_10152651429557170_6575652516116782592_n

10632644_10152651429567170_1070293649973589896_n

„საოცარი ჭაჭა გამოხადა ეთერი ბებომ. საერთოდ საოცარი ხალხი ხართ ქართველები…  როცა პირველად ქართული სიმღერა მოვისმინე სუნთქვა შემეკრა, თქვენმა ფოლკლორმა დამატყვევა“, – ამბობს ფრანგი ფოტოგრაფი ფრენსის პრიმერსკი

ქართულ სიმღერას ქართული ცეკვით აღფრთოვანება მოჰყვა, მერე ქართული ღვინოც დააჭაშნიკა და ქართული ქეიფიც შეიშნოჰოდა, პირველივე შთაბეჭდილებებით თავბრუდახვეული უცხოელი სამუდამოდ საქართველოს ტყვედ იქცა. როგორც თავად ამბობს ქართული მიწა საკუთარივით შეიყვარა, ხალხი დაიძმობილა და ამ მოხატული ქვეყნის ულამაზესი ბუნება ვიდეო და ფოტო კადრებად აქცია. ბოლოს თბილისში დასახლდა კიდეც. ასე იქცა საქართველო, ფრანგი ფოტოგრაფის მეორე სამშობლოდ.

დღეს საქართველოს ყველა კუთხე იცის… განსაკუთრებით სვანეთი და სვანები უყვარს. თუმცა ამჯერად თავისივე ფოტოებით  იმერელ ბებოზე გვიყვება ჭაჭის გამოდის ამბავს . იხილეთ ფოტოგალერეა

მსგავსი სტატიები

Leave a Comment