fbpx

10 გასაოცარი და მნიშვნელოვანი ფაქტი მარტოსულობაზე

ავტორი ჟოლო
766 ნახვა

ხანგრძლივი კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ადამიანების დაახლოებით 40% ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მარტოსულობის მწვავე ტკივილს განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ მარტოსულობა საკმაოდ გავრცელებულია, ძალიან ცოტამ თუ იცის სრულად, თუ რამდენად დრამატული შედეგების მოტანა შეუძლია მას ჩვენთვის. ქვემოთ ჩამოთვლილია 10 გასაოცარი ფაქტი მარტოსულობის შესახებ, რომელიც აუცილებლად შეცვლის თქვენს წარმოდგენას ამ დამანგრეველი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ:

მარტოსულობა არ არის დამოკიდებული იმაზე თუ რამდენი მეგობარი და ახლობელი ადამიანი გყავთ. ის მთლიანადაა დამოკიდებული თქვენი ურთიერთობების სუბიექტურ ხარისხზე — ანუ რამდენად ხართ (ან არ ხართ) ემოციურად და/ან სოციალურად დაკავშირებული ირგვლივმყოფებთან. ამიტომაც…

მარტოსული ადამიანების 60%-ზე მეტი დაოჯახებულია. როცა ქორწინებაში მყოფი წყვილები აღარ უზიარებენ ერთმანეთს ყველაზე ღრმა და სათუთ გრძნობებს, ფიქრებს, და გამოცდილებებს, ისინი კარგავენ ურთიერთკავშირს და მარტო გრძნობენ თავს. მსგავს ურთიერთობებში მყოფ ადამიანებს მტკიცედ სჯერათ, რომ მათ მეუღლეებს არ შეუძლიათ ისეთი ემოციური კავშირის დამყარება მათთან, როგორიც სურთ.  მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მათი შიში სულაც არ იყოს უსაფუძვლო, ისინი ასევე მარტივად უვლიან გვერდს იმ ფაქტს, რომ…

მარტოსულობა  გვართმევს ჩვენი ურთიერთობების სწორად აღქმის უნარს. კვლევებმა დაადასტუეს, რომ ადამიანებისთვის უბრალო კითხვის დასმაც კი — რომელიც მათგან მოითხოვდა იმ პერიოდის გახსენებას, როცა ისინი მარტო გრძნობდნენ თავს — საკმარისი აღმოჩნდა მათ წარმოსახვაში საკუთარი ურთიერთობების გაუფასურებისთვის. მსგავსი აღქმის სიმცდარე ხშირად უბიძგებს მარტოსულ ადამიანებს კიდევ უფრო შორს დაიჭირონ თავი იმ ადამიანებისგან, ვისაც მათი სიმატოვის შემსუბუქება შეუძლიათ. რაც კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას, ამ დროს მეგობრებიც თავს იკავებენ დაკავშირებისგან, იმიტომ რომ…

მარტოსულობა გადამდებია სოციალურ გარემოცვაში. თანაც, მათ მკაფიო სტიგმა აქვთ: ყველა ჩვენგანს გვაქვს მიდრეკილება ამოვიცნოთ ირგვლივ მყოფი მარტოსული ადამიანები.

მარტოსული ადამიანები უფრო მცივანები არიან ფიზიკურად. კვლევის მონაწილეებმა ბევრად უფრო ცივად შეაფასეს ოთახის ტემპერატურა (ვიდრე ის სინამდვილეში იყო) იმ მომენტის გახსენებისას, როცა ისინი მარტოსულად გრძნობდნენ თავს. ამ დროს მათი კანის ტემპერატურაც კი დაეცა.  “სიცივეში გარიყვის” იდეა ჯერ კიდევ ჩვენი ევოლუციური წარსულიდან მოდის, რომლის დროსაც ტომიდან მოკვეთა სითბოს დაკარგვასაც ნიშნავდა. და რა გასაკვირია, რომ ჩვენი სხეულები დრამატულად გამოხატავენ მარტოსულობას…

მარტოსულობის დროს იგივეს განიცდის სხეული, რასაც თავდასხმისას. მარტოსულობა მყისიერ მწვავე რეაქციას იწვევს ორგანიზმში. ის ზრდის სისხლში წნევისა და ქოლესტერინის დონეებს, და ააქტიურებს ფიზიკური და ფსიქოლოგიური სტრესის რეჟიმს. ამიტომაც…

ქრონინკული მარტოსულობა მნიშვნელოვნად ზრდის კარდიოვასკულარული დაავადებების რისკს. დროთა განმავლობაში, ადამიანებს, რომლებიც ქრონიკულად მარტოსულად გრძნობენ თავს, ბევრად ხშირად უვითარდებათ კარდიოვასკულარული დაავადებები, რადგანაც, მათი სხეულები მუდმივ და შეუსვენებელ სტრესს განიცდიან. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი გავლენა, რასაც მარტოსულობა ახდენს ორგანიზმზე…

მარტოსულობა აქვეითებს იმუნიტეტის ფუნქციონირებას. შესაბამისად დროთა განმავლობაში ნებისმიერი დაავადების განვითარების რისკი იზრდება მარტოსული ადამიანებისთვის. მარტოსულობის ხანმოკლე შეგრძნებაც კი უარყოფითად აისახება ჩვენს იმუნურ სისტემაზე. ამიტომაც არის, რომ…

უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც მარტოსულად გრძნობდნენ თავს, ბევრად ცუდი რექცია ჰქონდათ გრიპის აცრაზე, ვიდრე სხვა სტუდენტებს. და ასეთი მკვეთრი განსხვავებისთვის რამდენიმე კვირიანი მარტოსულობის შეგრძნება სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. ამ ყველაფერს თუ გავითვლისწინებთ, მარტოსულობა საკმაოდ მწვავე შედეგების მომტანია ჩვენი ორგანიზმისთვის…

მარტოსულობა ისეთივე საშიშია ორგანიზმისთვის, როგორიც სიგარეტის მოწევა. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ყველა შესაძლო ეფექტის გათვალისწინებით, რომლის მოხდენაც სიმარტოვეს შეუძლია ჩვენს სხეულზე, ის ისეთივე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, როგორც მოწევა. რა გასაკვირია, კვლევებმა აჩვენეს, რომ ქრონიკული მარტოსულობა ნაადრევი სიკვდილიანობის რისკს 14%-ით ზრდის.

ფაქტია, რომ მარტოსულობა ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტრამვაა, და მისი იგნორირება არ შეიძლება. შესაბამისად, აუცილებლად მიიღეთ ზომები, როცა თავს მარტოსულად იგრძნობთ და ასევე გაუზიარეთ ეს ინფორმაცია თქვენს ირგვლივ მყოფებს, სიმარტოვისგან მოსალოდნელი საფრთხეების ასარიდებლად.

წყარო:kaizenist.com

მსგავსი სტატიები

Leave a Comment