fbpx

10 საშიში ურთიერთობა, რომლებსაც ფსიქოლოგიურად ძლიერი ადამიანები გაურბიან

ავტორი ჟოლო
16.7K ნახვა

გთავაზობთ არასწორი ურთიერთობების ყველაზე გავრცელებულ ფორმებს, რომლებისგან თავის შეკავებას ამჯობინებენ ძლიერი ფსიქოლოგიის მქონე ადამიანები.

ნებისმიერ წარუმატებელ ურთიერთობას მოაქვს ტკივილი, მაგრამ როცა თავისუფლდებით არასწორი ურთიერთობებისგან, თქვენ ნამდვილად მოგებული რჩებით.

მოზარდობის პერიოდში სქესობრივ აღზრდას გავდივართ სკოლაში, 20 წლის ასაკში ამ გაგებით ვინტერესდებით ქორწინების სახით და დამატებით სოციალურ ფსიქოლოგიას უნივერსიტეტებშიც ვსწავლობთ. როცა საკითხი მიდის იქამდე, ვიცით თუ არა როგორ ავაგოთ ნამდვილი ურთიერთობები, შედეგი ისაა, რომ ძალიან მცირედი ცოდნა გვაქვს ქოწინებამდეც და მის შემდეგ… ან უფრო უარესი, დასკვნები გამოგვაქვს ჟურნალებში წაკითხულის მიხედვით.

ურთიერთობები თავიდანვე იგება ცდებსა და შეცდომებზე და თუ მათი უმეტესობა თქვენ მოგწონთ, ესეიგი ცხოვრების გზაზე თქვენ ბევრი შეცდომა დაუშვით.

ერთ-ერთი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ არასწორი ურთიერთობების ხასიათზე პირდაპირ ზემოქმედებს ჩვენი კულტურა. ჩვენ ძალიან მოგვწონს უდარდელი, რომანტიკული ურთიერთობა: როცა შეყვარებულები მზის ამოსვლას ერთად უყურებენ და თითქოს ერთმანეთს მთელი ცხოვრებაა იცნობენ. ჩვენ გვზრდიან და გვასწავლიან ურთიერთობების მოფრთხილებას ისე, თითქოს ეს პირადი საკუთრებაა.

ამრიგად, ჩვენ ცალსახად ვუყურებთ ჩვენს მეგობრებს და საყვარელ ადამიანებს, როგორც ჩვენს კუთვნილებას და არა როგორც მშვენიერ ქმნილებას არჩევანის თავისუფლებით, რომელთანაც ჭეშმარიტი სიყვარულის გაზიარება შეიძლება და რომლისგანაც შესაძლებელია ემოციონალური მხარდაჭერის მიღება. საბედნიეროდ, ბოლო რამოდენიმე ათწლეულის მანძლზე გაჩნდა ძალიან ბევრი სამეცნიერო კვლევა, როგორ უნდა გამოვიყენოთ ფსიქოლოგიური ძალა, რომ თავი ავარიდოთ არასწორ ურთიერთობებს.

ეს სტატია სწორედ ამ თემაზეა და ჩვენ გვინდა გაგიზიაროთ არასწორი ურთიერთობების 10 ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომლებისგანაც თავს იკავებენ ფსიქოლოგიურად ძლიერი ადამიანები.

1.ურთიერთობა, რომლითაც დაინტერესებულია მხოლოდ ერთი პარტნიორი ეს უკვე არასწორია.

დანაკარგის გრძნობამ შესაძლოა ვინმეს ძიებამდე მიგიყვანოთ, ვინც მზად არის პასუხისმგებლობა აიღოს თქვენს ცხოვრებაზე უბრალოდ იმიტომ, რომ დაძაბულობა შეამციროს. მაგრამ მანამ, სანამ ამას გააკეთებთ, წამით მაინც წარმოიდგინეთ მდგომარეობა, როცა კისერზე იცმევთ საყვარელი შინაური

1/5 ცხოველის საყელურს, ხოლო თოკს სხვას აძლევთ, მაგრამ საით წაგიყვანთ ის, აზრზე არ ხართ! ასე არ არის?

ურთიერთობებში გაურკვევლობისა და უღონობის ადგილი არ არის. თუ ერთ-ერთი პარტნიორი თავს დაუცველად გრძნობს, ეს ურთიერთობები უკვე აღარ არსებობს.ურთიერთობების მთელი არსი მდგომარეობს თავისუფლებაში.

სწორი ურთიერთობები იგება თავისუფალი ნების მყარ ფუნდამენტზე და საერთო ძალებით. ყველაზე საინტერესო მოგზაურობა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში არის ის, რომლის დროსაც ჩვენ ვხვდებით

„ჩვენს“ ადამიანს. ამ ურთიერთობებს მოაქვს ჩვენთვის პერსონალური განვითარება და ბედნიერება. გაცილებით მეტს მიიღებთ ურთიერთობებისგან, თუკი ერთიანი ძალებით ააშენებთ მას და არ ეცდებით მუდმვად აკონტროლოთ ის. სინამდვილეში ეს არის წრიული მოძრაობა. ურთიერთობების გამძლეობა პირდაპირ დამოკიდებულია თითოეული პარტნიორის ძლიერ მხარეებზე, ხოლო ეს ძლიერი მხარეები თავის მხრივ დამოკიდებულია ურთიერთობის ხარისხზე.

2.ურთიერთობები, რომლებიც თითქოს გავსებთ.

ჩვენი კულტურა, დაფუძნებულია ფანტაზიებსა და რომანტიკულ სიყვარულზე, გულისხმობს, რომ ერთხელაც თქვენ შეხვდებით „თქვენს ერთადერთს“ და იმ წუთიდან მოგშორდებათ ტკივილი და დარდი, გექნებათ სამუდამო ერთობა და ნეტარება. ყველაზე მარტივია ჩათვალოთ, რომ ეს თქვენი პარტნიორის პირდაპირი დავალებაა, გაგაბედნიეროთ.სინამდველეში მხოლოდ სწორ ურთიერთობებს შეუძლიათ მოგიტანონ ბედნიერება, მაგრამ თქვენს გულში არსებული სიცარიელის შევსება თქვენი პარტნიორის ამოცანა არ არის, ეს მხოლოდ და მხლოდ თქვენი დავალებაა და სანამ არ აიღებთ საკუთარ თავზე სრულ პასუხისმგებლობას ამ სიცარიელესთან, ტკივილსა და დარდთან დაკავშირებით, რაც თქვენს შიგნით არის, იცოდეთ, რომ ურთიერთობებში მუდმივად გექნებათ პრობლემები.

მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გააბედნიეროთ საკუთარი თავი და თქვენ უნდა შექმნათ თქვენი პირადი ბედნიერება მანამ, სანამ ვინმეს გაუზიარებთ მას.

3.დამოკიდებულებაზე დაფუძნებული ურთიერთობები

როცა ყველა თქვენი მოქმედება და ფიქრი სხვა ადამიანის გარშემო ტრიალებს, თქვენ უყურადღებოდ ტოვებთ საკუთარ ინტერესებს, რასაც დამოკიდებულებამდე მიყავხართ. როცა თქვენ ქმნით პრეცედენტს, რომ ვიღაც სხვა, და არა თქვენ, იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რასაც თქვენ მუდმივად გრძნობთ (და პირიქით), მაშინ თქვენ ორთავე ხელს შეუწყობთ ამ დამოკიდებულების გაღვივებას. შედეგად ვერცერთი თქვენგანი ვერ შეძლებს პარტნიორის თანხმობის გარეშე რაიმეს გაკეთებას. ყველა თქვენი ქმედება, ისეთი მარტივიც კი, როგორიცაა მაგალითად ტელევიზორის ყურება, უნდა იყოს შეთანხმებული. როცა რომელიმე თქვენგანი ნაწყენია, ყველა სხვა პირადი საჭიროებები მეორეხარისხოვანი ხდება, რადგან თითოეული თქვენგანის ამოცანაა ერთმანეთის გაბედნიერება.

პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ამ დამოკიდებულების გაღვივება აჩენს წყენის განცდას. მე მჯერა, თუ ჩემი საყვარელი ადამიანი წყობიდან გამოვიდა წარუმატებელი დღის გამო, ის ნაწყენი იქნება და საჭიროებს ჩემს ყურადღებას, მე ჩემი მხრიდან შესაბამის რეაგირებას მოვახდენ ამაზე.

მაგრამ თუ მე დღეღამეში 24 საათი მხოლოდ მის ემოციონალურ მდგომარეობაზე ვიფიქრებ, საბოლოოდ გამიჩნდება მტრული დამოკიდებულება მისი გრძნობებისა და სურვილებისადმი.

ჯიმ რონიმ, ცნობილმა ამერიკელმა მეწარმემ და ავტორმა ერთხელ თქვა: „ყველაზე დიდი საჩუქარი, რომელიც თქვენ ოდესმე ვინმეს შეიძლება გაუკეთოთ, არის თქვენი, როგორც პიროვნების სრულყოფილება. ოდესღაც მე ვამბობდი: „თუ თქვენ იქნებით ყურადღებიანი ჩემს მიმართ – მეც ვიქნები ყურადღებიანი თქვენს მიმართ“. ახლა მე ასე ვამბობ: “მე ყურადღებიანი ვიქნები საკუთარი თავის მიმართ თქვენს გამო, თუ თქვენ იქნებით ყურადღებიანი საკუთარი თავის მიმართ ჩემს გამო“.

4.იდეალურ მოლოდინებზე აგებული ურთიერთობები

თქვენ გიყვართ და აფასებთ ადამიანებს არა იმიტომ, რომ ისინი იდეალურები არიან. სინამდვილეში ისინი ძალიან შორს არიან იდეალურისგან. „იდეალი“ – სასიკვდილო ილუზიაა, ეს არის ის, როგორიც

არც ერთი ჩვენგანი არ იქნება არასოდეს. ჩვენ ყველანი იდეალურად არაიდეალურები ვართ იმდენად, რამდენადაც უნდა ვიყოთ. სინამდვილეში, რაც უფრო ნაკლებს ელით ადამიანისგან, ვისზეც ზრუნავთ, მით უფრო ბედნიერი იქნება თქვენი ურთიერთობა. არავინ იმოქმედებს თქვენს ცხოვრებაში ისე, როგორც თქვენ ელით. ისინი სხვა ადამიანები არიან, ისინი ვერ შეძლებენ ისე სიყვარულს, ისეთ ერთგულებას და გაგებას, როგორც ამას თქვენ თავად აკეთებთ. ყველაზე დიდი იმედგაცრუება ცხოვრებაში და ურთიერთობაში არის გაუმართლებელი მოლოდინი. ზედმეტად იმედგაცრუებული რომ არ დარჩეთ, არ უნდა მოიხიბლოთ ზედმეტად.

დასკვნა: ნებისმიერი ურთიერთობა, სინამდვილეში არასოდეს იქნება იდეალური, მაგრამ თუ თქვენ მზად ხართ მათზე იმუშაოთ, თქვენ შეძლებთ მიიღოთ ყველაფერი, რაზეც ოცნებობდით.

5. ურთიერთობები, რომლებშიც მუდმივად ისმის წარსული წყენა

როცა თქვენი პარტნიორი აგრძელებს წარსულის შეცდომებზე თქვენს დადანაშაულებას, ეს

არასწორი ურთიერთობის ნიშანია. თუ ორივე მხარე ასე იქცევა, ეს უსასრულო ბრძოლას

ემსგავსება, რომელიც აჩვენებს თქვენგან ვინ მოტყდება უფრო მალე ამ წლების განმავლობაში.

როცა თქვენ კიცხავთ ადამიანს წარსული შეცდომების გამო იმიტომ, რომ თქვენი ახლანდელი

სიმართლე დაამტკიცოთ, ამ ყველაფერს მიყავხართ გამოუვალ მდგომარეობამდე. წარსულის

შეცდომების გახსენებით თქვენ არამარტო აწმყოს ატყუებთ, არამედ მანიპულირებთ სხვა ადამიანით.

თუ ასეთი სიტუაცია დიდი ხნის მანძილზე გრძელდება, საბოლოოდ ორივე პარტნიორი მთელ თავის

ენერგიას ხარჯავს საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებაზე და არა დღევანდელი პრობლემის

მოგვარებაზე.

როცა თქვენ ირჩევთ ადამიანს, ვისთანაც გეგმავთ ურთიერთობის აწყობას, თქვენ ღებულობთ მას

წინამდებარე შეცდომებით. თუ თქვენ ვერ ეგუებით მის შეცდომებს, ურთიერთობა ამ ადამიანთან

საბოლოოდ მაინც არ გამოგივათ.

თუ თქვენ რაიმე გაწუხებთ თქვენი პარტნიორის წარსულიდან, თქვენ ეს ნორმალურად უნდა

მიიღოთ. წარსული რჩება წარსულში.

6. ურთიერთობები, რომლებიც ყოველდღიურ ტყუილზე იგება

ნდობა – არის სწორი ურთიერთობების საფუძველი, როცა ის წყდება, დრო იხარჯება მის აღდგენაზე.

ადამიანები ხშირად ამბობენ: „მე მისთვის არაფერი მითქვამს, მაგრამ არც მომიტყუებია“ – ეს სიტყვები

საკუთარ თავთან მოდის წინააღმდეგობაში. თუ თქვენ ტყუილს ხელს აფარებთ, ეს მხოლოდ დროის

ფაქტორია, როდის გამოაშკარავდება ის, ნდობა კი დაიკარგება.

გახსოვდეთ, მოწინააღმდეგე, რომელიც სიმართლეს ყოველთვის პირდაპირ გეუბნებათ,

გაცილებით უკეთესია, ვიდრე საყვარელი ადამიანი ან მეგობარი, რომელიც მუდმივად გატყუებთ.

ნაკლები ყურადღება მიაქციეთ ადამიანების სიტყვებს და მეტი ქცევას, რომელიც დაგანახვებთ მათ

ნამდვილ სახეს.

თუ თქვენ ვინმე სიცრუეში გამოიჭირეთ, სჯობს გულახდილად დაილაპარაკოთ. ზოგიერთი ადამიანი

ხშირად მოგატყუებთ, ამით გაიძულებთ გაიმეოროთ ეს ტყუილი მუდმივად მანამ, სანამ ის სიმართლე არ

გახდება. ნუ მიიღებთ მონაწილეობას ამ აბსურდში. ნუ მისცემთ იმის უფლებას, რომ მათი ტყუილი

თქვენი სინამდვილე გახდეს. ნუ შეგეშინდებათ სიმართლის მხარეს დგომა – საკუთარი სიმართლის.

არავითარ პატიებაზე და შერიგებაზე არ შეიძლება იყოს საუბარი მანამ, სანამ სიმართლეს არ გეტყვიან.

8. ურთიერთობები, რომლებსაც პატიება აკლია და არ არის ნდობის დაბრუნების მზაობა

არასწორია, როცა თვლიან, რომ ნდობის დაბრუნება შეუძლებელია. როცა ნდობა დაკარგულია, და

ეს ხდება ხანგრძლივი ურთიერთობების რომელიღაც კონკრეტულ მომენტში, მნიშვნელოვანია

გესმოდეთ, რომ მისი დაბრუნება შესაძლებელია, თუმცა ერთი პირობით – ორივე პარტნიორი მზად უნდა

იყოს საკუთარ თავზე მუშაობისთვის.

სინამდვილეში, როცა თქვენ გეჩვენებათ, რომ თქვენი ურთიერთობების მყარი ფუნდამენტი იბზარება,

თქვენ გეძლევათ არამარტო ყველაფრის გამოსწორების საშუალება, არამედ ურთიერთობების იმ

დინამიკისგან გათავისუფლების შესაძლებლობაც, რამაც აქამდე მოგიყვანათ.

ყველაფერი ეს თქვენში ტკივილს იწვევს და შესაძლოა თქვენ წასვლაც მოგინდეთ, განსაკუთრებით

მაშინ, თუ თვლით, რომ ნდობის დაბრუნება შეუძლებელია. მაგრამ თუ თქვენ გააცნობიერებთ, რომ

ცხოვრების მანძილზე ნდობის დონე ხან იკლებს, ხან კი მატულობს, შესაძლოა აივსოთ იმ ძალით,

რომელიც ხელს უწყობს ერთად ყოფნას, ერთმანეთის იმედის ქონას და ერთად გაზრდას.

8. ურთიერთობები, სადაც პასიური აგრესია ერევა ურთიერთობას

პასიურ-აგრესიული ქცევა სხვადასხვა ფორმას იღებს, როგორც წესი, მას აღწერენ როგორც

არავერბალური აგრესიას, რომელიც ვლინდება ნეგატიურ ქცევაში. საკუთარი გრძნობების ღიად

გამოხატვის ნაცლად, ზოგიერთი ადამიანი ავლენს ძლივს შესამჩნევ, გამაღიზიანებელ ჟესტებს

თქვენთან მიმართებაში.

თუ თქვენ ყველაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ ყურადღება მოგაქციონ, ვიდრე ისაუბროთ იმაზე, რაც

გწყინთ ეს არასწორი ურთიერთობების ნიშანია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ღიად

ესაუბროთ ერთმანეთს.

თუ თქვენ შეგიძლიათ მშვიდად ისაუბროთ იმაზე, რაც გაწუხებთ, არ არსებობს არანაირი მიზეზი იყოთ

პასიურ-აგრესიული. ადამიანს არასოდეს გაუჩნდება პასიურ-აგრესიულობის სურვილი, თუ

დარწმუნებული იქნება, რომ მას არავინ განსჯის საკუთარი ფიქრების გამო.

სწორი ურთიერთობისას თქვენ ყოველთვის ღიად საუბრობთ საკუთარ სურვილებსა და

გრძნობებზე. გარკვევით თქვით, რომ სხვა ადამიანს არ აკისრია პასუხისმგებლობა თქვენს იდეებსა და

შეხედულებებზე, მაგრამ ამასთან აღნიშნეთ, რომ ბედნიერი ხართ მათი მხარდაჭერით. თუ თქვენი

პარტნიორი ზრუნავს თქვენზე, მაშინ აუცილებლად მიიღებთ მხარდაჭერას, ან მიხვალთ

კომპრომისამდე.

9. ურთიერთობები, რომლებიც ემოციური შანტაჟით იმართება

ემოციონალური შანტაჟი – არის მდგომარეობა, როცა ვინმე იყენებს ემოციურ ზეწოლას თქვენზე იმ

შემთხვევაში, თუ თქვენ არ ასრულებთ იმას, რასაც თქვენგან ითხოვენ. აზრი იმაშია, რომ რეზულტატში

თქვენ ცვლით ქცევას საკუთარი ნების წინააღმდეგ ემოციონალური შანტაჟის გამო. ეს ძალიან

არასწორი ქცევაა. გადაწყვეტილება, როგორც პასიური აგრესიის შემთხვევაში, მდგომარეობს

ურთიერთობაში. არ უნდა არსებობდეს არანაირი ზეწოლა, მხოლოდ ღია ურთიერთობა.

ურთიერთობებში კრიტიკულად აუცილებელია ორივე მხარისათვის იმის გაგება, რომ ყოველთვის

შეიძლება ერთმანეთთან ნეგატიური აზრის და გრძნობების მშვიდი ფორმით განხილვა. წინააღმდეგ

შემთხვევაში ადამიანები შეწყვეტენ საკუთარ აზრებს და გრძნობებს, რაც უნდობლობასა და

მანიპულაციებთან მიგვიყვანს. შესაძლოა, მართლაც არსებობს რაღაც, რაც რეალურად გაწუხებთ

თქვენს მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან მიმართებაში და რატომ არ უნდა დაელაპარაკოთ ამის

შესახებ მათ? გეშინიათ, რომ ვინმეს გაანაწყენებთ? შესაძლოა ასეც იყოს, ან არც იყოს. არსებობს სხვა

ვარიანტიც: უბრალოდ შეეგუოთ ამ ყველაფერს მანამ, სანამ ერთ მშვენიერ დღეს არ აფეთქდებით და

ყველაფერს იტყვით.

გახსოვდეთ, სავსებით ნორმალურია გაბრაზდეთ მასზე, ვისზეც ზრუნავთ, ასევე ნორმალურია,

როცა რაღაც არ მოგწონთ ამ ადამიანში. ჩვენ ხომ არაიდეალური ქმნილებები ვართ… შეიგნეთ, რომ

როცა ადამიანს ენდობით და ღებულობთ მის ყველა არჩევანს – ეს ორის სხვადასხვა რამეა. ვიღაც

შეიძლება თქვენი ერთგული იყოს, მაგრამ სრულიად შესაძლებელია, რომ მას რაღაც არ

აკმაყოფილებდეს და არ მოსწონდეს თქვენში. მეორეს მხრივ, პარტნიორები, რომლებსაც შეუძლიათ

ურთიერთობა და ერთმანეთის გაკრიტიკება განსჯისა და ემოციონალური შანტაჟის გარეშე, საბოლოო

ჯამში მხოლოდ მოგებულები რჩებიან.

  1. ურთიერთობები, რომლებიც ყოველთვის მეორეხარისხოვანი ხდება

ურთიერთობებისთვის დროის დაუთმობლობის დროს თქვენ დიდ შეცდომას უშვებთ, რასაც არასწორ

ურთიერთობებამდე მიყავხართ. ყველაზე მეტად ამ შეცდომას ვაცნობიერებთ მხოლოდ მაშინ, როცა

ყველაფერი ნგრევას იწყებს.

სიმართლე იმაშია, რომ ურთიერთობა ცოცხალი რსებასავით არის, მასაც სჭირდება დროის

დათმობა იმისათვის, რომ შეძლოს არსებობის გაგრძელება და განვითარება. მარტივია

ყველაფერს მისცეთ თავისი მსვლელობა ცხოვრებაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა გყავთ მეუღლე,

შვილები, გაქვთ სამსახური. მაგრამ ურთიერთობა შეიძლება შევადაროთ ოთახის ყვავილს – თუ მას არ

მორწყავთ, ის დაჭკნება. ასეა ურთიერთობისას – თუ არ გამონახავთ მისთვის დროს, ის გაუარესდება.

ეცადეთ ყოველ კვირას გამონახოთ დრო მხოლოდ იმ ადამიანებთან გასატარებლად, ვისზეც ზრუნავთ

და დრო ყოველ დღე იმისათვის, რომ მათ ყურადღება დაუთმოთ.

არაფერი არ ფასდება ისე, როგორც თქვნი გულახდილი ყურადღება – თქვენი სრული დასწრება.

ვინმეს გვერდით ყოფნა, ყურადღებით მოსმენა და იმის შესაძლებლობა, რომ ყოველ წუთს საათს

არ უყურებდეთ – ეს არის ის, რაც თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს

რეალურად ძალიან ფასეული ქცევაა, რომელიც თქვენ შეგიძლიათ სხვა ადამიანისთვის

გააკეთოთ.

თქვენი ჯერია…

წყარო: b2p.ge

მსგავსი სტატიები

Leave a Comment