ჩვევა 1 – ღარიბები მუდმივად ეძებენ დამნაშავეებს
ღარიბი ადამიანი არასოდეს აიღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. რომ ვერ შედგა, ამაში ადანაშაულებს კოლეგებს, უფროსს ან მთავრობას… ეს ბოლო, ძალიან გავრცელებული ფორმაა.
ღარიბ ადამიანს უჭირს აღიაროს, რომ თავად არის რამეში დამნაშავე , მით უმეტეს, შეუმდგარ ადამიანად ყოფნაში!!! ღარიბი ფიქრობს: «ისინი რომ არა, მე დიდი ხნის წინ ვიქნებოდი წარმატებული», «მე ხომ ბედი არ მაქვს, ყველა ხელს მიშლის, რამის გაკეთება აქ შეუძლებელია» რა ქნას, მართლა ასეა და….
ჩვევა 2 – დროის გაყვანა
ბავშვობოდან გიჩიჩინებდნენ ძველ «სიბრძნეს»: «შვიდჯერ გაზომე – ერთხელ გადაჭერი». დაივიწყეთ!!! დრო ისე სწრაფად მიდის… სანამ თქვენ ფიქრობთ, აწონ-დაწონით… ვიღაცა „ნაგლი“ თქვენს იდეას ახორციელებს, თან ისე, რომ არც კი იცნობთ, ვინ არის… და ლუკმას გართმევთ. ეი…. გაიღვიძე!!! იმარჯვებს ის, ვისაც არ ეშინია პირველი ნაბიჯის გადადგმის. მიდის რისკზე და ანხორციელებს საკუთარ იდეებს, იმის მაგივრად, დაჯდეს და აიწონა-დაიწონა ითამაშოს, ინხორციელებს ოცნებებს. ღარიბი აზროვნებით ადამიანს, ყოველთვის გაჰყავს დრო და ამ თავის უმოქმედობას საბოლოო ჯამში, მაინც, დააბრალებს სხვას.
ჩვევა 3 – რისკზე წასვლის შიში
ღარიბი აზროვნების ადამიანი არ რისკავს, ის ითხოვს წინასწარ გარანტიებს. ამბობს : ამას გავაკეთებ მაგრამ რომ არ გამოვიდეს?.. ეშინია ნეგატიური შედეგის, რადგან მარცხი მისთის ფიასკოს წარმოადგენს და არა გამოცდილებას. მას ურჩევნია სტაბილური, თუნდაც მცირე მაგრამ მოჭრილი ხელფასი. საბოლოო ჯამში ისე გამოდის, რომ ცხოვრობს ხელფასიდან ხელფასამდე. სამაგიეროდ, აქვს სტაბილურობის ილუზია.
ჩვევა 4 – უფასო სწავლება
ტიპიური წარმოდგენა ღარიბი აზროვნებით ადამიანისა – უფასოდ გაიგოს და მიიღოს რამე ფასეული! მასხოვს, ჩემმა მენტორმა თბილისში, შარშან, ჩაატარა უფასო მასტერ-კლასი და მოვიდა 150ზე მეტი ადამიანი. თავადაც არ მოელოდა და აღნიშნა – ასეთი რამ ალბათ მხოლოდ საქართველოში ხდება, სხვა ქვეყნებში მსგასი რამ არ შეუმჩნევია. მართალია, ამ უფასო 150 კაციანი მასტერ-კლასიდან, ფასიან ტრენინგზე მოვიდა მხოლოდ 3 ადამიანი.
საქართველოსთვის კარგი სტატისტიკაა 🙂 🙂 🙂 ის, ვინც ცდილობს მთელი ცხოვრება არ გადაიხადოს და მიიღოს უფასოდ რამე ფასეული, იმყოფება სწავლებადობის ილუზიაში! განვითარებასთან და შემდეგში, მის გამოყენებასთან ამას არავითარი კავშირი არ ააქვს. „უფასო ყველი სად არის?.. მხოლოდ სათაგურში!“ იმისათვის, რომ გახდე წარმატებული საჭიროა ცოცხალი ურთიერთობა შენს მენტორთან, წინამძღოლთან. საჭიროა, მიზნისკენ სავალი გზის მკაფიოდ ცოდნა. ტრენინგის ან ქოუჩინგის ფასი ეს არა მარტო თქვენი წარმატებული მომავლის მაჩვენებელია, არამედ მოტივაციის. ეს აჩვენებს, რა ცნობიერის დონეზე იმყოფები და რამდენად მზად ხარ წარმატების, ცვლილებების შემოსაშვებად ცხოვრებაში.
კარგად მახსოვს სემინარებს რომ დავსწრებოდი (ძირითადად საქართველოს საზღვებს გარეთ) რაზე მიწევდა წასვლა ფული რომ მეშოვა (ღამის ცვლებში ფიზიკური მუშაობა, ფული სესხება…). დღეს, ტრენინგებს რომელსაც გავდივარ, ხარისხმა და დონემ მოიმატა, მათი ღირებულებაც გაიზარდა და რაც მათავრია ჩემი შემოსავლებიც საგრძნობლად გაზრდილია. ეს უბრალო კანონზომიერებაა….
ჩვევა 5 – არ უხდის სხვებს, მათ შრომაში
ღარიბი აზროვნების ადამიანს უყვარს სხვის ხარჯზე ცხოვრება. მუსიკა, წიგნები, ტრენინგები, ფილმები – ის ისმენს ინტერნეტიდან. მისი ფილოსოფიაა – ფასიანი მომსახურება, რამენაირად, მიიღოს უფასოდ. ქურდობა, ქურდობაა, ინტელექტუალური იქნება ის თუ მატერიალური. გადმოწერე ფასიანი პროდუქტი უფასოდ? ეს = ქურდობას! ასეთი ადამიანი განწირულია სიღარიბისთვის. ეს გაცნობიერება არც ისე დიდი ხანია მოვიდა და თანხებიც წამოვიდა! ამას წინათ ჩემი ახლოებლი მოხვდა ბიზნეს კონსულტაციაზე, რაზეც ფინანსური საკითხის გამო, არ დავესწარი. მან მოგვიანებით მითხრა მომაწვდიდა, რაღაც საკითხებს, მაგრამ განვაცხედე უარი. ფასიანის, უფასოდ მიღების მცდელობა – ღარიბი ფსიქოლოგიაა და მე ამაზე ვამბობ არას!
ჩვევა 6 – თავის შეცოდება
ძალიან ხშირად ადამიანები თავიანთი პრობლემის წყაროს ხედავენ გარემოცვაში და გარემოებებში – ეს, ხან არახელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, სხეულის ნაწილების ნაკლი, ღარიბ ოჯახში დაბადება, არასაკმარისი განათლება, დაიბადა და ცხოვრობს არა იმ ქვეყანაში და ა. შ. ღარიბი ადამიანის არსენალში არის ათეულობით თავის შეცოდების საშუალება, მაგრამ თავის შეცოდებაზე ფულს ვერ გამოიმუშავებ. ნუ, სპეციალურად ამაზე ტრენინგს თუ არ შექმნი , მაგრამ რამის შექმანს მსხვერპლის დონიდან გამოსვლა სჭირდება.
ჩვევა 7 – ოხვრა და წუწუნი
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ უფულობა — ადამიანის ყოველდღიურობაში არსებული ნეგატიური ემოცების შედეგია. მდიდარი ადამიანის აზროვნებისგან განსხვავებით, ღარიბი პრობლემებს არ აღიქვამს როგორც მიზნისკენ აღამავალ ერთ-ერთ საფეხურს. მას ჩვევია ოხვრა და წუწუნი ბედზე ან ცხოვრებაზე. მართალია, ზოგჯერ ამბობ და გინდა მოეშვა, მოდუნდე… რათა შეგიცოდონ, მაგრამ…. გეკითხებით: ამისგან შვებას გრძნობთ? და მითუმეტეს , საფულეში ფულის რაოდენობას ცვლის? არა!!! რამდენიც იყო, იმდენივე დარჩა და არც პრობლემა ქრება, წუწუნით.
ჩვევა 8 – შიში, რას იფიქრებენ სხვები
წარმატებული ადამიანი აფასებს თავის ინდივიდუალურობას და დამოკიდებული არ არის გარემოცვის აზრზე. ღარიბი, როგორც წესი, პირიქით – დროის დიდ ნაწილს და ენერგიას ახმარს სხვების თვალში, როგორ გამოიყურება, ამაზე ფიქრს. ამ თავლის მეპატრონეებად მოიაზრებს, მასზე წარმატებულ ხალახს, რის გამოც მსგავსი შედარების შედეგი, არ არის მის სასრგებლოდ. ამიტომ უჩნდება კიდევ ერთი მიზეზი საწუწუნო.
ჩვევა 9 – ფულის ფლანგვა
ღარიბ ადამიანს არ გააჩნია ფინანსური სტრატეგია. მისი მიზანია – გამოიმუშავე და დახარჯე. მდიდარი თავის მხრივ გამომუშავებულს, აბანდებს კაპიტალის შექმნაში. მისი აზროვნებაა: «რა უნდა დავაბანდო როდესაც ფული არ მაქვს?». ფული არ არის, იმიტომ რომ ადამიანი არ ფიქრობს მომავალზე. მდიდრდებიან არა ისინი ვინც ბევრს გამოიმუშავებს, არამედ, ვინც სწავლობს საკუთარი ფინასების მართვას.
ჩვევა 10 – მომენტალური შემოსავლის ძიება
ღარიბი არ ცდილობს რამე ახლის სწავლას, არ მუშაობს პერსპექტივაზე. მას ფული უნდა ამ წუთში, მომენტალურად. ეს მომხმარებლური ქცევის ნათელი მაგალითია. ადამიანს უნდა ყველაფერი და ახლავე, მინიმალური ძალისხმევით. ეს ჰგავს გლეხს, რომელსაც ზამთარში შემოეჭმევა დასარგავად მომარაგებული კარტოფილი და არ იფიქრა რას დათესავს გაზაფხულზე.
ჩვევა 11 – რაც არ უნდა იმ საქმის კეთება
ღარიბი ყოველთვის იპოვის 10 დამნაშავეს, 100 გამართლებას და 1000 მიზეზს რატომ უნდა აკეთოს არასაყვარელი საქმე, რომელსაც არ მოაქვს დამაკმაყოფილებელი შემოსავლი. ის ცხოვრობს პარასკევ დღეზე ოცნებით, წყევლის უფროსობას… მიუხედავად ამისა, ყოველ ორშაბათს მიდის ოფისში. საყვარელი საქმით რომ დაკავდეს, ამისათვის რასაკვირველია არ ყოფნის დრო და სითამამე. აი, ასე, ერთფეროვნებაში და უცვლელობაში ადამიანი გალევს მთელ თავის ძვირფას სიცოცხლეს. წლიდან წალამდე ერთი და იგივე.
ჩვევა 12 – ფუჭად დროის დახარჯვა
ღარიბი ფიქოლოგიის ადმიანი სვამს კითხვას: როგორ «მოკლას» თავისი დრო? ეს ძალიან ნეგტიური დებულება უნდა ტრანსფორმირდეს სწორად დასმულ კითხვაში: როგორ გამოვიყენო დრო მაქსიმალურად სასარგებლოდ? საბოლოო ჯამში, თითოეული მიიღებს იმას რისკენაც ისწრაფვოდა — ღარიბი «კლავს» დროს და უღიმღამოდ ფლანგავს ცხოვრებას, მდიდარი იყენებს დროს და კიდევ მეტად მდიდრდება.
აღწერილზე მეტი ჩვევები შეიძლება იქნას ჩამოყალიბებული. რამდენიმე წლის წინ დავწერე თემა ამ საკითხზე და ვთვლი, არც მას აქვს დაუკარგავს აქტუალობა – 7 თვისება, რომლებიც სიღარიბეზე გაპროგრამებენ
დღეს სულ ეს იყო. გისურვებთ წარმატებებს!!!
მოგეწონათ თემა? გაუზიარეთ ის მეგობრებს. მადლობა.
მოამზადა თამარ კვარაცხელიამ
წყარო: https://zrda.wordpress.com